“SEAZONE ” ანუ “ნუ მიქარავ”

“როდესაც ვერ ბრუნდები” – ესაა ისტორია იმაზე, თუ როგორ არ დაბრუნდება ბილეთში გადახდილი 10 ლარი შენს საფულეში… Continue reading

ბათუმელები ფოტოობიექტივში – ირაკლი ძნელაძე

ახალგაზრდა ფოტოგრაფი ირაკლი ძნელაძე ახალი, მასშტაბური პროექტისთვის ემზადება. 11 ოქტომბერს ფოტოკამერით ხელში ბულვარის კოლონადებთან ყველა ბათუმელს ელის. მის ფირზე მოხვდებიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე სასულიერო პირები და მთავრობის წევრები. ფოტომატიანე მომავალი თაობებისთვის და მათთვის იქმნება, ვისაც თანამედროვე ზღვისპირა ქალაქის მცხოვრებლების რეალური, შეულამაზებელი სახეები აინტერესებთ.

ფოტოგრაფსა და მისი პროექტის შესახებ “თვითმარქვია ჟურნალისტი” თავად ირაკლი ძნელაძეს ესაუბრა. თუმცა, მანამ, სანამ ინტერვიუს შემოგთავაზებთ, ხელოვანის სხვა პროექტებს წრმოგიდგენთ იმისათვის, რათა უკეთ გაეცნოთ მის შემოქმედებას.

Continue reading

სიახლე Google-სგან

Google მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს. საძიებო სისტემაში საკვანძო სიტყვის ჩაწერის შემდეგ დღეიდან Enter ღილაკის ან Search კლიკის გამოყენება აღარ მოგვიწევს. ინფორმაცია შეყვანილ საძიებო ტექსტზე ავტომატურ რეჟიმში გამოჩნდება.

Continue reading

“მოდერნიზებული” განათლება

ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლებს კი ახალი საზრუნავი გაუჩნდათ: როგორ შეიძინონ სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი, რომელთა საშუალო ფასი 100-დან 150 ლარამდე მერყეობს. მოგეხსენებათ, საქართველოს განათლების სისტემის მუდმივი რეფორმირების გადამკიდე, ქართულ სკოლებში წინა წლების სახელმძღვანელოებით სწავლება თითქმის შეუძლებელი გახდა. ახალი წიგნების ფასები კი დაახლოებით ასე გამოიყურება: Continue reading

საქართველო ახალი ვარსკვლავის აღმოსაჩენად ემზადება

ჯეოსტარი 2010 – ახალი სახეები, ახალი სახელები, ახალი ხმები, ახალი შეგრძნებები, ახალი ფავორიტები. მაყურებელი კიდევ ერთი მარათონისთვის ემზადება. ყველას აინტერესებს: ვინ იქნება საუკეთესო იმ 14 ახალბედა მომღერალს შორის, რომელსაც პროექტის მესვეურები მთელი ზაფხულის განმავლობაში არჩევდნენ. თუმცა მანამ, სანამ კონკურსი გადამწყვეტ ფაზაში შევა, «რუსთავი 2» მაყურებელს სახალისო სიუჟეტებით გაართობს და კიდევ უფრო გაუმძაფრებს პროექტისადმი ინტერესს. წინასაკონკურსო გადაცემებში იქნებიან ასეთები

და იქნებიან ასეთებიც.

თუმცა ფილარმონიის სცენაზე მხოლოდ 14-ნი მოხვდებიან და მაშინ კი ყველას შეეშინდება გაიგონოს სიტყვები «ჯეოსელისა და ლაი-ლაის აბონენტების გადაწყვეტილებით, პროექტს ტოვებს…» Continue reading

თვითმარქვია ჟურნალისტი

გამარჯობა. მე თვითმარქვია ჟურნალისტი ვარ. როგორ არ ვეცადე ეს სტატუსი არ მომნიჭებოდა: ჩავაბარე უნივერსიტეტში (ორჯერ), ვიმუშავე ამ სფეროში, ვდიე რესპოდენტებს, ვიშიმშილე კანცელარიის შენობის კიბეებზე, ღამე გავათენე აეროპორტში რომელიღაც დეპორტირებული ქართველის ლოდინში, 15 წუთში მოვამზადე ეთერში გასაშვები ვრცელი სიუჟეტი (არაერთხელ), ვიცხოვრე ნამდვილი ჟურნალისტის ცხოვრებით მაგრამ რა… ახლა, ამ სფეროს მოწყვეტილ რომელიღაც სამსახურში ვმუშაობ, სადაც უფრო მეტს მიხდიან, მაგრამ იქ ჩემს ადგილს ვერ ვპოულობ. ჰოდა, ვიფიქრე, თვითმარქვია ჟურნალისტის ბლოგი ერთადერთი და ეფექტური გამოსავალია ამ სიტუაციიდან. მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იქ, სადაც არავინ დამიშლის წერას და არ მიკარნახებს იმას, რა შევთავაზო ჩემს მკითხველს; იქ – სადაც გაუხარდებათ თქვენი აზრის მოსმენა ყველა თემაზე; იქ – სადაც ფაქტებიდან დასკვნებს თავად გამოვიტანთ.