Archive for the ‘ Journaliar ’ Category

„პოპული“ კლავს! ანუ, როდემდე?!

სასწრაფოდ დამჭირდა „თი–ბი–სი ბანკი“ წუხელ. შუაღამისას გავძვერი სახლიდან და გავემართე „თბილისი მარიოტისაკენ“. არ ვიცოდი, თუ 24 საათიანი ფილიალი ღამის 4–დან 5 საათამდე ისვენებდნენ. ზუსტად 04:04 საათზე მივადექი დანიშნულების ადგილს. პუნქტუალურ ბანკირებს კი უკვე ჩამოშვებული ჰქონდათ ჟალუზები. მეჩქარებოდა, ამიტომ გადავწყვიტე „ქორთიარდ მარიოტამდეც“ ჩამესეირნა. მახსოვდა – იქაც იყო ბანკი, თუმცა, ის არ ვიცოდი, რომ არა „თი–ბი–სი“, არამედ, „საქართველოს“. მოკლედ. 5 საათამდე მომიწევდა რუსთაველზე ბოდიალი – მივხვდი. მოშიებული ვიყავი და გადავწყვიტე კეფირი მეყიდა. თან დიეტურია, თან – კუჭსაც დამიწყნარებდა. გადავწყვიტე იქვე, ლეონიძეზე არსებული „პოპულისათვის“ მიმემართა. კონკრეტულად ამ სუპერმარკეტთან დაკავშირებით ერთი უჩვეულო ამბავი მახსენდება ხოლმე.

ზაფხული იყო, სიცხე – საოცარი. Continue reading

ძილი სიცილ-ხარხარში და სურნელი გმირთა მოედნის მიწისქვეშეთში

აღმოვაჩინე, რომ ისე არ მძინავს, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, ჯერ ვერ გავარკვიე, მაგრამ ვცდილობ გავიგო, რატომ შეიძლება ხარხარებდეს ღამით ადამიანი. 🙂
ასევე, ნახეთ რა მაჩუქეს საზ. მაუწყებელში და როგორ გავაცილე მეგობარი დიად ევროპაში 😉

Continue reading

“Sherlock Holmes 2” პრემიერა და ახალი წელი 14 სექტემბერს

საინტერესო დღე გამომივიდა.
როგორც იქნა დადგა ნანატრი 2 იანვარი და დიდ ეკრანზე Sherlock Holmes 2 ვიხილე.
ნახეთ ვიდეოში ემოციები ფილმის შემდეგ
და
ასევე
გაიცანით ჩემი ოჯახის წევრები
და
გაიგეთ
თუ რატომ უნდა აღვნიშნოთ ახალი წელი 14 სექტემბერს!!!
ფრიად საჩოთირო ამბავია
უყურეთ ვიდეოს ბოლომდე
ველოდები თქვენს კომენტარებს 😉

Continue reading

ახალი წელი და პირველი ვიდეო 2012 წლიდან

ზარმაცობოო…
აღარაფერს დებო ბლოგზეო…
არადა, არიან ადამიანები, ვისაც აინტერესებს რა ხდება შენს თავსო….
ჰოდა, გადავწყვიტე. ახალი წლიდან ბლოგი გადავაქციო ვლოგად და უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესო, რა ხდება ჩემს თავს.
მაშ ასე. ვიდეო N1: ახალი წელი

Continue reading

“პილოტი” – “ჩაწყობილია” თუ არაა “ჩაწყობილი”?!

«ჩაწყობილია თუ არაა ჩაწყობილი?!» – ამ კითხვამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია «პილოტის» გვერდის კომენტარებში. მეორე ტურში გადასული 168 კონკურსანტის ვინაობა უკვე გარკვეულია, პროექტს გამოთიშული ახალგაზრდები კი თავს იმით ინუგეშებენ, რომ ყველაფერი მაინც წინასწარ «ჩაწყობილია» და შემდეგ ტურებში გადასვლა უბრალო დროის კარგვაა.  Continue reading

თვითმარქვია ჟურნალისტი

გამარჯობა. მე თვითმარქვია ჟურნალისტი ვარ. როგორ არ ვეცადე ეს სტატუსი არ მომნიჭებოდა: ჩავაბარე უნივერსიტეტში (ორჯერ), ვიმუშავე ამ სფეროში, ვდიე რესპოდენტებს, ვიშიმშილე კანცელარიის შენობის კიბეებზე, ღამე გავათენე აეროპორტში რომელიღაც დეპორტირებული ქართველის ლოდინში, 15 წუთში მოვამზადე ეთერში გასაშვები ვრცელი სიუჟეტი (არაერთხელ), ვიცხოვრე ნამდვილი ჟურნალისტის ცხოვრებით მაგრამ რა… ახლა, ამ სფეროს მოწყვეტილ რომელიღაც სამსახურში ვმუშაობ, სადაც უფრო მეტს მიხდიან, მაგრამ იქ ჩემს ადგილს ვერ ვპოულობ. ჰოდა, ვიფიქრე, თვითმარქვია ჟურნალისტის ბლოგი ერთადერთი და ეფექტური გამოსავალია ამ სიტუაციიდან. მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იქ, სადაც არავინ დამიშლის წერას და არ მიკარნახებს იმას, რა შევთავაზო ჩემს მკითხველს; იქ – სადაც გაუხარდებათ თქვენი აზრის მოსმენა ყველა თემაზე; იქ – სადაც ფაქტებიდან დასკვნებს თავად გამოვიტანთ.