Archive for the ‘ ტელევიზია ’ Category

ჩარკვიანი განაგრძობს ქართული მძღნერის სააშკრაოზე გამოტანას

ის ის იყო ლევან მასპინძელაშვილის ნომერი გარდამტეხ ფაზაში უნდა შესულიყო, მისმა გულშემატკივრებმა ვიოლინოს ნაზი სოლო გაშლეგებული სკანდირებით გადაფარეს. მაშინ მოვწყდი მუსიკას და დავუბრუნდი ქართულ რეალობას, რომელიც არცთუ ტკბილია ჩემთვის. Continue reading

ჩარეცხეთ უნიტაზები! – ჩემი სიტყვა „სპიკერისათვის“

გუშინ „სპიკერის“ ქასთინგს დავესწარი. კარგები არიან ბავშვები. პირველი არხის მიერ „ბი–ბი–სის“ ამ გადმოქართულებულ პროექტს მართლაც რომ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ადამიანი მოაწყდა. შარშანდელისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, თითოეულ მონაწილეს კარგად ჰქონდა გააზრებული რა უნდა ეთქვა ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე. სასაუბრო თემების მრავალფეროვნებაც შეიმჩნეოდა. ბავშვებს მართლაც აწუხებთ ბევრი ისეთი აქტუალური პრობლემა, როგორიცაა: „საზოგადოების დამოკიდებულება მოხუცებთან“, „მზრუნველობას მოკლებული ბავშვების ბედი“, „ინდივიდისა და საზოგადოების ჭიდილი“, „დროის სწორად გადანაწილება“, „განათლების დონე“, „ენა, მამული და სარწმუნოება“ და ა.შ. ისინი ჩემთან შედარებით პატარები არიან. ყველაზე პატარა ცამეტი, ხოლო ყველაზე უფროსი კონკურსანტი ჩვიდმეტი წლიაა. არ არის დიდი დრო გასული, მას შემდეგ რაც თინეიჯერად მოვიაზრებოდი. მაშინ მეც მაინტერესებდა საჭირბოროტო და ზოგადსაკაცობრიო საკითხები. მეგონა, რომ გლობალური პრობლემებისათვის მარტივი გადაწყვეტა შეიძლებოდა მომეძებნა. თუმცა გავიდა დრო და აღმოჩნდა – სულაც არ არის ასე.

როგორც წესი ვფიქრობთ, რომ პრობლემები არსებობს და მათი გადაჭრის გზებს ვეძებთ. თუმცა, იშვიათად თუ დავუკვირდებით პრობლემის საფუძველს. Continue reading

ევროვიზია 2012 – ნიჟე და გავიხიშტე :(

ევროვიზია 2013 საქართველოში ნამდვილად არ ჩატარდება – ასეთი დარწმუნებით იმის მტკიცებაც კი არ შემიძლია, რომ მე ნამდვილად მე ვარ. შეიძლება ნაშვილები ვარ და მიმალავენ, ანდა სამშობიაროში ექთანს ახალშობილების ფეხზე მისაბმელი მაიდეტიფიცირებელი ნომრები აერია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვერასოდეს ვერავინ იტყვის დარწმუნებით რამეს, მაგრამ «ქართველი ჯოკერი» რომ ევროპას წელს ვერ დაიპყრობს ეს, უბრალოდ, ჭეშმარიტებაა. განაგრძე კითხვა

მაგარი ლოხები ვართ და ტეხავს

აუ, მაგრად ტეხავს რაა…
ვიღაც სლე გოგოების ვიდეოებს და არაფრისმომცემ მასალას რომ აქვს ინტერნეტში უსაზღვრო რეიტინგი და მართლა ნამუშევარს და საინტერესო რაღაცებს მხოლოდ 3 კაცი რომ უყურებს.

ეს ყველამ უნდა ნახოთ.
პირველი არხის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების სერია ”გააგრძელე საქართველოს ისტორია” Continue reading

“პილოტი” – “ჩაწყობილია” თუ არაა “ჩაწყობილი”?!

«ჩაწყობილია თუ არაა ჩაწყობილი?!» – ამ კითხვამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია «პილოტის» გვერდის კომენტარებში. მეორე ტურში გადასული 168 კონკურსანტის ვინაობა უკვე გარკვეულია, პროექტს გამოთიშული ახალგაზრდები კი თავს იმით ინუგეშებენ, რომ ყველაფერი მაინც წინასწარ «ჩაწყობილია» და შემდეგ ტურებში გადასვლა უბრალო დროის კარგვაა.  Continue reading

“SEAZONE ” ანუ “ნუ მიქარავ”

“როდესაც ვერ ბრუნდები” – ესაა ისტორია იმაზე, თუ როგორ არ დაბრუნდება ბილეთში გადახდილი 10 ლარი შენს საფულეში… Continue reading

საქართველო ახალი ვარსკვლავის აღმოსაჩენად ემზადება

ჯეოსტარი 2010 – ახალი სახეები, ახალი სახელები, ახალი ხმები, ახალი შეგრძნებები, ახალი ფავორიტები. მაყურებელი კიდევ ერთი მარათონისთვის ემზადება. ყველას აინტერესებს: ვინ იქნება საუკეთესო იმ 14 ახალბედა მომღერალს შორის, რომელსაც პროექტის მესვეურები მთელი ზაფხულის განმავლობაში არჩევდნენ. თუმცა მანამ, სანამ კონკურსი გადამწყვეტ ფაზაში შევა, «რუსთავი 2» მაყურებელს სახალისო სიუჟეტებით გაართობს და კიდევ უფრო გაუმძაფრებს პროექტისადმი ინტერესს. წინასაკონკურსო გადაცემებში იქნებიან ასეთები

და იქნებიან ასეთებიც.

თუმცა ფილარმონიის სცენაზე მხოლოდ 14-ნი მოხვდებიან და მაშინ კი ყველას შეეშინდება გაიგონოს სიტყვები «ჯეოსელისა და ლაი-ლაის აბონენტების გადაწყვეტილებით, პროექტს ტოვებს…» Continue reading