Archive for the ‘ სოციალური ’ Category

ზებრაა!.. დედამოტყნული (მკიდია უცენზურო ლექსიკა! პირველად, ჩემს ბლოგზე +18)


ძალიან გაბრაზებული ვარ. ბოლო დღეებში ფორუმებსა და ფეისბუკზე პოლიტიკური გაწამაწია არ მყოფნიდა, ლამის ტრავმატოლოგიურშიც მოვხვდი. არ ვიცი, რა ჭირი გჭირთ ქართველო მძღოლებო, ან მე რას მიმიზნებთ, ან – ჩემს მეგობრებს. ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე გადავურჩი „აკაპოტებას“. მე რომ ცოტა ენერგიული არ ვყოფილიყავი და ის კიდე მოხუცი… :))) Continue reading

Advertisements

წყვდიადში – ოსკარის ნომინაცია და BIAFF გრან–პრი

ჩვენ ვკვდებით დღითიდღე – უაზრობაა აბების ყლაპვა. ჩვენ ვთხრით მიწას, თანაც – ცხვირით. ჩვენ ვიმალებით კანალიზაციის მილებში და ხმას ვერ ვაწვდენთ ადამიანებს, ვინც დღემდე ვირთხებს გვეძახიან. ხანდახან არც გაერთიანება გვშველის და ვერც კეთილშობილი ლიდერები ახერხებენ ყველას გადარჩენას. ჩვენ გავრბივართ ჩვენნაირებისაგან, ვცდილობთ ვიპოვოთ გზა მზისაკენ, თუმცა სიბნელეში მარტონი ვიკარგებით, თანაც ისე, რომ გადარჩენის შანსსაც აღარ ვუტოვებთ საკუთარ თავს. ალბათ, ვნანობთ შემდეგ. ან – არც. თუმცა, ვიხოცებით ისე, როგორც ძაღლები მიუსაფარნი და აუცრელნი. გამუდმებით ვცდილობთ მოვისყიდოთ, თავი შევაცოდოთ, ინტრიგა ჩავხლართოთ, ყველა გავწიროთ თავის გადასარჩენად, მაგრამ არაფერი გვშველის. მხოლოდ ერთეულები თუ გადავრჩებით ისიც თხემით ტერფამდე ფეკალიებში ამოვლებულნი, თანაც კარგად – ბებოს ჩურჩხელასავით. შემდეგ ვეღარავის ვუმტკიცებთ, რომ ყვავილები ვართ, ჩვენ ხომ აღარ აგვდის საამური სურნელი, როგორც ახლადდაბადებულებს. გავურბივართ სიბნელეს და სხივები თვალს გვჭრის. იქნებ ღირდა კიდეც ბოლომდე დავრჩენილიყავით წყვდიადში…

In Darkness

ბათუმის საავტორო კინოს მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალზე (BIAFF) უკვე ოთხი დღეა რაც ვარ. Continue reading

ჯვრები გავთხაროთ პიდარასტებს – წერილი ჩემს დებს

მაპატიეთ დებო! ვიცი, თქვენი მოძღვრები ყველაფერს გირჩევნიათ ამ ქვეყნად, ჩემ თავსაც კი… თქვენი ძმა, უბრალოდ, აზროვნებას არ იხშობს და გულწრფელად თანაგიგრძნობთ, რომ თქვენი ცხოვრება შავოსნების ხელში აღმოჩნდა.

დღეს რაც მოხდა ყველამ კარგად იცით… დიდხნიანი შემოქმედებითი კრიზისის შემდეგ, მმკ და სხვანი ტრიუმფალურად დაუბრუნდნენ ქართულ შოუ-ბიზნესს. Continue reading

ძილი სიცილ-ხარხარში და სურნელი გმირთა მოედნის მიწისქვეშეთში

აღმოვაჩინე, რომ ისე არ მძინავს, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, ჯერ ვერ გავარკვიე, მაგრამ ვცდილობ გავიგო, რატომ შეიძლება ხარხარებდეს ღამით ადამიანი. 🙂
ასევე, ნახეთ რა მაჩუქეს საზ. მაუწყებელში და როგორ გავაცილე მეგობარი დიად ევროპაში 😉

Continue reading

მთელი პენსია წამართვეს, თოთხმეტივე ლარი – ბებოს ნაამბობი

ჩემი ამბავი მაშინ დაიწყო, როდესაც თბილისში შვილების სანახავად ჩამოვედი. „პაზიკები“ დადიოდნენ მაშინ. ერთმა ღვთისნიერმა ახალგაზრდამ დამინახა მოხუცი ქალი ფეხზე ვიდექი და რეზინაგადამძვრალ რკინის ბოძს ვეყრდნობოდი. მიჭირდა დგომა და ადგილი დამითმო. უკანა ოთხეულიდან კი შემრჩა სკამი, მაგრამ რას ვდარდობდი. ფეხები ცოტა ხნით მოვასვენე. ჩემს შვილიშვილებს უყვარდათ ბოლო სკამებზე ჯდომა. დანგრეულ გზებზე ავტობუსი უკანა ბორბლებს ძლიერად ურტყამდა. ასე ახტუნავებდა უკანალს და ბავშვებიც ერთობოდნენ. აბა, ატრაქციონის ფული სად ჰქონდათ ჩემს შვილებს. Continue reading

კასტროს იუბილე და პირველი გეი ქორწინება კუბაში

სიგარა, მუსიკა, ფერები, კომუნიზმი, აკრძალული ქმედებების რეკორდული რაოდენობა და რაც/ვინც მთავარია – ფიდელ კასტრო. ამ ყველაფერს ჩემთვის ერთი ქვეყანა – კუბა აერთიანებს.

არ მოვყვები გეოგრაფიული და ისტორიული, ე.წ ვიკიპედიური ცნობების მოყოლას. დაინტერესებულებმა იცით, სად მოიპოვოთ ეს ინფორმაცია. ჩემი ყურადღება დღეს სხვა რამემ მიიპყრო. ქვეყანაში, სადაც მობილური ტელეფონებით სარგებლობის საშუალება მოსახლეობას სულ რაღაც ორი წლის წინ მიეცა, სადაც ინტერნეტი (კონტროლირებადი და ნახევრადაკრძალული) ფუფუნებად ითვლება, გუშინ პირველი გეი ქორწინება შედგა. კუბელი სექუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა, იგნასიო ვესტრადამ და ვენდი ირიეპამ ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონეს. Continue reading

Facebook-ის ბნელი მხარე (Facebookდამოკიდებულნი)

«ვაიმეე, რამდენი Notification მომსვლიააა…» _ დილის ფრაზა.

არადა კომუნისტების დროს რა კარგი იყო: «Доброе утро дорогие друзья…»

მაშინ, როდესაც Facebook-მა კონტაქტებისა და ურთიერთობების შენარჩუნების მარტივი გზა შემოგვთავაზა, ჩვენი ცხოვრების «გაზიარების» საშუალება მოგვცა და საკუთარი თავის რეკლამირებისთვის დიდი აუდიტორია შემოგვიკრიბა, მეგონა ცხოვრების იდეალურ მოდელს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით. თუმცა, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ პირადად ჩემი ყოფა უფრო უკან, პიროვნებისა და საზოგადოების რიგითი წევრის დასამარებისკენ მიდიოდა. Continue reading