Archive for the ‘ რელიგია ’ Category

მე, ეკლესია, სოკრატე და კიდევ ბევრი რამ

მე ლიბერასტს მიწოდებენ…

ჩემით არ ამაყობს უფროსი და…

უფრო უფროსი შედარებით ლმობიერია…

დედას ვუყვარვარ…

მამა ინდიფერენტულია…

არ იყო ცოტა დრო, როდესაც თავს ეკლესიის წევრად მივიჩნევდი. ეკლესიაც მიმიჩნევდა შვილად და ვცხოვრობდით ასე ტკბილად და ფარისევლურად.

ქალი შემხვდა ცხოვრებაში: ჭკვიანი და სანდო.არავის უყვარდა – ჩემს გარდა. მაძალებდა წამეკითხა ყველაფერი, ყველგან და ყოველთვის. ასე შემომაჩეჩა სოკრატე – მაშინ, ჯერ კიდევ, ბავშვს.

იქ ეწერა, გონება გაქვსო – ამბების საზომი. არაფერს დაუჯერო ისე, თუ მისი განსჯის წნეხში არ გაატარეო. დავუჯერე სოკრატეს და მაშინ ამებნა გზა-კვალი.

დღეს ლიბერასტს მიწოდებენ…

უფროსმა დამ მითხრა, მრცხვენია შენიო…

უფრო უფროსმა მას უთხრა – ასე ნუ ამბობო…

დედას ვუყვარვარ…

მამა ინდიფერენტულია…

958430_10152234870456777_1106814557_o

ამბავი I

კითხვები Continue reading

საქართველო – პერსონალური კომპიუტერი by David Paul Kay

საქართველო მაგონებს პერსონალურ კომპიუტერს.

ძველია, ცუდად მუშაობს.

სისტემა პრეზიდენტია. ამ შემთხვევაში ვინდოუსი, რადგან ჭედავს.

ადრე Win2000 ანუ იგივე ედუარდ შევარდნაძე იდგა და გადავაყენეთ, ახალი ვერსია დავაყენეთ, მაგრამ ესეც ჭედავს. Continue reading

მხევალი მაიკო – ამბის დასასრული

რატომღაც ვქმნით ხოლმე ბლოგებს. ზოგმა ვორდის ბევრი დოკუმენტი ვერ იგუა კომპიუტერში, ზოგმაც – მეგობრობის დღიურები. ბევრმა თითქოსდა უამბიციოდ დაიწყო წერა, ზოგიც წინასწარ განჭვრიტა ინტერნეტვარსკვლავობისკენ მიმავალი გზა. თავიდან, ცხადია მხოლოდ ოჯახის წევრები და საუკეთესო მეგობრები გვკითხულობენ, ისიც, ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით. მერე, თუ ვინმე, საინტერესო ადამიანმა ერთხელ გადააშეარა ჩვენი პოსტი, ნელ–ნელა გვემატება და გვემატება მომხმარებლების რაოდენობა. თუმცა, მაინც გვიწევს გავაკეთოთ რაღაც ინტრიგნული, რაღაც სკანდალური, ცოტათი უფრო არა–ჩვეულებრივად შევფუთოთ ჩვენი სათქმელი, იმისათვის რომ მოვიზიდოთ აუდიტორია. აუდიტორია, რომელლის არსებობაც ჩვენი მთავარი მიზანია.

გუშინ, როდესაც მაიკო მესტუმრა, სულაც არ მიფიქრია ბლოგზე, არც საუნდქლაუდზე, არც მკითხველზე და არც ინტერნეტვარსკვლავობაზე. დიქტოფონი ჩავრთე მხოლოდ იმიტომ, რომ შემეშინდა. უბრალოდ, მისმა სიახლოვემ შემაშინა. როგოც წინა პოსტში ვთქვი, მეშინია უცხო ადამიანების – როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი…

საინტერესო სამსაათიანი საუბრის შემდეგ, როდესაც მაიკომ ჩემი სახლის კარი გაიხურა, თავში არაფერი მიტრიალებდა გარდა იმისა, რომ Continue reading

სექსი მეუფე იობის მრევლთან, დილის ხუთ საათზე

ეს არის ყველაზე ეპიკური ისტორია,
რაც კი ოდესმე გადამხდენია.
ჯერ არ დამიწყია წერა და უკვე ერთი სული მაქვს – გავიდე ბოლოში.
არაფერს ვამატებ და არაფერს ვიგონებ.
ყველაფერი, რასაც წაიკითხავთ და მოისმენთ სიმართლეა.
ღმერთო, ისინი ჩვენს შორის არიან…

ამ ბოლოს ჩემმა არეულმა გრაფიკმა ძილ–ღვიძილის პერიოდებზეც იმოქმედა. ინსომნია არ მჭირს, მაგრამ ცოტა მძინავს. ძირითადად, საღამოს საათებში. შემდეგ მეღვიძება და დილამდე ხან რას ვაკეთებ, ხან – რას.

ამჯერად, შუაღამისას გაღვიძებულს, სხვა საქმე არა მქონდა რა, თუ არა ფეისბუკზე ძრომიალი და გუშინდელი პოლიტიკური აქტივობების შემფასებელი პოსტებისა და სტატუსების კითხვა. გავერთე – რა გითხრათ. ამოვიდა ყელში ეს პარლამენტიც… მიკნუტებულის სალანძღავი კომენტარების კითხვაც და განუხრელად ერთფეროვანი ნიუსფიდის სქროლვაც. როგორც წესი, ასეთ დროს სახლის ლაგებას ვიწყებ ხოლმე. ამჯერად, სახლი ჩემივე მიერ მიწკრიალებული დამხვდა. ერთადერთი, რაც გასაკეთებელი იყო, სარეცხის გაფენაა. Continue reading

ჯვრები გავთხაროთ პიდარასტებს – წერილი ჩემს დებს

მაპატიეთ დებო! ვიცი, თქვენი მოძღვრები ყველაფერს გირჩევნიათ ამ ქვეყნად, ჩემ თავსაც კი… თქვენი ძმა, უბრალოდ, აზროვნებას არ იხშობს და გულწრფელად თანაგიგრძნობთ, რომ თქვენი ცხოვრება შავოსნების ხელში აღმოჩნდა.

დღეს რაც მოხდა ყველამ კარგად იცით… დიდხნიანი შემოქმედებითი კრიზისის შემდეგ, მმკ და სხვანი ტრიუმფალურად დაუბრუნდნენ ქართულ შოუ-ბიზნესს. Continue reading

“Sherlock Holmes 2” პრემიერა და ახალი წელი 14 სექტემბერს

საინტერესო დღე გამომივიდა.
როგორც იქნა დადგა ნანატრი 2 იანვარი და დიდ ეკრანზე Sherlock Holmes 2 ვიხილე.
ნახეთ ვიდეოში ემოციები ფილმის შემდეგ
და
ასევე
გაიცანით ჩემი ოჯახის წევრები
და
გაიგეთ
თუ რატომ უნდა აღვნიშნოთ ახალი წელი 14 სექტემბერს!!!
ფრიად საჩოთირო ამბავია
უყურეთ ვიდეოს ბოლომდე
ველოდები თქვენს კომენტარებს 😉

Continue reading

ჭეშმარიტება ადგილზე მიტანით

მივმართავ ოცდაათ ქართველ ბიჭუნას, რომლებმაც სცემეს ერთი მუსლიმანი თანასკოლელი.
მივმართავ მათ, ვინც ყიდის საკუთარ ჭეშმარიტებას, ადგილზე მიტანით.
მივმართავ მათ, ვინც უპატივცემულოდ ეპყრობა სხვის აზრსა და რწმენას.
მივმართავ ყველას, ვისაც არ ჰყოფნის ერთი სიცოცხლე და ცხოვრობს სხვათა ცხოვრებით. Continue reading