Archive for the ‘ კინო ’ Category

მე გადავწყვიტე სიკვდილი, ანუ რატომ ვიტირე ელდარ შენგელაიასთან ერთად

თუმცა ბევრი მაქვს კიდევ სასიცოცხლო – სიკვდილი დღეს გადავწყვიტე. არ ვიცი ისეთი გემრიელი იქნება თუ არა, როგორც ქათამი ქლიავით, თუმცა დარწმუნებული ვარ, ისეთი ლამაზი ნამდვილად არ იქნება, როგორც „ქათამი ქლიავით“.

Chicken With Plums
ფოტოზე დაკლიკებით იხილეთ ფილმის ტრეილერი

როდესაც გავიგე წლევანდელ BIAFF-ზე „პერსეპოლისისრეჟისორების, ვინსენტ პარონოსა და მარიან სატრაპის კიდევ ერთი ახალი ფილმი მხატვრული კინოს საკონკურსო სექციაში იყო წარმოდგენილი, მაშინვე გამიჩნდა მოლოდინი, რომ ბოლო დროის ერთ–ერთ საუკეთესო ნამუშევარს ვნახავდი. იმედები მართლდება ხშირად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საწინააღმდეგოს დაშვება, უბრალოდ, შეუძლებელია.  Continue reading

Advertisements

წყვდიადში – ოსკარის ნომინაცია და BIAFF გრან–პრი

ჩვენ ვკვდებით დღითიდღე – უაზრობაა აბების ყლაპვა. ჩვენ ვთხრით მიწას, თანაც – ცხვირით. ჩვენ ვიმალებით კანალიზაციის მილებში და ხმას ვერ ვაწვდენთ ადამიანებს, ვინც დღემდე ვირთხებს გვეძახიან. ხანდახან არც გაერთიანება გვშველის და ვერც კეთილშობილი ლიდერები ახერხებენ ყველას გადარჩენას. ჩვენ გავრბივართ ჩვენნაირებისაგან, ვცდილობთ ვიპოვოთ გზა მზისაკენ, თუმცა სიბნელეში მარტონი ვიკარგებით, თანაც ისე, რომ გადარჩენის შანსსაც აღარ ვუტოვებთ საკუთარ თავს. ალბათ, ვნანობთ შემდეგ. ან – არც. თუმცა, ვიხოცებით ისე, როგორც ძაღლები მიუსაფარნი და აუცრელნი. გამუდმებით ვცდილობთ მოვისყიდოთ, თავი შევაცოდოთ, ინტრიგა ჩავხლართოთ, ყველა გავწიროთ თავის გადასარჩენად, მაგრამ არაფერი გვშველის. მხოლოდ ერთეულები თუ გადავრჩებით ისიც თხემით ტერფამდე ფეკალიებში ამოვლებულნი, თანაც კარგად – ბებოს ჩურჩხელასავით. შემდეგ ვეღარავის ვუმტკიცებთ, რომ ყვავილები ვართ, ჩვენ ხომ აღარ აგვდის საამური სურნელი, როგორც ახლადდაბადებულებს. გავურბივართ სიბნელეს და სხივები თვალს გვჭრის. იქნებ ღირდა კიდეც ბოლომდე დავრჩენილიყავით წყვდიადში…

In Darkness

ბათუმის საავტორო კინოს მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალზე (BIAFF) უკვე ოთხი დღეა რაც ვარ. Continue reading

BIAFF, ხავერდოვანი ბათუმი და ჩემი ქალი, რომელიც არასოდეს დამტოვებს

ბათუმი ყოველთვის ახერხებს ჩემს გახარებას – არც ამჯერად მიმტყუნებს იმედებს.

უკვე სამი დღეა აქ ვარ. მიზანი ერთია, დიდი და ნათელი, რამდენიმე დღით მაინც დავისვენო დამღლელი თბილისური ზაფხულისაგან, განვიტვირთო კარგი კინოს ყურებით და გავერთო ახალ ადამიანებთან ერთად, რომლებიც, ეჭვი მაქვს, ყველაზე მრავალფეროვანი „სექტაა“ საქართველოში. ბლოგერები უკვე დიდი ხანია დაეხეტებიან ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ივენთების გასაშუქებლად. ხან – მიწვევით, ხან – საკუთარი ინიციატივით. თუმცა მე, მხოლოდ რამოდენიმე მსგავს შეკრებაზე თუ აღმოვჩენილვარ და მათგან ყველაზე დასამახსოვრებელი ეს ერთი კვირა შეიძლება იყოს. ფაქტია – პირველი დღეები მაძლევს ამ ვარაუდის გამხელის მიზეზს.

BIAFF – ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელიც უკვე მეშვიდედ ტარდება. Continue reading

მაგარი ლოხები ვართ და ტეხავს

აუ, მაგრად ტეხავს რაა…
ვიღაც სლე გოგოების ვიდეოებს და არაფრისმომცემ მასალას რომ აქვს ინტერნეტში უსაზღვრო რეიტინგი და მართლა ნამუშევარს და საინტერესო რაღაცებს მხოლოდ 3 კაცი რომ უყურებს.

ეს ყველამ უნდა ნახოთ.
პირველი არხის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების სერია ”გააგრძელე საქართველოს ისტორია” Continue reading

“Sherlock Holmes 2” პრემიერა და ახალი წელი 14 სექტემბერს

საინტერესო დღე გამომივიდა.
როგორც იქნა დადგა ნანატრი 2 იანვარი და დიდ ეკრანზე Sherlock Holmes 2 ვიხილე.
ნახეთ ვიდეოში ემოციები ფილმის შემდეგ
და
ასევე
გაიცანით ჩემი ოჯახის წევრები
და
გაიგეთ
თუ რატომ უნდა აღვნიშნოთ ახალი წელი 14 სექტემბერს!!!
ფრიად საჩოთირო ამბავია
უყურეთ ვიდეოს ბოლომდე
ველოდები თქვენს კომენტარებს 😉

Continue reading