ჩარკვიანი განაგრძობს ქართული მძღნერის სააშკრაოზე გამოტანას

ის ის იყო ლევან მასპინძელაშვილის ნომერი გარდამტეხ ფაზაში უნდა შესულიყო, მისმა გულშემატკივრებმა ვიოლინოს ნაზი სოლო გაშლეგებული სკანდირებით გადაფარეს. მაშინ მოვწყდი მუსიკას და დავუბრუნდი ქართულ რეალობას, რომელიც არცთუ ტკბილია ჩემთვის.

ირაკლი ჩარკვიანი რომ დიდი საჩუქარი იყო ქართველი ხალხისათვის ამაზე ალბათ ვერასოდეს დამთანხმდებიან. თუმცა, იმას კი აღიარებენ, რომ მისი კომპოზიციების ბოლომდე მოსმენის შემთხვევაში გულგრილნი ვერ რჩებიან. ნარკომანიო ამბობდნენ… სახლიდან გაქცეული რეციდივისტიო… გიჟსაც უწოდებდნენ – ხშირად! ბანალურია იმაზე საუბარი, რომ ირაკლის მაშინ ვუსმენდი, როცა სხვები არ აფასებდნენ და ა.შ. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება: ის ჩემთვის არა მხოლოდ გენიალური მუსიკოსი, არამედ დიდი საზოგადოებრივი მოღვაწეც იყო. ეს ბოლო ფრაზაც ბანალურია. სკოლის მოსწავლის თემიდან ამოგლეჯილ ციტატას გავს. უბრალოდ, სხვა ვერაფერი გამოხატავს ჩემს მისდამი დამოკიდებულებას.

“მოდი წავიდეთ, ჩქარა წავიდეთ
მე გიტარაზე დაკვრას დავიწყებ
ეს სიყვარული არც იქ ყოფილა ძნელი…”

დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართველი ერი არ არის ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედების ღირსი.

“საქართველოს ვარსკვლავის” კონცერტზე პუნქტუალურად გამოვცხადდი და დავიკავე ჩემი ადგილი. არადა არ დაადგა საშველი მაყურებლის დალაგებას და მგონი პირველმა კონკურსანტმა ისე დაასრულა სიმღერა, რომ დარბაზში ჯერ კიდევ წიოკი მიმდინარეობდა ადგილების გადანაწილების თაობაზე. “ჩემს ადგილას სხვა იჯდა და არ ავაყენე”, “ეგ რა ჩემი პრობლემაა, ადექი ძმაო დროზე”, “აუ, აქედან ვერაფერს ვხედავ, წამო, სანამ მოსულან იმ სკემებზე დავჯდეთ”, “რა მოხდა, 5 წუთი დავაგვიანე, შემიშვი რაა…” ასეთი ფრაზები იმაზე ხშირად მეორდებოდა ვიდრე კონკურსანტების მხარდასაჭერი ნომრები.

ქეთათო ჩამოვიდა სცენიდან თავისი ადგილის დასაკავებლად. მოკლე კაბა ეცვა და მხრებიც მოშიშვლებული ჰქონდა. ესთეტიური იყო, ვერაფერს ვიტყვი… მაგრამ, ესთეტიკის აღქმის არმქონე ანჟელასთან დავაჟკაცებული ბიჭების ყმუილი მაინც გამოიწვია.

კონცერტი კარგად დაიწყო და ნართანიანით მოსაუბრე გარაჭველებული მემანიშვილის ძალად ემოციურ გამოსვლას თუ არ ჩავთვლით, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა. ადამიანმა, როდესაც იცი მუსიკის შექმნა, უნდა ქმნა და რთულ ქვეწყობილ წინადადებებს უნდა მოერიდო, ჩემი აზრით. ორკესტრის ფანტასტიური შესრულება და პირველი ორი კონკურსანტი გოგონას (გვანცა ჯაფარიძე და მარიკო ლეჟავა) ნომერი იმის საწინდარი გახდა, რომ ველოდი ზღვა ემოციას და ბოლო პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკალურ საღამოს. ზემოთ ნახსენებ კომპოზიტორს ყველაფერი ჰქონდა გაკეთებული იმისათვის, რომ ჩემი მოლოდინი გამართლებულიყო. თითოეული ნომერი კარგად გააზრებული და შთამბეჭდავი ეფექტისათვის იყო განწირული. ყურში კარგად გამჯდარი სიმღერების ასეთი, რადიკალურად განსხვავებული და სასიამოვნო ვერსიები არასოდეს მქონდა მოსმენილი და ეჭვი მაქვს, კიდევ დიდხანს ვეღარ მოვისმენ.

რეკლამის შემდეგ ნუკას უნდა ემღერა – გვალიას. ეჭვი არავის გვეპარება მის ტალანტსა და გენებში. ისიც ყველამ კარგად ვიცით, რომ უყვარს გაკივლება – გამოკივლება, ხმის მთლიანი გამოყენება და მისთვის არსებობს სიმღერის მნიშვნელოვანი და არც ისე ეპიზოდები. ამ შთაბეჭდილებიდან გამომდინარე, ველოდი საშუალო დონის ნომერს. მაგრამ…

ეს იყო სრული კრახი!

ნუთუ არ მობეზრდათ მომღერლებს მაია ჯაბუობა, ეკა კვალიაშვილობა, ნუკრი კაპანაძეობა და ა.შ.?! მითუმეტეს ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის შესრულების დროს… მითუმეტეს ასეთი საოცარი ვერსიის შესრულების დროს… მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჟიურის წევრი საქართველოს ალბათ ყველაზე ექსპრესიული და ექსტრავაგანტული მომღერალი, ქეთათოა… ჟიურის სხვა წევრებს ისევ მოვუბრუნდები, მაგრამ ნუკა იყო აბსოლუტურად შეუსაბამო ვიზუალით მისთვის შერჩეულ სიმღერასთან, ამ სიმღერის გადაწყვეტასთან და მთლიანად, კონცერტის მუხტთან. თუ თავს დავანებებთ იმ საშინელ რაღაცას, რაც ტანთ ემოსა, მისი ქცევა, მანერები, ინდიფერენტულობა და მხოლოდ ვოკალის ხარჯზე ნომრის “გაპრავება” იმის მიზეზი გახდა, რომ ტაშის უღიმღამოდ დაკვრის სურვილიც კი არ გამიჩნდა.

ნუკას ლევანი მოყვა, მასპინძელაშვილი. სიმღერაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან მთლიანი ყურადღება იმაზე გადავიტანე, თუ სად ვცხოვრობ, რატომ ვცხოვრობ და როდის წავალ აქედან. გიტარაზე დაკვრას ვერ დავიწყებ, მაგრამ ეს სიყვარული არც იქაა ძნელი. როდესაც “გულშემატკივრის” ღრიალმა ნომერი შუაზე გაწყვიტა ბევრი კითხვა გამიჩნდა… აი, მაგალითად:

1. რატომ არსებობენ ასეთი ყლეები?!…
2. სად იზრდებიან ასეთი ყლეები?!…
3. მორჩება თუ არა ოდესმე ასეთი ყლეობები?!…
4. ყლეები რომ არიან გავიგეთ, რაღას ყვირიან?!…
5. ამ ყლეობით რის მიღწევას ცდილობენ?!…
6. ამ ყლეებს გონიათ, რომ კარგს აკეთებენ ლევანისთვის?!…

და ა.შ.

სურვილი მქონდა ჟიურის წევრი ვყოფილიყავი იმ წამს და ეს კითხვები პირდაპირ ეთერში, მოურიდებლად დამესვა. დავსვამდი ალბათ კიდეც, მაგრამ არ ვარ ჟიურის წევრი და მხოლოდ ბლოგზე პოსტვით შემოვიფარგლები. აქ დამაკლდა მარინა ბერიძე. ზუტად ვიცი რასაც იტყოდა და როგორც იტყოდა. მომენატრა მარინა…

წესით ნინას უნდა დაეხურა კონცერტი. შუაგულში გადმოუტანიათ მისი ნომერი. ცხადია არ გამიკვირდა, რომ, ბადურაშვილიანთ ქალის არ იყოს, ნამდვილი ფეიერვერკი იყო მისი გამოსვლა, მაგრამ არ დავიწყებ ამაზე საუბარს. ჩანაწერშიც ვნახე მისი გამოსვლა და ეფექტი გაცილებით დაბალი აღმოჩნდა. ამ თემაზე კამათი მხოლოდ მასთან შემიძლია, ვინც დღეს დარბაზში იჯდა. ერთს კი ვიტყვი, რომ ნინა სუბლატი ბოლო დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენაა ქართულ სცენაზე და, ზუსტად ვიცი, რომ მალე დაუპატარავდება ეს აუდიტორია და წავა აქედან, ჩქარა წავა აქედან. იქ გიტარაზე დაკვრით დაწყება არ დასჭირდება. მას დააფასებენ.

არსად წასვლა სჭირდება ირაკლი ფუტკარაძეს. ამდენი ხნის განმავლობაში კონკურსის ლიდერად ყოფნა ისე გაუტკბა, რომ აუთსაიდერად დასახელების დროს, მგონი ვერ მიხვდა რატომ ხდებოდა ეს. დარბაზიდანაც კი დავინახე, რომ ანერვიულდა და ხელები დაიკაპიწა. არადა, მანამდე მთელი სული, გული და ემოცია ჩადო თავის გამოსვლაში. ვაპროტესტებდი ხოლმე მხოლოდ იმას, რომ ის, ნიშა, რომელიც მან მყარად დაიკავა, არ მობეზრებია ქართველი მაყურებლის ერთფეროვან უმრავლესობას. კარგია, რომ დღეს ირაკლი აუთსაიდერებში იყო. ესეიგი, კიდევ არსებობს იმედი.

სანამ კონცერტის ფინალის შეფასებაზე გადავალ, უეჭველად უნდა ვთქვა ჟიურის წევრებზე. ზაზა საყვარელია და უცნაურ რაღაცებს ლაპარაკობს. განსაკუთრებით მაშინ საყვარლდება ხოლმე, როდესაც ინგლისურ ტერმინებს ამბობს საოცარი გამოთქმით. ნინოს ინტელექტი და ინტერპრეტაციის უნარი ლანჩს ქვემოთ აქვს. ვერ მივხვდი კომენტარებს ფურცელზე თავად წერს თუ პროდიუსერები უწერენ, მაგრამ ტექსტს რომ კითხულობს შეფასების დროს, ეს მხოლოდ მე არ შემინიშნავს. “მადლობა” და “გილოცავ” ახალი ტერმინებია, როგორც ჩანს კომენტირებისას. ჟიურის სხვა წევრების ტექსტის გამეორება უკვე მოძვლებულია და ყურსაც აღარ ჭრის, ეტყობა. ქეთათო, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეს იყო ამცდარი. ასეთი ზუსტი და ადეკვატური შეფასებები, დიდი ხანია აღარ მსმენია. თანაც, ეტყობოდა, რომ დღეს განსაკუთრებულ სიამაყეს განიცდიდა და თავს იკავებდა კრიტიკისაგან. რიგითი ჟიურის წევრი რომ ყოფილიყო, მჯერა მხოლოდ ის იქნებოდა საკმარისი შოუს დასადგმელად. გელა ჩასახუტებელი კაცია.

“ორღანი 78”-ს მშვენიერი ვერსია შეუქმნია ნიკოლოზ რაჭველს. მშვიდად იწყებოდა და მაყურებლის სიამოვნებაზე იყო გათვლილი, ალბათ. მაგრამ აბა მაყურებელი? მასპინძელაშვილის ფანების ტრიუკი, ოღონდ კიდევ უფრო უზრდელურად და ყლეურად (სიმბოლური სიტყვებია) გამოიყენეს ლუკას გულშემატკივრებმა. საბოლოო შედეგს მიაღწიეს. ერთ-ერთი ყველაზე განათლებული და ინტელექტუალურად განვითარებული ადამიანი, ვინც კი ოდესმე შემხვედრია, ისე შეარცხვინეს და დააბნიეს, რომ სიტყვა სიტყვას ვეღარ მიაბა.

ასე იყო თუ ისე, დამთავრდა დღევანდელი დღეც.

მორალი:
1. უნდა აკეთო ის, რაც იცი. (ნიკოლოზ რაჭველი)
2. არ უნდა გააკეთებინო ადამიანებს ის, რაც არ იცის. (დიზაინერი ტატიანა, ნინი ბადურაშვილი)
3. არ უნდა იყო ყლე. (ლევან მასპინძელაშვილის და ლუკა მეტრეველის გულშემატკივრები)
4. არ უნდა გეგონოს, რომ უბრძოლველად გაიმარჯვებ. (ნუკა გვალია)
5. უნდა გაახილო თვალები და გამრავალფეროვანდე (ქართველი მაყურებელი)
6. უნდა გაექცე კლიშეებს და იყო თავისუფალი. (ნინა სუბლატი, მარიკო ლეჟავა, გვანცა ჯაფარიძე)
7. უნდა წახვიდე, ჩქარა წახვიდე და გიტარაზე დაკვრაც შეძლო იქნებ. (მე)

  1. ჩვენ სხვადასხვა რამეზე ვსაუბრობთ. ის რაც ჩვენ მოვისმინეთ ნამდვილად არ იყო კირიე ელეისონ. მაგდენს მაინც მივხვდებოდი. კირიე ელეისონ, შენ რომელსაც გულისხმობ, იყო მანამდე. მე მაგას გადავაზუსტებ და გეტყვით. ეგ სვიმოსნს ეცოდინება. გავარკვევ და გეტყვით.

    • mkitxveli
    • May 30th, 2013

    ყველაფერი მართალია თითქმის,ჟიურის ნამდვილად აკლია მარინა, ოღონდ არა “ხმალი ავლესოთ”-ზე გაგიჟებული მარინა. “გელა ჩასახუტებელი კაცია” -ზე გამეცინა, აი აქ უკვე შენ თავად დაგემართა ყლეობა, ვერ მოგივიდა კაი ამბავი, ჩაგესვარა “ტიპობაში” ამ ერთი ფრაზით.. ორიგინალობას რო ცდილობ, ინტელექტიც დაუმატე, ოღონდ გემოვნებით და უფრო კარგი წასაკითხი იქნება შენი ბლოგები…

    • თაკო
    • May 30th, 2013

    თაკო :
    ნუკასგან მეტს ელოდა ყველა…ინდეფერენტული იყო, გეგონება ძალით მღეროდა…არადა ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერა შეურჩიეს და შეეძლო ძალიან მაგარი ყოფილიყო … მგონი, არ უყვარდა ჩარკვიანი და არც მისი სიმღერები, ამიტომ იყო, ალბათ, უემოციო,ცივი … არადა უძლიერესი ვოკალი აქვს
    პოსტი ძალიან მაგარია!

  2. კომენტარებმა დამშოკა რა. რამდენი აგრესია აქვს ამ ხალხს.. ავტორ, უცენზურო კომენტარებს რატომ არ შლი?.. მართლა ვერ ხვდები..
    ახლა რაც შეეხება პოსტს, თითქმის ჩემი აზრის ათიანში გაარტყი, ნუკას მართლა აკლია ემოცია და ზომბივით იმღერა.
    სხვა მხრივ ეს იყო ძალიან მაგარი კონცერტი ძალიან უზრდელი მაყურებლით.

    • კომენტარები გამოხატავს საზოგადოების აზრს. აზრი კი ინტელექტს უსვამს ხაზს. თუკი საზოგადოება არის უცენზურო, ესეიგი მსგავს კომენტარებსაც აქვს არსებობის უფლება. თანაც არც ჩემი პოსტი გამოირჩევა დიდი რაფინირებულობით🙂

  3. აი ის რასაც ვფიქრობდი.ყველაფერი უზუსტესად არის დანახული და შეფასებული.ავტორს ბრავო !!!

    • Casanova
    • May 30th, 2013

    ავტორო, არც შენზე ვარ გაბოროტებული და არც არავიზე ამ ქალაქში, მაგრამ რადგან კონკრეტული ადამიანების განსჯაზე მიდგა საქმე, მოდი შენზეც ვთქვათ ორი სიტყვა: 1.ადამიანი რომელიც საკუთარ თავს სხვაზე პროგრესირებულად თვლის გლობალურ მხედველობაში საკუთარი საზოგადოების სხვა წევრების მიმართ, თავად არის როგორც თქვენ იტყოდით “ყლე”. 2.ადამიანი რომელიც თავის პოზიციას მხოლოდ ერთ კონკრეტულ “გამოქვაბულში” გამოხატავს, ხოლო იქიდან გამოსვლის შემდეგ არათუ იქ ნათქვამი სიტყვები მიაქვს უკან, არამედ საერთოდ ამ გამოქვაბულში ყოფნას უარყოფს, მაქსიმუმ 1%-ით არის დარქმუნებული თავის ნათქვამში. 3.თქვენ ვერასდროს ვერ ახსნით სიტყვა “ყლე”ს მითუმეტეს სხვის მიმართ ნათქვამს, მაგრამ ყოველთვის როდესაც “ის” მოგენატრებათ, დაინახავთ სარკეში. რაც შეეხება ნუკა გვალიას შესრულებულ(!) სიმღერას, იყო უძლიერესი და უზუსტესი როგორც ვოკალურად(ამით ნუკა გვანებივრებს), ასევე ემოციური კომპოზიციურობის მხრივ(ავტორო! ჩანაწერს უყურე, კარგად დააკვირდი ყოველი სიტყვის შესაბამის ემოციებს ნუკას მხრიდან და ამის შემდეგ იმსჯელე შენი აზრით ადეკვატურ ემოციებს მოკლებულობის შესახებ) და ასევე მინდა ჩემი პირადი დამოკიდებულება გამოვხატო ამ შესრულების მიმართ: ნუკა გვალიას ვერსიას ბევრად მეტჯერ მოვუსმინე ამ სამიოდ დღეში, ვიდრე თავად ირაკლი ჩარკვიანის შესრულებას. P.S. მეცინება მარა “ქალაქი” მოითხოვს რომ ვთქვა, არც ნუკა გვალიასთან მაკავშირებს რაიმე სახის ახლობლობა ან ნაცნობობა და არც რომელიმე სხვა კონკურსანტთან

  4. Dzalian didi madloba! boghmit vivsebodi da davdiodi ase, daboghmili, im azrit, rom albat aravis esmis, veravin gaigebs, aravin dametanxmeba-metki, ra azri akvs-metki. yvelaferi rasac vfikrob ase ertad tavmoyrili da ase chamoyalibebuli – arasodes momismenia

  5. მე მართალი გითხრა, დღემდე ვერ გავიგე რატომ არსებობს ეს გადაცემა. რა უბედურებაა, ერთიდაიგივე სიმღერების გადამღერება ვიღაც ახალბედების მიერ. თანაც ისე, რომ ახალი სიმღერაც არ იქმნება და საერთოდ, მაყურებინებენ ვიღაცეების სიმღერის გაკვეთილებს. მე საერთოდ, მაყურებლის მიკვირს რატომ უყურებენ ასეთ გადაცემას. თუმცა, ეს ჩემი აზრია და შეიძლება ყველა არ დამეთანხმოს

    • your worst dream
    • May 29th, 2013

    avtor magari kle rom xar icodi tu exla chemgan igeb am infos?? bogmiani ragacnairi cxovrebis utkamyofilo vitom geniosa kleoba xar

    • Temuri
    • May 29th, 2013

    ლიკა რა მოხდა. რამ გაგაბოროტა?

      • David….
      • May 29th, 2013

      რატომ არსებობენ ასეთი ყლეები?!…
      ესეთი ყლეები ყველგან არსებობენ …
      2. სად იზრდებიან ასეთი ყლეები?!…
      ყველგან…
      3. მორჩება თუ არა ოდესმე ასეთი ყლეობები?!…
      არასოდეს….
      4. ყლეები რომ არიან გავიგეთ, რაღას ყვირიან?!…
      იმიტომ რომ ყლეები არიან….
      5. ამ ყლეობით რის მიღწევას ცდილობენ?!…
      თავიანთი ყლეობის გამოვლინებას…
      6. ამ ყლეებს გონიათ, რომ კარგს აკეთებენ ლევანისთვის?!…
      და ბოლოს შენც და ლევანიც მაგარი ყლეები ხართ ორივე …
      შენნაირები არიან ზუსტად რომ მხოლოდ ლაპარაკობენ ,იმის მაგივრად რომ პრობლემას წინ აღუდგეთ ლაჩრებივით გარბიხართ …..

    • mila
    • May 28th, 2013

    levani yvelaze sayvareli da nichieri adamiania. chemi azrit imsaxurebs gamarjvebas. amrtalia naklebi gulshematkivari yavs magarm udavo pavoritia. qartvelebis ar mesmis raa, gavardeba vinmes saxeli aitaceben da vsoo🙂 ai putkaradze martla kargad mgeris, amgram [piradad saertod ar momwons, ar aqvs saintereso tembri, pirikit, mqancavs misi mosmena🙂

  6. ავტორი ვერ არის აშკარად!

  7. ირაკლი ჩარკვიანს რომ კაცი მოუსმენს და მერე მისი ტური იქნება ვაი თქვენს პატრონს

    • nita
    • May 28th, 2013

    getanxmebi saertod kvelafershi:) da ubralod ragac mainteresebs:irakli putkaradzes rom xma akvs amashi ori azri ar aris,magram arvici rato ixibleba es xalxi am bichit ase? sheidzleba me mechveneba,magram ragacnairi isteriuli xma akvs. nebismier konkursants bevrad upro kargi mosasmeni xma akvs, tan arc scenaze dgas maindamainc kagad arvici ra

    • ამ ხალხს არაფერი ეშველება, პაპუასები და ბანანის ქვეყანა ვართ
    • May 28th, 2013

    კარგით ხალხო, ერთმანეთის პატივისცემა სულ დაკარგეთ? ყველას ერთი აზრი ვერ ექნება და პირველ რიგშ მოსმენა და შემდეგ განსჯა. არც ტელეეთერი მინახავს ამ პროექტის, მითუმეტეს ბოლო, მაგრამ რაც ხდება და რაც ავტორმა გადმოსცა მართლაც რომ ყურადსაღებია….გამოფხიზლდით და დაიხვეწეთ…

    • Corra
    • May 28th, 2013

    Ai mgoni shenzea leqsi- “…ramdeni tsera da maints ra klea…”. Enjoy!

    • anka
    • May 28th, 2013

    ვერც ნინა სუბლატი იპოვის ადგილს, ძალიან ყალბია, მოუგონეს შოუს დამდგმელობა და დგამს, მთელი ცხოვრება ესე დგამდა და ეხლაც არ გაუჭირდება, ნიკოლოზმა ჩაატარა კონცერტი მხოლოდ

  8. ყოჩაღ, თითქმის ყველაფერში გეთანხმები
    ძალიან ზუსტი აქცენტებია

    დავას აზრი არ აქვს, მაინც ვერაფერს გაიგებენ, ამიტომ ყურადღებას ნუ მიაქცევ🙂

    • EKA KVALIASHVILI
    • May 28th, 2013

    shen chemo kargo, saqartveloshi cxovroob? tbiliseli xar? saertod qalaqis, tbilisis, 80-90 wlebis azerze xar? musikis kritikosad, rom mogvevline, saertod azrze xar am speros? memgoni sen yvelaze kargad, 1 sityva gamogdis, mtel am abda ubdashi,ყლეობა!!!da nu dagaviwydeba , rom am sityvis mnishvnelobis shemadgeneli nawili shenc xar!!! pativiscemit, eka kvaliashvili (romelic, shen caroidgine, ar mobezrda intelekual, jer kidev sabednierod shemorchenil xalxs saqartveloshi)

    • ეკა, შენს გულშემატკივრად მეც ვრჩები და დავრჩები ალბათ ბოლომდე. მესმის, რამაც იმოქმედა შენზე და დედის სუბიექტური გადმოსახედიდან, გეთანხმები კიდეც. რაც შეეხება “ყლეობას” ეს სიტყვა იმ გაუზრდელი მაყურებლის მიმართ გამოვიყენე, ვინც ორი ნომერი ფაქტობრივად ჩააგდო. დარწმუნებული ვარ, არც შენ გესიამოვნებოდა სიმღერის ყველაზე ემოციურ მომენტში პარტერიდან ვინმეს “ეკა”ს სკანდირება რომ დაეწყო. ნუკას კეთილ რჩევად გადაეცით, რომ მის არანორმალურად ძლიერ ვოკალს ვიზუალური, ემოციური გამოხატვის დამატებაც სჭირდება. ეცადოს უფრო მეტად აჰყვეს ემოციას. ეს შოუ ტელევიზორში გადის და არა რადიოში. აქვე ვიტყვი, რომ ეკა კვალიაშვილი არასოდეს მობეზრდება მის მსმენელს, მაგრამ “ეკა კვალიაშვილობა” აბსოლუტურად სხვა ცნებაა. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ პატივისცემას. იმედია, ყველაფერი სწორად გაიგეთ🙂

      • მუსიკალური შეფასებები გასაგებია,მაგრამ საკუთარო ქართველობით დარცხვენა და ა.შ ერთობ უადგილოა და ერთგვარად დაშტამპული ფრაზები გამოგივიდა ….იმედია, არ გეწყინება კრიტიკა

    • ავტორი რომ სოფლელი და უნიჭოა აშკარად ჩანს. გენაცვალე ეკა :*

    • shen tu martla eka xar eskomentari sachiroc ar iyo.

  9. ბევრ რამეში გეთანხმები, რაღაცებში – არა. აი, მე რას ვფიქრობ.
    1. ჩაკრვიანის მუსიკის კოპირება არის დაუშვებელი, შეუძლებელი და უაზრობა. ის ტკივილი, ის ემოცია და ის განცდა, რასაც ავტორი დებს ნაწარმოების შესრულებისას, არის ყოველთვის უფრო მაღალი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ინტერპრეტაცია და ასე იქნება ყოველთვის.
    2. როცა მუსიკა გაძლევს ამდენნაირი ინტერპრეტაციის საშუალებას, ეს უკვე ნიშნავს, რომ ის დიდი მუსიკაა. მიკვირს, გული რატომ წყდებათ, რომ “იმას” არ ჰგავს, ნაცვლად იმისა, რომ უხაროდეთ, ასეთ დიდ მუსიკაში ამდენი ასპექტი რომ მოიძებნა.
    3. ვინც ჩარკვიანის ტურში ჩარკვიანის გაგონებას ელოდა, მათ არ უყვართ მრავალფეროვნება.
    4. სხვა საკითხია, რამდენად გაართვეს თავი კონკურსანტებმა: ვოკალურად ყველას შესრულება იყო ძალიან კარგი, რადგან ყველა სიმღერა მათი ხმის რეგისტრს და თავისებურებას მოარგეს. სხვა საქმეა, რამდენად მზად იყო ზოგიერთი კონკურსანტი, ემოციურად დაეძლია მუსიკა და ტექსტი და ვერც გაამტყუნებ. მაგრამ ეს ნაწილობრივ წლებს მოაქვს, ნაწილობრივ გამოცდილებას (ვგულისხმობ სხვადასხვა სახის ტკივილს, რასაც ჩარკვიანი აწყდებოდა საქართველოსა და თვითონ ქართველ ხალხში) და ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, ნიჭს. ამ უკანასკნელის გათვალისწინებით ლუკა ზაქარიაძეზე მაგარი ინტერპრეტაცია ჯერ არ შექმნილა, რადგან თვითონ ეს ადამიანია დაბადებული ასეთად.
    აქედან რომ განვაზოგადოთ, თუ გინდა, ჩარკვიანი ძალიან მაგრად იმღერო, უნდა დაიბადო ასეთად. ამას ვერ ისწავლი. საბოლოო ჯამში ყველაფერი იყო ძალიან კარგი მოსასმენი, მრავალფეროვანი და, რაც მთავარია, გემოვნებიანი!
    პ.ს. პოსტის სათაურს რესპექტ და რესპექტ!🙂

    • ცალკე პოსტად გაგეშანშალებინა ა? :))

      • გაგაპიარე, რა გინდა :))

        • თაკო
        • May 30th, 2013

        ნუკასგან მეტს ელოდა ყველა…ინდეფერენტული იყო, გეგონება ძალით მღეროდა…არადა ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერა შეურჩიეს და შეეძლო ძალიან მაგარი ყოფილიყო … მგონი, არ უყვარდა ჩარკვიანი და არც მისი სიმღერები, ამიტომ იყო, ალბათ, უემოციო,ცივი … არადა უძლიერესი ვიკალი აქვს😦

        პოსტი ძალიან მაგარია!🙂

    • natia
    • May 28th, 2013

    aranormalurad dudtad cer shen chemo kargo da ise amdeni agresia saidan???? tu ar ginda qartveloba da saqartveloshi cxovreba vin gakavebs? aq amden ceras, vizaze imushave jobs :)))) ketili survilebit, amdeni unichos ver atanit gagizianebuli deida natia :))))

    • ერთს ვერ მივხვდი მხოლოდ, dudtad რას ნიშნავს?🙂

        • natia
        • May 28th, 2013

        nu… mtavari azri ucvlelia kovel shemtxvevashi🙂 cvrilmanebs nu gamoekidebi. darcmunebuli var mixvdebodi chkviani bichi chanxar :)))

    • natia, ar shemidzlia ar gamovexmauro shens komentars. scored imitom cers am yvelafers, rom sakartveloshi cxovreba unda, oghond uketes sakartveloshi. sasurvelia yvela cdilobdes gamoaashkaraos is, rac samarcxvinoa, yovel dghe ukan-ukan rom mivdivart, mogvcons?

    • მარი
    • May 28th, 2013

    მადლობა ღმერთს -_- ერთი ნორმალურად მოაზროვნე.
    სულ არ შეწუხებულიყვნენ ამ მასკარადზე ჯობდა. მე თუ მკითხავ.
    ოღონდ ერთი შესწორება-ქეთათო მაგარი სირია

  10. ისევ შენთვის ჯღაბნო ჯობია🙂

  11. ტრაკში ბუმბულების გარჭობით ფარშევანგი ვერავინ ვერ გახდება.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: