ჩარეცხეთ უნიტაზები! – ჩემი სიტყვა „სპიკერისათვის“

გუშინ „სპიკერის“ ქასთინგს დავესწარი. კარგები არიან ბავშვები. პირველი არხის მიერ „ბი–ბი–სის“ ამ გადმოქართულებულ პროექტს მართლაც რომ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ადამიანი მოაწყდა. შარშანდელისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, თითოეულ მონაწილეს კარგად ჰქონდა გააზრებული რა უნდა ეთქვა ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე. სასაუბრო თემების მრავალფეროვნებაც შეიმჩნეოდა. ბავშვებს მართლაც აწუხებთ ბევრი ისეთი აქტუალური პრობლემა, როგორიცაა: „საზოგადოების დამოკიდებულება მოხუცებთან“, „მზრუნველობას მოკლებული ბავშვების ბედი“, „ინდივიდისა და საზოგადოების ჭიდილი“, „დროის სწორად გადანაწილება“, „განათლების დონე“, „ენა, მამული და სარწმუნოება“ და ა.შ. ისინი ჩემთან შედარებით პატარები არიან. ყველაზე პატარა ცამეტი, ხოლო ყველაზე უფროსი კონკურსანტი ჩვიდმეტი წლიაა. არ არის დიდი დრო გასული, მას შემდეგ რაც თინეიჯერად მოვიაზრებოდი. მაშინ მეც მაინტერესებდა საჭირბოროტო და ზოგადსაკაცობრიო საკითხები. მეგონა, რომ გლობალური პრობლემებისათვის მარტივი გადაწყვეტა შეიძლებოდა მომეძებნა. თუმცა გავიდა დრო და აღმოჩნდა – სულაც არ არის ასე.

როგორც წესი ვფიქრობთ, რომ პრობლემები არსებობს და მათი გადაჭრის გზებს ვეძებთ. თუმცა, იშვიათად თუ დავუკვირდებით პრობლემის საფუძველს. არადა, მერწმუნეთ, თუ ექიმმა დაავადების წარმომქმნელი მიზეზი იცის, მისი განკურნება ბევრად უადვილდება ხოლმე. ასეა საზოგადოებრივი პრობლემებიც. ჰოდა, დავფიქრდი გუშინ, ამდენი აქტუალური თემა გვაქვს ქვეყანაში. ჩვენ ვდგავართ (ან ვსხედვართ/ვწევართ/მხართეძოზე ვართ წამოგორებულნი) და ვსაუბრობთ მათზე. პრობლემების არსებობა, კი დღეს ისევ ისე ნათელია, როგორც გუშინ. გამოვდივართ და ვამბობთ, რომ მოხუცებს ტრანსპორტში ადგილი უნდა დავუთმოთ, რომ უსახლკარო ბავშვებს უნდა დავეხმაროთ, რომ არ უნდა დავხოცოთ მაწანწალა ცხოველები, რომ ბევრი უნდა ვიკითხოთ და გავიზარდოთ ოჯახისა და ქვეყნის სასახელოდ განათლებული და წარმატებული ადამიანები. ჩვენ ვლაპარაკობთ და არ ვჩუმდებით, სადაც კი ამის საშუალება გვაქვს. ჩვენ გვყავს აუდიტორია, მსმენელი / მკითხველი / მაყურებელი… თუმცა ვსაუბრობთ მაინც იმაზე, რაც ყველამ კარგად იცის და რაზეც სხვების დასანახად თუ დაუფიქრებლად, ყველა დაგვეთანხმება. ჰოდა ვიფიქრე გუშინ. მე რომ 17 წლამდე მოზარდი ვიყო და იგივე გამოცდილება მქონდეს, რაც ახლა მაქვს, ვილაპარაკებდი თუ არა თემაზე, რომელზეც აუდიტორია თავს დამიქნევდა, ტაშს დამიკრავდა… შემდეგ მოხიბლული ჟიური მომდევნო ტურებში ხელში ატატებული გადამიყვანდა და საქართველოს ახალგაზრდა სპიკერის წოდებას მომანიჭებდა?! ვფიქრობ – არა. მე ვილაპარაკებდი ზუსტად ერთ წუთს იმაზე, რაც მგონია, რომ მნიშვნელოვანია და სულაც არ ვიღელვებდი გადავიდოდი თუ არა შემდეგ ტურში. ჰოდა, მოკლედ: ჩემი სიტყვა „სპიკერისათვის“.

 

„პირველად, როცა ამ პრობლემაზე დავფიქრდი 15 წლის ვიყავი. სკოლაში ვსწავლობდი ჯერ კიდევ. ბავშობიდან მინდოდა ვყოფილიყავი დამოუკიდებელი და სწორედ ამიტომ ერთ–ერთ Fast Food–ის ტიპის რესტორანში დავიწყე მუშაობა. ხშირად მიწევდა მაგიდების გადაწმენდა, დარჩენილი ლანგრების ალაგება და იატაკის მოპრიალება. მეხალისებოდა კიდეც ეს საქმე. სველი წერტილების სისუფთავეზეც ვზრუნავდით ბავშვები – მორიგეობით. რაღა შორს წავიდე და ჩემი უფროსი გამოვიდა ერთხელ ტუალეტიდან. გზადაგზა ხელებს იმშრალებდა და წუხდა, თუ როგორ დაეწვეთა ძვირადღირებულ პერანგზე კეტჩუპი. პატივსაცემი და ღიმილიანი კაცია. უყვარს ბევრს. ისე აღმოჩნდა, რომ მისი გამოსვლა და ამ კაფელით მოპირკეთებულ ოთახში ხელსახოცების დასამატებლად ჩემი შესვლა – ერთი იყო. უნიტაზი თავახდილი, შიგნით კი დაგროვებული ყვითელი სითხე დამხვდა. ცხადია, დავაჭირე ღილაკს თითი და ყველაფერი მოწესრიგდა, მაგრამ თავი კი ვიგრძენი შეურაცხყოფილად – რატომღაც.

მას შემდეგ გავიდა დრო და ამ ხნის განმავლობაში, ცხადია, ხშირად მისარგებლია საზოგადოებრივი ტუალეტით. ყვითელი სითხის ჩაურეცხაობის პრობლემა კი სულ უფრო და უფრო აქტიურად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. ცხადია, რიგში დგომისას ვხედავ ვინ იყო ჩემს წინ ამ ოთახში. ვხედავ როგორ აცვია, როგორ მოძრაობს, მარტივად ვადგენ მის სოციალურ სტატუსსა და ამჟამინდელ შემოსავალს. ადამიანები, რომლებიც გამოდიან, სამშობლოს სიყვარულზე, მანდილოსანთა პატივისცემასა და სარწმუნოების საკრალურობაზე მესაუბრებიან… როდესაც ხშირად მიკითხავენ მორალს, სხვებსაც ასწავლიან როგორ უნდა იცხოვრონ და რა ღირებულებები უნდა ჰქონდეთ ცხოვრებაში, უცებ იხსნიან კლდემამოსილების ნიღაბს ერთ, პატარა, თეთრ ოთახში, სადაც სრულიად მარტო რჩებიან. ალბათ არც ფიქრობენ, ან თუ ფიქობენ – მხოლოდ ამას: რა საჭიროა, თითის ამ მარტივ მოძრაობას სხვაც შეასრულებსო. მერე მეტყვიან, ხალხი შიმშილით იცოხება – მთავრობა რას მიკეთებსო. შეიძლება აქციაზეც გავიდნენ და ხმამაღლა იყვირონ: ოცნებები ამისრულეთო… რომელ ოცნებაზე ვლაპარაკობთ, რა ეკონომიკა, რა პარლამენტის შენობის ადგილმდებარეობა, რა დრამატული თეატრი და სულიერი საზრდო… უნიტაზი ჩარეცხეთ!“

დავასრულებდი ასე ჩემს გამოსვლას. ალბათ აპლიკაციის გაგზავნიდან ქასთინგზე გასვლამდე კიდევ უფრო დავხვეწდი, მაგრამ მთავარია, ვიტყოდი იმას, რაც მაწუხებს. ცხადია ეს არ არის უნიტაზების ჩაურეცხაობის პრობლემა. ადამიანები ვინც კარგად მომისმენენ მიხვდებიან, რომ აქ საუბარი ელემენტარულ, საყოფაცხოვრებო კულტურაზეა. კულტურაზე, რომელიც ერში საკმაოდ დაბლაა დაშვებული. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ადამიანებს, ვინც კარგად მიმიხვდებიან ჩემს სათქმელს, არ სჭირდებათ ეს ტექსტი – ისინი მოწესრიგებულს ტოვებენ თეთრ ოთახებს. მათ შეიძლება გაიღიმონ, შეიძლება შემაქონ, შეიძლება გამაკრიტიკონ. თუმცა ყვითელი სითხის არჩამრეცხველი საზოგადოება, იფიქრებს: ნეტა რას ბოდიალობს ეს ბიჭი, წადი სახლში, ჩაი დალიე და ბევრი სითხეებიო. მერე, შესვენებაზე გაიქცევიან მოსაშარდად და ცოტა ხანში დამლაგებელი ქალი ბუზღუნით გამოვა ტუალეტიდან. ჩუმად, არავის გასაგონად იტყვის: რით ვერ ისწავლა ამ ხალხმა უნიტაზის ჩარეცხვაო…

 

პოსტის მოწონების შემთხვევაში,
გაუზიარეთ მეგობრებს.
არმოწონების შემთხვევაში გაუზიარეთ
და თან უთხარით,
“ნახე რა სლეობაა”🙂

  1. ძალიან მომწოს შენი ყველა პოსტი🙂 წაკიტხვა არ მეზარებაა პირიქით დიდ სიამოვნებას ვიგებ , რაგდან ყველა საკიტში ემთხვევა ჩემი აზრი შენსას🙂

  2. 100 % მართალია !! ამაზე მართალი პოსტი კაი ხანია არ წამიკითხავს.

    • salome
    • November 3rd, 2012

    magrad miyvarxar, yveals postis mere miyvardebi

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: