„პოპული“ კლავს! ანუ, როდემდე?!

სასწრაფოდ დამჭირდა „თი–ბი–სი ბანკი“ წუხელ. შუაღამისას გავძვერი სახლიდან და გავემართე „თბილისი მარიოტისაკენ“. არ ვიცოდი, თუ 24 საათიანი ფილიალი ღამის 4–დან 5 საათამდე ისვენებდნენ. ზუსტად 04:04 საათზე მივადექი დანიშნულების ადგილს. პუნქტუალურ ბანკირებს კი უკვე ჩამოშვებული ჰქონდათ ჟალუზები. მეჩქარებოდა, ამიტომ გადავწყვიტე „ქორთიარდ მარიოტამდეც“ ჩამესეირნა. მახსოვდა – იქაც იყო ბანკი, თუმცა, ის არ ვიცოდი, რომ არა „თი–ბი–სი“, არამედ, „საქართველოს“. მოკლედ. 5 საათამდე მომიწევდა რუსთაველზე ბოდიალი – მივხვდი. მოშიებული ვიყავი და გადავწყვიტე კეფირი მეყიდა. თან დიეტურია, თან – კუჭსაც დამიწყნარებდა. გადავწყვიტე იქვე, ლეონიძეზე არსებული „პოპულისათვის“ მიმემართა. კონკრეტულად ამ სუპერმარკეტთან დაკავშირებით ერთი უჩვეულო ამბავი მახსენდება ხოლმე.

ზაფხული იყო, სიცხე – საოცარი. მიმდებარე ტერიტორიაზე ვმუშაობდი. ჩემმა უფროსმა გადაწყვიტა საჭმელი ეყიდა მაღაზიაში. რამოდენიმე პაკეტი ამოიტანა სავსე – მახსოვს. პროდუქტებს შორის ჩვეულებრივი კვერცხის შეკვრაც იდო. თუმცა, განსაკუთრებული იმით, რომ შიგნით საეკლესიო სანთელი იდო. მოგეხსენებათ, აღდგომა აპრილშია. შუა გაზაფხულზე. აი, რა უნდოდა სააღდგომო საჩუქარს პროდუქტში, რომელსაც „პოპული“ ზაფხულში ყიდდა – ვერ დავადგინეთ.

ამის შემდეგ იყო ძაღლებისა და ვირთხების ფოტოები… რებრენდინგი, დაგროვებითი ბარათები და უცნაური თემატიკის აქციები. „პოპ–არტ“ ბარათი დავკარგე, თუმცა, რად იკავებდა ჩემი საფულის ჯიბეს დღემდე ვერ ვხვდები. კარგი, ამ პოსტთან ეს ბარათი არაფერ შუაშია. მოკლედ, გადავწყვიტე მეყიდა კეფირი…

2.5%–იანს ვსვამ ხოლმე. წონაში დაკლება მინდა – ცოტათი. როგორც წესი, „სანტინოს“ ან „სოფლის ნობათს“ ვანიჭებ ხოლმე უპირატესობას, თუმცა, ამჯერად ამ ბრენდების მხოლოდ მაღალცხიმიანი კეფირი იყო დარჩენილი. კარგად შევათვალიერე დახლი და სადღაც, შუაში „ნატურალ + “–ის 2.5%–იან კეფირს გადავაწყდი. თან, შედარებით იაფი ღირდა. მართალია, არ ვიცოდი როგორი იყო, მაგრამ ვიფიქრე: დაე, გავსინჯავ–მეთქი.

გამოვედი თუ არა მაღაზიიდან მაშინვე გავხსენი და ერთი ყლუპი მოვსვი. ვერასოდეს აგიღწერთ როგორი გემო ჰქონდა. ვიფიქრე, იქნებ გამომშვები კომპანიის ბრალია, ბევრ წყალს ურევენ და წარმოების ტექნოლოგიაც სხვანაირი აქვთ–მეთქი. მაგრამ როდესაც ვადას დავხედე, ყველაფერი ცხადი გახდა. თავსახურზე 20 რიცხვი ეწერა, თმცა ციფრი, რომელიც თვეს უნდა აღნიშნავდეს გულმოდგინედ იყო წაშლილი. უკვე 6 დღეა ამ კონკრეტულ პროდუქციას ვადა გაუვიდა, თუმცა, „პოპულის“ თანამშრომლებს აზრადაც არ მოსვლიათ, რომ კეფირი გაყიდვიდან ამოეღოთ.


ცხადია, შევბრუნდი მაღაზიაში. დავბრუნდი მაცივართან, სადაც რძის პროდუქტები აწყვია. ვიფიქრე, იქნებ, 20 ნოემბრამდე აქვს ვადა ამ პროდუქტს, თუმცა სხვა ბრენდების შეფუთვაზე დაკვირვების შედეგად მივხვდი, რომ კეფირის ვარგისიანობის ვადა 2 კვირით განისაზღვრება.


კონსულტანტი გოგონა დაბნეული აღმოჩნდა. მიმტკიცებდა, რომ ამ კეფირს ვადა არ გასვლია. ამბობდა – აუცილებლად გვეტყოდნენ და ამოვიღებდით გაყიდვიდანო. ადმინისტრატორიც „ვერ გაერკვა“ სიტუაციაში. იქვე, მსგავსი შეფუთვის პროდუქცია გადმოიღო და მეუბნებოდა, რომ აი, ამათ 27–მდე აქვთ შენახვის ვადა. თუმცა საკვირველი ის იყო, რომ „ნატურალ +“–ის ყველა პროდუქტს გარკვევით და პატიოსნად ეწერა ციფრები თავსახურზე, რომელიც ვარგისიანობას აღნიშნავდა. მხოლოდ კეფირის ბოთლებს აღმოაჩნდათ წაშლილი ციფრები და ზოგიერთი 20 – 26–ად გადაკეთებული. მართალია ასეთი სულ 3 იყო დარჩენილი, მაგრამ ვაძლევ თავს, ვივარაუდო, რომ ბოლო 5 დღის განმავლობაში არაერთი ვადაგასული კეფირი გაყიდეს.

უფრო დაწვრილებით, რა მოხდა სუპერმარკეტში, მოისმინეთ აუდიო ჩანაწერში. ცხადია, ყოველთვის შეიარაღებული ვარ დიქტოფონით – იქნებ ბლოგისთვის საინტერესო მასალას გადავაწყდე.

მოლარესთან როდესაც მივედი ვუთხარი: არაფერს ვიპარავ, უბრალოდ, ვადაგასული პროდუქცია გამოვცვალე–მეთქი. „აჰ, კარგიო“ – მითხრა. მისი გამომეტყველებიდან მხოლოდ ის დავადგინე, რომ ასეთი პრობლემით არც პირველი ვიყავი და, სამწუხაროდ, არ ბოლო…

გარეთ გამოსულმა მოვხსენი ბოთლს თავი და სქელი მასის მომლოდინემ ძლიერად გადმოვიპირქვავე. როდესაც უთხელესი მასა გადმოიქცა და ქურთუკზე ჩამომეწუწა, ვიფიქრე, ახლა კი მეტისმეტია–მეთქი… საბედნიეროდ უკან არ შევვარდი გადაუმოწმებელი ინფორმაციით. ბოთლს დავხედე და კეფირის ნაცვლად რძე მეჭირა. ზუსტად იგივე ზომისა და შეფუთვის – როგორიც კეფირი. განსხვავება მხოლოდ ერთ სიტყვაში იყო: „რძე“.

ისე, ერთი მხრივ, “პოპულის” მადლობელიც ვარ. დრო ისე გავიდა, ვერც შევამჩნიე… “თი–ბი–სი ბანკში, რატომღაც დროზე ადრე გახსნეს ჟალუზები. ისე რომ 5 საათამდე ტრანზაქციის შესრულებაც და ავტობუსის გაჩერების ტაბლოსთან სურათის გადაღებაც მოვასწარი🙂

პოსტის მოწონების შემთხვევაში,
გაუზიარეთ მეგობრებს.
არმოწონების შემთხვევაში გაუზიარეთ
და თან უთხარით,
“ნახე რა სლეობაა”🙂

    • Lev
    • June 2nd, 2013

    საღოლ!!!

  1. ahaa, egeti sakcielit populma bolos sakutari biznesi mokla. dges gamoacxades populis gakotrebis shesaxeb.

    • mari
    • November 1st, 2012

    omg machabelze vcxovrob da xshirad miwevs mag avadsaxsenebel populshi shesvlaa da vadagasuli tevzi momyides amaswinat da saxlshi ro gavxsenit konservii 2 dge vaniavebdit imis myral suuns :@ awi mec chavrtav diqtofons O.o😀

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: