პატარა, ონლაინ ცუციკები

„არარეალიზებული ტიპები, არარეალიზებული ტიპები ევრივეა“ – ეს არის ფრაზა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე აქტუალურია ჩემს გონებაში. ადამიანები, რომლებმაც „ქაუნთერსთრაიქის“ თამაშით დაიწყეს ბავშვობა და დღემდე ორი თითით კრეფენ ზიზღით სავსე სტატუსებსა და კომენტარებს – ოხ როგორი მინდა ოდესმე განისხიპონ… მეც „ჰეითერი“ ვარ, ოღონდ თქვენი „ჰეითერი“. თავს ვიმშვიდებ ანდაზით: „ქურდის ქურდი, ქურდი არააო…“ (თუ რაღაც მსგავსი), აქაც ასეა, თუ „ჰეითერის“ „ჰეითერი“ „ჰეითერი“ არაა – მშვიდად დამეძინება ამაღამ.

ზიზღის გამოვლინების ყველაზე მასშტაბური შემთხვევა ქართულ ინტერნეტსივრცეში გიორგი ქისტაურის ქეისია. გახსოვთ ალბათ მისი პირველი ვიდეო: „მინდა ვიყო ძერსკი“.

მოდი, არ დავიწყებ საუბარს პირადი სიმპათიებისა და ანტიპათიების შესახებ კონკრეტულად ამ პერსონის მიმართ… პოსტის თემაც არ მოითხოვს ამას, ვგონებ. ჩემთვის ეს კონკრეტული ვიდეო ხარისხიანი ხუმრობა იყო იმ ფეისბუკ/ადნაკლასნიკზე თვალებამოღამებული გოგო–ბიჭების, ვისთვისაც „ყველაზე ძერსკებეეეეე“–ზე მოხვედრა ცხოვრებისუელი მიზანია. თუმცა ამას არ აქვს მნიშნელობა. მნიშვნელოვანი, რაც ამ ვიდეოს მოჰყვა, საზოგადოების რეაქციაა. უფრო სწორად არა საზოგადოების, არამედ კლავიატურას ამოფარებული და ღვარძლით გამსვჭვალული გარკვეული ჯგუფის, რომელთაც არ ეზარებათ წერონ ყველაფერი, რაც თავში მოუვათ.

ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი ამ კონტექსტში 2012 წლის აპრილში მოხდა:

გახსოვთ ალბათ, „იმედზე“ გადაცემა გავიდა: „100 გრადუსი ცელსიუსით“ – სუბკულტურის მიმდევრებზე. დიდი ამბავი ატყდა მაშინ საზოგადოებაში. ცხადია, არც ახლა დავიწყებ პოსტის გარე თემებზე: ამ გამოშვებასა და გადაცემის შემოქმედებით ჯგუფზე საუბარს… ამაზე უკვე ბევრმა ილაპარაკა და ვგონებ, ყველაფერი ნათქვამი და გარკვეულია. თუმცა, ჩემი შეშფოთება მარიამის პოსტმა გამოიწვია მაშინ.

გოგონა ქუჩაში, შავი თმითა და პირსინგით. უსაქმური „ჰეითერები“ გადაეყარნენ მარიამს, რომლებსაც სხვა საქმე არაფერი აქვთ გარდა იმისა, სხვის ცხოვრებაში არასრულყოფილებები ეძებონ. თვითონ არასოდეს გამოუტყდებიან საკუთარ თავს, რომ ნაშები, რომლებზეც ღამღამობით ანძრევენ, მათ არასოდეს მისცემენ, თუმცა ქუჩაში მაინც ბაქიაობენ გამოგონილი ისტორიებით და უცებ, ენაზე ძალით მომდგარი ნერწყვის გადმოფურთხების შემდეგ გამვლელზე ანიშნებენ თანაუსაქმურებს: ნახე, სატანისტი მოდისო. გოგონასთან დიდი გული აქვთ – რას უზამდა მარიამი, დაარტყამდა თუ ქურდულად გაურჩევდა საქმეს?! პატრულთან კი ჩაიკუკეს: „არა, ძმაო, არაფერი მითქვამსო“… დაახლოებით ვხვდები როგორი აქცენტით ეუბნებოდნენ სამართალდამცველებს დაახლოებით ასეთი ტიპის ფრაზებს.

მაშინ მშვიდობიანად ამოიწურა ინციდენტი. პრინციპში, სხვაგვარად მოსალოდნელი არცაა. ასეთი ტიპის ადამიანებს მთავარია აგრძნობინო, რომ შენ მისი სიტყვები გესმის ან კომენტარი წაიკითხე – უცებ მიჩუმდებიან ხოლმე, რატომღაც. მეც მქონია რამოდენიმე ასეთი შემთხვევა, თუმცა ახლა გახსენებად არ ღირს. იუმორი, რომელიც ჩემში საკმარისად არის (თუმცა, ვერასოდეს გამოვხატავ ანეკდოტებისა და მიარქივებული სასაცილო ისტორიების გამოხატვაში) ყოფნის იმას, რომ ოდნავაც არ გავივლო გულში გაბრაზება. უფრო მეტიც… მეცოდებიან – ძირითად შემთხვევებში.

ჩემთვის ყველაზე გამაღიზიანებელ „ჰეითერულ მოძრაობას“, რეიტინგი მალევე დაეცა. გახსოვთ, ცხადია, მაია ასათიანის უნიჭო გაშარჟების მცდელობები. გასაგებია, ადამიანებს არ მოსწონდეს კონკრეტული გადაცემა, კონკრეტული წამყვანით. არც ის მიკვირს, რომ ინტერნეტმომხმარებლების უმრავლესობა დედაქალაქშია თავმოყრილი და აქ ცოტა რთულია „პროფილმა“ აუდიტორია იპოვოს… მესმის ისიც, რომ ასათიანი საოცრებებს ეკითხება ხანდახან რესპოდენტებს და ბევრს არც მისი საუბრისა და მოძრაობის მანერა მოსწონს. არავის ვუშლი იხუმროს ნებისმიერ თემაზე, მეც მშვენივრად ვერთობოდი პროფილური კითხვების ინტერნეტვერსიებზე… მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი უკვე მარაზმში გადაიზარდა, ყველა ის გვერდი განვალაიქე, ვინც ამ უხარისხო და სიძულვილის მატირაჟირებელი მასალით ცდილობდა ლაიქერების მოგროვებას.

არსებობს „ჩიტი“…  ხუმრობენ და აშარჟებენ ყველას და ყველაფერს. მე არ ვქმნი კერპებს, მაგრამ This is how to do it… თუმცა კლავიატურას ამოფარებულ ცუციკებს არც განათლება, არც იუმორი და ინტელექტი ჰქოფნით იმისათვის, რომ ღირებული კონტენტი შექმნან თავიანთ ათასობითლაიქიან გვერდებსა და იმ მდარე კომენტარებში, რომელთა წერასაც არ იშლიან. მეტიც „ჰეითერული“ შეტევები მანქიზეც არაერთხელ ყოფილა. ისეთივე უხარისხო და მდარე, როგორიც ჩემთვის ამ კონტენტის ავტორები.

ცუციკობაზე კიდევ ერთი გამახსენდა. ბევრჯერ დავსვი კითხვა, თუმცა, ცხადია, არავინ გამცა პასუხი. მაიაზე „ხუმრობთ“… დაე… მაგრამ იქნებ ისიც აღნიშნოს ვინმემ სადმე, რომ ნანუკა ჟორჟოლიანიც არანაკლებ საოცრებებს ამბობდა თავის შოუში. რატომ არცერთი ფოტო, სქრინი, კომენტარი მინახავს მის მარგალიტებზე? აჰ, ცხადია… ქმარი… აბა ვის აქვს ორი თავი მის ცოლზე იხუმროს და გადაიკიდოს ერეკლე კოდუა, რომლის სახელისა და გვარისაც, რატომღაც, ყველას ეშინია.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პატარა მიმართვით დავასრულებ:

მივმართავ ქართველი „ჰეითერების“ ნახირს… მიხედეთ თქვენს უნიჭო ცხოვრებას, რადგან სხვა არაფერი გაქვთ საქმე… იხუმრეთ ისე, რომ იყოს სასაცილო და არა – ამაზრზენი… შეაგინეთ ადამიანებს სახეში, თუ შეგინება გსურთ და ნუ იმალებით კლავიატურებს უკან… მე მეცოდებით, თუმცა ვერაფრით დაგეხმარებით… და ბოლოს, იმედია, მალე განისხიპებით, ვით ტოტები მავნე…
ტკბილი ძილი!

პოსტის მოწონების შემთხვევაში,
გაუზიარეთ მეგობრებს.
არმოწონების შემთხვევაში გაუზიარეთ
და თან უთხარით,
“ნახე რა სლეობაა”🙂

    • თენგო
    • October 29th, 2012

    გეთანხმები ყველაფერში რა მაგარია უაზროა უსწორდებათ ონლაინში რო იგინებიან და სხვის ყურადღებას იქცევენ უკვე ყველგან ონლაინშიკია😦 :((((((((

    • იგი
    • October 29th, 2012

    ავტორს საღოლ, კაი პოსტია, ეს სოციალური ქსელი ძალიან დიდ ჭაობად იქცა ბოლო წლების განმავლობაში… ჰეითერებს რაც შეეხება ეგეთი ადამიანები ყოველთვის იარსებებენ და ყოველ დროში, მთავარია მათი რაოდენობა არ იყოს ძალიან ბევრი(სამწუხაროდ დღევანდელი რელობა მაინც ასეთია) ერთი სიტყვით დეგრადირებულ საზოგადოებას ვემსგავსებით… ზიზღნარევი იუმორი რა უბედურებაა, მარაზმია უკვე ეს ყველაფერი…

  1. ეს კარგი, მარა ვისაც ეხება ეს პოსტი, შანსი არაა, წაიკითხოს :დ მაგათ ეგეთები და თვითკრიტიკა რომ შეეძლოთ, სრულფასოვანი ადამიანები იქნებოდნენ :დ

      • გვანცა
      • October 27th, 2012

      გეთანხმები

  2. ნანუკაზე რაღაც რომ დაწერეს, ნანუკამ პიემებში ურჩია ყველას საქმე და ქმრით დაემუქრა :)))))))))

    • პოვეტი
    • October 26th, 2012

    ტიტუჰ…ეს რა სიმართლე წავიკითხე…ონლაინშიკები,ონლაინშიკები ევრივერა…

  3. პოსტს რაც შეეხება მართალია, მეც ჰეითერების ჰეითერი ვარ, და არც იმ ხალხის გულწრფელობის მჯერა ვინც “დიდსულოვნად მიუტევებს” ხოლმე ამ ნახირს თავის პირუტყვულ გამოვარდნებს…

  4. ხალხს სუბუექტური ცნებები არასწორად ესმის.😦 თავისუფლება ყველაფრის უფლებას არ ნიშნავს! ან ამ ვითომ “იუმორის” დონე?! დამნაშავე ხალხია. არ უნდა დააღონ პირი და 32ვე კბილის გამოჩენით არ უნდა იხარხარონ. ან რა არის მსგავს რაღაცეებში სასაცილო?!

    • გვანცა
    • October 25th, 2012

    ნოდარ მელაძის გადაცემებზე არ მიყურებია და ვინმემ ამიხსენით რატომ არის ყლე? (აუ, რა უზრდელი ვარ)

    • უბრალოდ მოუხდა ეს წოდება🙂 მე მგონია უფრო ამ სახელ-გვარისა და სამასოიანი სიტყვის ერთად ჟღერადობაშია საქმე, თორემ მასზე უფრო ცოდვილი ხალხი გვყავს ტელეყუთში.

      • არა ჰა, ნოდარიკოს მარტო მოღვაწეობით არ მოუხვეჭია ეგ ტიტული, მანერებმა და მეტყველების სტილმაც შეუწყო ხელი ჩემის აზრით…

        • გვანცა
        • October 27th, 2012

        სავარაუდოდ, ეგრეა.. ძაან დამაინტერესა, უნდა ვნახო აუც. :დ

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: