მხევალი მაიკო – ამბის დასასრული

რატომღაც ვქმნით ხოლმე ბლოგებს. ზოგმა ვორდის ბევრი დოკუმენტი ვერ იგუა კომპიუტერში, ზოგმაც – მეგობრობის დღიურები. ბევრმა თითქოსდა უამბიციოდ დაიწყო წერა, ზოგიც წინასწარ განჭვრიტა ინტერნეტვარსკვლავობისკენ მიმავალი გზა. თავიდან, ცხადია მხოლოდ ოჯახის წევრები და საუკეთესო მეგობრები გვკითხულობენ, ისიც, ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით. მერე, თუ ვინმე, საინტერესო ადამიანმა ერთხელ გადააშეარა ჩვენი პოსტი, ნელ–ნელა გვემატება და გვემატება მომხმარებლების რაოდენობა. თუმცა, მაინც გვიწევს გავაკეთოთ რაღაც ინტრიგნული, რაღაც სკანდალური, ცოტათი უფრო არა–ჩვეულებრივად შევფუთოთ ჩვენი სათქმელი, იმისათვის რომ მოვიზიდოთ აუდიტორია. აუდიტორია, რომელლის არსებობაც ჩვენი მთავარი მიზანია.

გუშინ, როდესაც მაიკო მესტუმრა, სულაც არ მიფიქრია ბლოგზე, არც საუნდქლაუდზე, არც მკითხველზე და არც ინტერნეტვარსკვლავობაზე. დიქტოფონი ჩავრთე მხოლოდ იმიტომ, რომ შემეშინდა. უბრალოდ, მისმა სიახლოვემ შემაშინა. როგოც წინა პოსტში ვთქვი, მეშინია უცხო ადამიანების – როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი…

საინტერესო სამსაათიანი საუბრის შემდეგ, როდესაც მაიკომ ჩემი სახლის კარი გაიხურა, თავში არაფერი მიტრიალებდა გარდა იმისა, რომ ეს ამბავი ვინმესთვის მომეყოლა. წარმოიდგინეთ, ნახეთ დინოზავრი, ანდა ოთხფეხა ადამიანი ან რაიმე მსგავსი, არსება, რომელმაც თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დავიჯერო, ყველაფერს საიდუმლოდ დაიტოვებთ? ადამიანები ვარსებობთ ჩვენი სულსწრაფობებით, ჩვენი დაუფიქრებლობებითა და კიდევ ბევრი ცუდი თვისებებით… ამიტომაც, ჩემმა გაწაფულმა ხელმა უცებ მიაწება ყველაზე საინტერესო მონაკვეთების ამსახველი აუდიომასალა ერთმანეთს და გამოფინა ინტერნეტში… ერთი კი ვიფიქრე, რას ვაკეთებ–მეთქი, მაგრამ ცდუნება იმდენად დიდი იყო, თავი ვეღარ შევიკავე „ფაბლიშ“ ღილაკზე თითის დაჭერისაგან.

დღის პირველი ნახევარი თავი ვარსკვლავი მეგონა. ამდენი მომხმარებელი ჩემს ბლოგს არც კი დასიზმრებია. კომენტარების ულევი რაოდენობა, ფეისბუკში დამატებები, ზოგგან ლანძღვა, ზოგგან შემეხე–ს კივილი… საღამოს უკვე დავიგრუზე. ბევრ რამეზე დავიწყე ფიქრი. მეშინოდა იობის მრევლი არ მომვარდნოდა. ან პოლიციას არ დავეჭირე,,, აი ღამით, ლამის მოვკვდი – მე მაიკოს ნამდვილი ისტორია გავიგე:

მაიკო გურჯაანში ინტელიგენტი ცოლ–ქმარის ოჯახში დაიბადა. არ აკლდა, სავარაუდოდ, არც ფული, არც ტანსაცმელი. ყოველთვის უყვარდა ძვირფასი სუნამოები. ცამეტი წლიდან ჰქონდა კედლის გაზეთი, რომლის პოტენციალში იმდენად დარწმუნებული იყო, რომ დღემდე უნდა – ბრენდი გახდეს. მოკლედ, იყო ჩვეულებრივი, განებივრებული ბავშვი, რომელსაც ცხოვრებაში პრობლემა არ უნდა ჰქონოდა – წესით. ყველაზე საინტერესო მაშინ იწყება, როდესაც მაიკომ პირველად იგრძნო, რომ ესაჭიროება რაღაც, რისი სახელიც ზუსტად არ იცის. როგორც შემდგომ მიხვდა, ეს არის მამაკაცი. ცხადია, სექსუალური განათლების მიცემა, მშობლების აზრით, დიდ გარყვნილებად მიიჩნევა. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ცოტა მაიკო ცოტას კიდევ გაიზდებოდა და ყველაფერს თავისით მიხვდებოდა. აბა, მათთვისაც ხომ არავის უსწავლებია. მაიკომ არ მინდა გაზრდა, მე ახლა მინდა რაღაც და ვერ ვხვდები რაო – გაიფიქრა და სავარაუდოდ ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო. ცხადია, ეს ყველაფერი გადმოცემით ვიცი და შესაძლოა ფაქტებს ზუსტად ვერ აღვწერ, მაგრამ საერთო არსს მიმიხვდებით. და იმასაც, – თუ რისი თქმა მსურს ამ პოსტით.

მოკლედ, მაიკოს ექსპერიმენტები დიდად არ ეპიტნავა მამას. ცხადია, არც დედას. როდესაც ცხადად დაინახეს საშიშროება, რომ შეიძლება მისი ჯერ კიდევ 20 არშესრულებულ გოგონას მალე ქალწულობა დაეკარგა, შეშფოთდნენ. მერე, ვინღა ითხოვდა მათ შვილს. ოჯახს თავს ლაფი დაესხმებოდა. აბა მიმიხვდით, რა მოიფიქრეს?! განა დასხდნენ, ისაუბრეს, გაარჩიეს ერთამენთის სურვილები და მოთხოვნილებები. კონსერვატიულმა დედამ და მამამ, უბრალოდ ჩაკეტეს მაიკო ოთახში, საიდანაც მის ხმას სხვები ვერ გაიგებდნენ. იფიქრეს ალბათ, შეიძლება ოდნავი ფსიქიკური პრობლემები შეექმნას, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ქალწულობას შეინახავსო. მაგარი გოგოა მაიკო. ბევრი არ უყვირია და არც მუშტები ურტამს კარისთვის. წყნარად და დამშვიდებულად იჯდა რამოდენიმე დღე და შემდეგ გამოიპარა.

უყვარდა, როგორც ჩანს, ერთი ბიჭი, არც აცია, არც აცხელა და გაყოლია ცოლად. ბიჭსაც უყვარდა ეტყობა და მოიყვანა. შეიქმნა კიდევ ერთი ახალი ოჯახი, რომელსაც თითოეულმა გარშემომყოფმა უნდა შეუწყოს ხელი იმისათვის, რომ უფრო გამყარდეს და არ დაიშალოს. რა ქნეს ამ დროს მაიკოს მშობლებმა?! ოთხი დღის შემდეგ იპოვეს გაპარული შვილი, ყურით წამოათრიეს სახლში და ისევ უდტრვინველად გადაატრიალეს კარის გასაღები, რომელიც მაიკოს თავისუფლებას კიდევ კარგა ხანს ღკვეთდა.

შენც შეიშლეობოდი ჭკუიდან, მეც. აბა როგორია იჯდე ოთახში თვეების განმავლობაში. ხედავდე მხოლოდ დედის ან მამის გაბრაზებულ სახეებს და მათაც მხოლოდ მაშინ, როდესაც შენთვის საჭმელი შემოაქვთ. მათ ჰგონიათ, კარგად იქცევიან. ფიქრობენ, შვილის საქალწულე აპკი დაუზიანებელია. მერე რა, რომ ოთხი დღე იყო მამაკაცთან. ის ბიჭი, ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე არაფერს აკადრებდა. მოკლედ, მაიკოს ფსიქოლოგიურ და სექსუალურ პრობლემებთან ერთად უკვე ფსიქიკური აშლილობაც დაეწყო. ცდილობდა დედის თვალი, არ შეემჩნია ეს ყველაფერი და დაერწმუნებინა გონება, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მაგრამ სულ მალე ყველაფერი ნათელი გახდა: მაიკოს ჯანმრთელობას პროფესიონალის ჩარევა ესაჭიროება.

ძლიერი ფსიქოტროპული წამლები, მოჭარბებული დოზით ეკლესია, ლოცვები და ყველაფერი, რაც არანაირ შედეგს იღებს თავს დაატყდა მაიკოს. ვფიქრობ, ერთი ნამდვილი მამაკაცი მის პრობლემებს უფრო მარტივად გაუმკლავდებოდა, ვიდრე ექიმებისა და მეუფეების მთელი არმია. მაგრამ, მშობლებმა, შენ რა იციო… დაგვიჯერე თუ გინდა კარგად ყოფნაო. მას შემდეგ მაიკომ მოქმედების სხვა გზა აირჩია. დადის ეკლესიაში, წამლებსაც კარგა ხანს სვამდა, მუშაობს სხვადასხვა ჟურნალში, ახლა საკუთარსაც ხსნის – თურმე. მოკლედ, ცხოვრობს ჩვეულებრივი ცხოვრებით, თუმცა მასაც, როგორც ბევრ სხვას, აქვს მეორე ცხოვრება. ის, უკვე 37 წლისაა. მშობლები დღემდე უკრძალავენ სიგარეტის მოწევას, შებიდნებულზე სახლიდან გასვლას, მეგობარ–ნათესავების დაბადების დღეებზე ან თუნდაც მონასტრის ტრაპეზზე გვიანობამდე დარჩენას და ცხადია, მამაკაცებთან ურთიერთობას.

მას შემდეგ კიდევ ბევრი რამ მოხდა, მაიკო არაერთხელ გამოიპარა სახლიდან. ამბობდა სხვადასხვა ადამიანებზე, მიყვარს, გამიშვით ვთხოვდებიო. გუშინ ჩემს სახლშიც იგივე ხდებოდა. ტელეფონზე დიდხანს ლაპარაკობდა და ყველას უმტკიცებდა, რომ გათხოვდა, არადა ჩემს პირისპირ იჯდა და პატარძალსაც ნამდვილად არ გავდა. ერთხელ კი შემეშინდა, მეთქი მე ხომ არ მომიაზრებს სიძედ, მაგრამ არ გავდა ამბავი ასეთს. მაიკო დილით გავიდა ჩემი სახლიდან. გასვლამდე პომადა წაისვა და ტუჩის კონტური – კიდევ. საით მიდიხარ–მეთქი, ლიასთანო, სანთელს ამინთებს, იქნებ მითხრას რა მელოდებაო. საღამოს ქორწილი მაქვს, გამოძინებაც უნდა მოვასწროო…

მაიკო შექმნეს. შექმნა მისი ოჯახის თითოეულმა წევრმა. მას ჩაუსახეს მონსტრი, რომელსაც არ დაუტოვეს სხვა გზა, გარდა არსებობისა. მონსტრი, რომელსაც ვეღარ უშველის, ვერც მეუფე იობი, ვერც მისი მოძალადე მშობლები, ვერც ქმარი და ვერც ჩემნაირი მასპინძელი, რომლებიც, როგორც ჩანს, თბილისში მრავლად არიან. მაიკო განწირულია სიცოცხლის ბოლომდე,,, რატომ?! არავინ იცის. არც მაიკომ, თავად…

    • vazha@operamail.com
    • November 6th, 2014

    ამაზე უარესებიც ხდება მაგრამ მალავენ, დაახლოებით აეთი ამბავი დაემართა ერთ მეზობელ გოგოს, (მეც უარი ვუთხარი) სამწუხაროდ ეგეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ

    • nino
    • March 28th, 2014

    sataurshive itsvev gagizianebas. “sexi meupe iobis mrevltan” yvelanairad cdiloben meupis saxels ramenairad chirqi moscxon,meupes garshemo yvelanairad gachirvebuli adamianebi axvevia as rom daupikrdi sanam meupis saxels axseneb…

  1. მთავარი აქ ის არ არის, ეს ისტორია მართალია თუ ტყუილი, მთავარი ისა რომ ასეთი პაქტები საქართველოში და ზოგადათ მსოფლიოში არსებობს… მე ვფირობ ამ პოსტით ავტორმა თავისი სათქმელი თქვა, რაც ძალიან კარგად გამოუვიდა:)

    • tusuna
    • May 4th, 2013

    ra sashineleba xalxo.;( upalma gadzlieros…:(((((((((((((

  2. რამხელა ფანტაზია გაქვს მეგობარო :))

  3. მართლა ბლა ბლა ბლა, სადაა ან მწერლური ან ჟურნალისტური ეთიკა??? წერე შჰვილო წერე მაგრამ მასეთი არც აკაკი გამოხვალ და მე მგონი ვერც ვარდენი!

  4. bazzilio – ტყუილი ისაა, რომ მე თითქოს პირველივე ღამეს ვიცოდი მაიკოს ისტორია. ყველაფერი მხოლოდ მას შემდეგ გავიგე, რაც ჩემმა ახლობელმა ადამიანმა ხმა მიამსგავსა მის კლასელს. ცხადია, მისთვის არ დამიმალავს არც სახელი, არც გვარი (სხვა შემთხვევებში პიროვნების იდენტიფიკაციას არ ვახდენ. ამჯერად კონფიდენციალურობაში დარწმუნებული ვიყავი). პირველი პოსტის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 15 საათის შემდეგ გავიგე ჩემი ღამეული სტუმრის რეალური ისტორია. ეტყობა, ვერ ავხსენი კარგად. ჩემი მიზანი ამ პოსტებით, ვინმეს დისკრედიტაცია არ ყოფილა. და არც აუდიტორიის გასახალისებლად დამიწერია რომელიმე მათგანი. თუმცა, მკითხველმა ეს ამბავი სხვაგვარად აღიქვა…

    • მაქცია
    • October 25th, 2012

    ეხლა გახდა მისი წარსული საინტერესო?! აქამდე ტამპაქსი და იობი იყო პრიორიტეტული. ბოდიში მოუხადე საჯაროდ! ეგ იქნება საუკეთესო დასასრული ამბის

    • გეთანხმები, პრიორიტეტები იცვლება. როგორც ტამპაქსი და იობი იყო საინტერესო, ისე მისი წარსულია საუკეთესო. რაც შეეხება ბოდიშს, შემიძლია დავწერო უზარმაზარი საბოდიშო ტექსტი, თუმცა, ეს არაფერს ცვლის. მაიკო მაინც არასოდეს მოხვდება ჩემს ბლოგზე. სხვებისთვის კი არა მგონია ბოდიშს რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს. თავიდან ვიფიქრე, წავშლიდი პოსტს, მაგრამ არც ეგაა გამოსავალი. მერჩივნა მკითხველის და ჩემი ყურადღება გამემახვილებინა პრობლემის საფუძველზე. ამიტომ დავტოვე ორივე პოსტი. იქნებ ადამიანებს, ვინც პირველ პოსტზე იქილიკეს, აზროვნების მიმართულება ისე შევაცვლევინო, როგორც მე შემეცვალა…
      იმედია მიმიხვდი, რასაც ვგულისხმობ😉

    • Michael
    • October 24th, 2012

    avtori yvelas wagekaifaT ) jer istoriis gmiri SegajavraT ! mere kide SegacodaT-SegayvaraT ! )) magaria, Sors wava ! )) esmis rogor marTo s masebis azrovneba ) kai PR-Siki dadgeba )) mokiTxva yvelas😉

    • მე მასა არ ვარ,ამიტომ ჯობია ცოტა ფრთხილად იხმარო ხოლმე ეგ სიტყვა🙂

  5. როცა წინა პოსტი წავიკითხე, გავბრაზდი ავტორზე. მაგრამ, როცა ეს პოსტი ვნახე ათმაგად მომივიდა გული… მე მაპატიეთ და წინა პოსტი იყო სრული მარაზმი, ძალიან ბევრი დაცინვებითა და აბუჩად აგდებით გაჟღენთილი, ეს პოსტი არის აბსოლუტურად განსვავებული, თანაგრძნობით განმსჭვალული და ბლა ბლა ბლა. არადა ერთიდაიგივე ამბავია და ერთიდაიგივე ავტორი. ნუ წინა პოსტის კომენტარებზე არაფერს ვიტყვი, ეგ კომენტარებიც გარკვეულწილად ავტორის ბრალია, როცა იცი (დაახლოებით მაინც) რა კატეგორიის ხალხი კითხულობს შენს ნაწერებს, ასეთი “ქართულ ავადმყოფურ მენტალიტეტს შეწირული ქალის” ისტორია, ისე შეფუთული როგორიც წინა პოსტში იყო, არ უნდა მიუგდო საჯიჯგნად, ელემენტარულად არაეთიკურია, და კომენტარის დამტოვებლებს შიძლება შეუმსუბუქდეთ “დანაშაული” იმიტომ რომ უმეტესობას გააზრების უნარი სავარაუდოდ არ აქვს, მარა ავტორის “დანაშაული” ათმაგად მძიმდება, იმიტომ რომ მან იცოდა რა და როგორ იყო რეალურად….

    • “მან იცოდა რა და როგორ იყო რეალურად….” – ეს ტყუილია. კარგად მესმის რაც “დავაშავე” პირველი პოსტით… თუმცა ღირდა იმად, რომ ეს მეორე პოსტი გაჩენილიყო. და ხალხს მასზე უბრალოდ ყურადღება მიექცია…

      • რა არის ტყუილი, არ იცოდით რეალურად რა როგორ იყო? თქვენთან რო პირველ დღეს მოსულიყო მაიკო იმ ტექსტებით რაც წინა პოსტში დადეთ და მეტი ინფორმაცია არ გქონოდათ მის შესახებს, მერე კიდე მოსულიყო და მოეყოლა თავისი წარსული, და მერე დაგეწერათ ეს პოსტი, ეს იქნებოდა აზროვნების ცვლილება, მაგრამ თქვენ პირველივე პოსტის წერისას იცოდით მაიკოს რეალური ისტორია და რეალური მიზეზი მისი არაადეკვატურობისა, ამიტომაა წინა პოსტი ცინიკური და არაეთიკური და ეს პოსტი ყალბი და ფლიდი🙂

  6. კარგია, ამიტომაც შევიკავე თავი წინა პოსტზე დალაიქებისგან და კომენტარის გაკეთებისგან.🙂 თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო რომ უნდა გამოგექვეყნებინა!😉 ახლა ვიცი რომ ცოდოა!

  7. http://goo.gl/qHrTl
    მოკლედ მთელი პოსტი მივუძღვენი ამას:/

  8. ნუ,კარგი პოსტი იყო,მომეწონა,და იქნებ ეხლა მაინც მიხვდნენ რომ ღმერთი ერთმანეთის დაცვას გვთხოვს და არა პატარა ხორცის ნაგლეჯის დაცვას.🙂

  9. აი ეს ის მომენტია, როდესაც მაიკოს მშობლების მსგავსი ადამიანები მძულდება. ნუ ამას უკვე აღარაფერი ეშველება, იმედია ჩვენს თაობაში აღარ გაგრძელდეა მსგავსი მარაზმები……..

    • Anichka
    • October 24th, 2012

    Vaxx ramagari bichixar!:)

  10. ჩანაწერისადაა გაგრძელება არ უნდა ყოფილიყო:/

    • დაკმაყოფილდი ასეთი დასასრულით🙂

  11. აპკია მთავარი…

    • giorgi chkheidze
    • October 23rd, 2012

    ეუф მაიკოს პრობლემა კაროჩე მარტო კაცი ყოფილა.. სად არის მეუფე იობი – წვერები უნდა დავაწიწკნო :)))) სხვათაშორის – 37 წელი ბალზაკის ქალების ასაკია და კაკ რაზ გასათხოვარია მაიკო , მე ლიჩნა ჩემი მეზობელი ქალი შემიყვარდა 41 წლისაა .. მერე რა? სიყვარული გვიანი არასოდეს არაა!!ნუ გეცოდებათ მაიკო , ჯერ ყველაფერი წინა აქვს , თუ არა და უფალს მიუძღვნას სულიც და ხორციც და მონასტერი – აი საქმე! მორწმუნე გოგო ყოფილა და ღმერთი შეაძლებინებს ყველაფერს !:)) მაიკო უდაჩი ვ ლიჩნოი ჟიზნი ,ეშო ნი ვეჩერ !:))

  12. yvelaferiii sazoogadoebis bvralia , tyuilad ki ar dagvitova didma iliam tavisi nawarmoebi sarrChobelazed ,, iq sheidzleba kacs axrchoben magram erti problemis winashe vdgevart aqac da iqac ,

    • მარგარიტა დავითიანი
    • October 23rd, 2012

    სამწუხაროა, რომ წინა ნაწილის შემდეგ მე აბსოლუტურად განსხვავებულ გაგრძელებას ველოდი.. ძალიან რთულია, როცა აანალიზებ, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეს პირველი გააზრების შემდეგ გეგონა. ადამიანები უბრალოდ ვსჯით და არ ვიყურებით უკან, არ ვუყურებთ სამყაროს მეორე ადამიანის თვალით, მეორე ადამიანის წარსულით. რამდენიმე წლის წინ ერთი ანალოგიური ამბავი წავიკითხე, ანუ განსხვავებული დასაწყისითა და დასასრულით, და მაშინ მეგონა, რომ ამის შემდეგ აღარასდროს გავაკეთებდი წინასწარ დასკვნებს, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ისევ ის ვყოფილვარ, რაც ვიყაი, და წლებია მგონია სხვანაირი ვარ….

    • არადა, ფრიად საინტერესო დასასრული იყო, ჩემი აზრით.
      საერთოდ, მგონია (და ასეცაა), სანახაობად და გართობად უფრო აღვიქვამთ ერთმანეთის გასაჭირს, ვიდრე თანადგომის ხელს ვუწვდით.

  13. სწორედ ამ თემას ვგულისხმობდი ჩემს პოსტსკრიპტუმში, როცა ეროვნული ტრაგედია ვახსენე(((( ისევ დიდი კომენტარი გამოვა… ამაღამ დავწერ პოსტს(((

    • გიო
    • October 23rd, 2012

    ახუიეწ მოჟნა
    ეს რა ყლე ქვეყანაში ვცხოვრობთ ხახლნოოოოოო

    • ana
    • October 23rd, 2012

    mdaaa;))ragac dzaan shecvliia avtoris damokidebuleba am istoriis mimart:))es namdvilad jobda im ironiul da cinikur blogs

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: