მე გადავწყვიტე სიკვდილი, ანუ რატომ ვიტირე ელდარ შენგელაიასთან ერთად

თუმცა ბევრი მაქვს კიდევ სასიცოცხლო – სიკვდილი დღეს გადავწყვიტე. არ ვიცი ისეთი გემრიელი იქნება თუ არა, როგორც ქათამი ქლიავით, თუმცა დარწმუნებული ვარ, ისეთი ლამაზი ნამდვილად არ იქნება, როგორც „ქათამი ქლიავით“.

Chicken With Plums
ფოტოზე დაკლიკებით იხილეთ ფილმის ტრეილერი

როდესაც გავიგე წლევანდელ BIAFF-ზე „პერსეპოლისისრეჟისორების, ვინსენტ პარონოსა და მარიან სატრაპის კიდევ ერთი ახალი ფილმი მხატვრული კინოს საკონკურსო სექციაში იყო წარმოდგენილი, მაშინვე გამიჩნდა მოლოდინი, რომ ბოლო დროის ერთ–ერთ საუკეთესო ნამუშევარს ვნახავდი. იმედები მართლდება ხშირად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საწინააღმდეგოს დაშვება, უბრალოდ, შეუძლებელია. 

თეირანი, 1958 წელი. ნასერ ალი ხანი – იმ დროის ყველაზე ცნობილი მუსიკოსი. ჰყავს გარიგებით შერთული მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. უყვარს ქალი, რომელიც შორეულ წარსულში დაატოვებინეს. ცხოვრები აზრი – ერთადერთი: დაუკრას ვიოლინოზე, რადგან თვლის, რომ მუსიკაში მისი სიყვარული ცოცხლობს. მხოლოდ მუსიკოსებს შეუძლიათ გაიგონ, ალბათ, რას ნიშნავს ინსტრუმენტი. თანაც – საყვარელი ინსტრუმენტი, რომელიც ჟღერადობის გარდა მთელი ისტორიაა. ის გახსენებს ყველაფერს, რაც ცხოვრებაში გინახავს. მისი ხმა მხოლოდ შენთვის გასაგებ ენაზე ყვება დიად ამბებს. მღერის ახალგაზრდულ ვნებებზე და გიფორიაქებს სულს.

ისტორია იწყება ვიოლინოს მტვრევით. მასთან ერთად იმსხვრევა ნასერ ალის მთელი ცხოვრება. ცდილობს შეცვალოს ინსტრუმენტი, მაგრამ ვერაფერს ახერხებს. ის ჟღერადობა, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩაესმოდა – შეუცვლელია. აღარაფერი რჩება მუსიკოსს ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ ჩაწვეს ლოგინში და დაელოდოს სიკვდილს.

ზუსტად რვა დღე სიცოცხლის დასრულებამდე.

ფილმი, რომელზეც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მოეწონება, გუშინ ვნახე. აქამდე ვერ წარმომედგინა, რომ იუმორი შეიძლება იყოს ასეთი სახალისო და ამავდროულად ასეთი სევდიანი. სურათის ავტორები ერთობიან ყველაფერზე: ადამიანურ სისუსტეებზე, ექსპრესიულ გრძნობებზე, დიად ორატორებზე და სიკვდილზეც კი. მსგავსი დინამიური სიუჟეტი, მერწმუნეთ, იშვიათად თუ გინახავთ. BIAFF–ის სტუმრები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში შევეჩვიეთ დამთრგუნველ და დიდად ჩასაფიქრებელ ისტორიებს, რამოდენიმე ათეული წუთით სიცილს ვერ ვიკავებდით . ეს იყო რაღაც საოცარი, მაყურებლის გამაერთიანებელი პასაჟები, რადგან არ არსებობდა ადამიანი, რომელიც საერთო მუხტს არ აჰყვებოდა და იტყოდა – მოდი სეანსს დავტოვებ.

ვერ მოგიყვებით სიტყვებით, რატომ უნდა ნახოთ ფილმი. უბრალოდ მინდა – შენ, ვინც ამ პოსტს კითხულობ, იჯდე ჩემს გვერდით დიდ ეკრანთან და ჩვენს სხეულებში ერთნაირი გრძნობები წარმოიშვებოდეს. „ქათამი ქლიავით“ ჩემთვის ერთადერთი ფილმია, რომელშიც თითოეულ კადრს, თითოეულ სიტყვასა და დეტალს მნიშნელობა აქვს. არასოდეს მიფიქრია, რომ განათება ასეთ მეტყველი იქნებოდა ეკრანზე. რეჟისორები სინათლით გვიყვებიან, ხშირ შემთხვევაში, რა არის მნიშვნელოვანი და რა – არა.

თუმცა, ყველაფერი მთავრდება ისე, რომ დარბაზის დატოვება აღარ გსურს. უბრალოდ ზიხარ და ღვარად ჩამოგდის მარილიანი სითხე თვალებიდან. ბედნიერი აღმოვჩნდი, რომ ჩემს გვერდით ჩვენი დროის ლეგენდა, ელდარ შენგელაიაც იჯდა, რომლის რეაქციაც ზუსტად ემთხვეოდა ჩემსას. შუქის ანთებიდან კიდევ რამოდენიმე წუთს შევყოვნდით დარბაზში. მაინც, მამაკაცები ვართ – ვმალავთ სისუსტეებს, ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულს.

  1. ეს ფილმი ვნახე ეხლა და თავიდან წავიკითხე შენი პოსტი, ხოდა, გული დამწყდა რომ დარბაზში არ ვიჯექი და დიდ ეკრანზე ვერ ვნახე:/

  2. ძზალიან გასხვავებული ბლოგი გაქვთ.მომწონს ძალიან

  3. არ მიტირია მაგრამ გეთანხმები რომ ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია! ველოდი, გამოვიდა, ვნახე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი! ბიაფზე ნომინირებული სხვა ფილმები ჯერ არ მინახავს, ამიტომ მიჭირს მაინც ფავორიტად დასახელება, თუმცა უპრიზოდ რომ არ დარჩება ამაში დარწმუნებული ვარ😉

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: