BIAFF, ხავერდოვანი ბათუმი და ჩემი ქალი, რომელიც არასოდეს დამტოვებს

ბათუმი ყოველთვის ახერხებს ჩემს გახარებას – არც ამჯერად მიმტყუნებს იმედებს.

უკვე სამი დღეა აქ ვარ. მიზანი ერთია, დიდი და ნათელი, რამდენიმე დღით მაინც დავისვენო დამღლელი თბილისური ზაფხულისაგან, განვიტვირთო კარგი კინოს ყურებით და გავერთო ახალ ადამიანებთან ერთად, რომლებიც, ეჭვი მაქვს, ყველაზე მრავალფეროვანი „სექტაა“ საქართველოში. ბლოგერები უკვე დიდი ხანია დაეხეტებიან ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ივენთების გასაშუქებლად. ხან – მიწვევით, ხან – საკუთარი ინიციატივით. თუმცა მე, მხოლოდ რამოდენიმე მსგავს შეკრებაზე თუ აღმოვჩენილვარ და მათგან ყველაზე დასამახსოვრებელი ეს ერთი კვირა შეიძლება იყოს. ფაქტია – პირველი დღეები მაძლევს ამ ვარაუდის გამხელის მიზეზს.

BIAFF – ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელიც უკვე მეშვიდედ ტარდება. საინტერესო სტუმრები, გემოვნებიანი კინო და ჩემთვის ყველაზე ლამაზი სიმბოლო – მომენტალურად ასოცირდება ამ ფესტივალთან (მალე: იხილეთ ცხენთევზას ფორმის ტატუ ჩემს სხეულზე🙂 ).

არცთუ ცოტა ხალხი შეიკრიბა კინოთეატრ „აპოლოში“. ცოტა უცნაურად ვგრძნობდი თავს. ბევრ ადამიანს ვხედავდი… ვხვდებოდი, რომ მათი სახელები და გვარები მეტყოდნენ მთელს ამბავს, მაგრამ ამ სფეროში არცთუ დიდი განათლების გამო, ამ ეტაპზე თავი შევიკავე ინტერვიუების ჩაწერისაგან და მხოლოდ ჩემს გემოვნებას მივანდე ამბის აღწერა.

  
  

ფესტივალის მონაწილე ფილმების ანონსი ფრიად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩემთვის. ჩემი შავი „ნოუთბუქი“, რომელიც საუკეთესო მდივნის ფუნქციას მისრულებს, უკვე აჭრელდა ფილმების სათაურებით, რომლებიც უახლოეს დღეებში აუცილებლად უნდა ვნახო. ცხადია, მთლიანი BIAFF დაკომპლექტებულია ე.წ. ინტელექტუალური ფილმებით. ასეთი ჟანრის მოყვარულთათვის ფესტივალი ერთგვარი შვებაა დიდ ეკრანებზე მოჭარბებული ბლოკბასტერებისა და ბანალური კომედიების შემდეგ. ასე რომ, სულაც არ გამკვირვებია, როდესაც კინოთეატრის დარბაზი ბოლომდე შეივსო და გახსნის ცერემონიალიც დაიწყო.

საერთაშორისო კონკურსი – მხატვრული ფილმების სერია
ფოტოზე დაკლიკებით იხილეთ ფილმის თრეილერი

Beyond The Hills

Broken

Chicken With Plums

House With A Turret

In Darkness

In The Fog

Üksik saar (Lonely Island)

The Last Step

The Almost Man

მცირე მისასალმებელი სიტყვის შემდეგ საღამოს წამყვანებმა, ტრადიციულად, ფესტივალის სპეციალური ჯილდოების მფლობელები გამოავლინეს. პირველად სცენაზე, კინოს ისტორიაში შეტანილი განსაკუთრებული წვილისათვის ჯილდოს მისაღებად ელდარ შენგელაია ავიდა. მისი მცირე მიმართვა აუდიტორიისადმი, როგორც ჩანს, წინასწარ მომზადებული ნამდვილად არ იყო. მან მადლობა გადაუხადა ფესტივალის ავტორებსა და შემოქმედებით ჯგუფს. ბათუმის სიყვარულზეც გვესაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ ძველი ქალაქი ბევრად უფრო ხიბლავდა, ვიდრე – თანამედროვე.

მეორე პრიზი, რედაქცის სპეციალური ჯილდო თურქ  რეჟისორს, ნური ბილგე ჯეილანი გადასცეს.სიტყვაძუნწი აღმოჩნდა სტუმარი ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან. მხოლოდ მადლობით შემოიფარგლა და ოქროსფერი ცხენთევზათი ხელდამშვენებულმა დატოვა სცენა.

გახნის ფილმად ფესტივალის ორგანიზატორებმა „ვარშავის ბრძოლა 1920“ შეარჩიეს. ფრიად გაკვირვებული დავრჩი ამ გადაწყვეტილებით, რადგან, როგორც ჩემი მცირე ალღო მკარნახობდა, სულაც არ იჯდა ეს სურათი ფესტივალის ერთიან სტილში. როგორც შემდეგ გავარკვიე, ამ აზრს ბევრი იზიარებდა, თუმცა ფილმი რეჟისორის, როგორც პერსონის პატივსაცემად აჩვენეს. ფაქტი ისიცაა, რომ ჯერზი ჰოფმანი (რეჟისორი) ბათუმში არ/ვერ ჩამოვიდა, ფესტივალის ორგანიზატორებს მოუბოდიშა და მხოლოდ პოლონეთიდან გულთბილი მოკითხვით შემოიფარგლა. დამღლელი ოპერატორული ნამუშევარით თვალებაცრემლებულმა მაინც ბოლომდე ვუყურე ფილმს, თუმცა შინაგანი აღფრთოვანების მინიმალური დონეც კი ვერ გამოვიწვიე. თუმცა, არ გვინდა ფილმზე, რომელიც არ მომწონა. ჯობია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მოხდა ისეთი, რაც ჩემს ცხოვრებას მნიშვნელოვან კვალს დაამჩნევს:..

მე ვიპოვე ქალი…

გახსნის ცერემონიალის დამთავრებისთანავე გავემართეთ ბანკეტზე. მეგონა ჩვეულებრივი ალაფურშეტი, შთამაგონებელი გამოსვლები და უამავი სამადლობელი ტექსტი დამხვდებოდა, თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მე წარმოვიდგენ ხოლმე – წინასწარ.




გემრიელი საჭმელობებიც იყო და სამადლობელი გამოსვლებიც, თუმცა ყველაფერი მალე დამთავრდა და ფესტივალის ორგანიზატორებმა ერთი სიფრიფანა გოგო წარგვიდგინეს. გვითხრეს, რომ სუსანა ბერივანი ბერლინიდან  სულ ცოტა ხნით ჩამოვიდა და რამდენიმე დღეში კონცერტსაც გამართავს პიაცაზე. პირველი შთაბეჭდილება თვალებში ოდნავ დაბნელებითა და გულის ძლიერი აჩქარებით გამოიხატა. თუმცა ეს არაფერი იყო იმ გრძნობასთან შედარებით, რაც გიტარაზე სიმების პირველმა გარხევამ გამოიწვია. ამის შემდეგ კი სიმღერა დაიწყო. მივხვდი მხოლოდ ერთს: ვიპოვე ქალი, რომელიც ყოველთვის იქნება ჩემს გულში, ყურსასმენებსა და იუთუბის Favorite playlist- ში. არ ვიცი, რამდენად მოახდენს შთაბეჭდილებას სუსანას ჩანაწერში მოსმენა, თუმცა სიტყვა არ გადმოსცემს იმ გულის ფანცქალს, რასაც მისი ცოცხლად მოსმენა იწვევს.

არ ვიცი კიდევ როგორ გადმოგცეთ ჩემი აღფრთოვანება, თუმცა, ვიტყვი ერთს და ყველა ის ადამიანი, ვინც მიცნობს, მიხვდება თუ როგორ ტრანსში ვიყავი. სუსანის გამოსვლის დროს დარბაზში შემოიტანეს უზარმაზარი ტორტი, BIAFF–ის წითელი ლოგოთი. საზეიმოდ დაჭრეს და სტუმრებს დააგემოვნებინეს. გემრიელი იყო. თუმცა ეს მხოლოდ გადმოცემით ვიცი, რადგან არც ტორტის გამოჩენა, არც დაჭრა და არც გატანა არ შემიმჩნევია . ყველაფერი დამთავრდა ისე, რომ მაშინვე ვიყიდე CD, მაშინვე გადმოვწერე ტრეკები კომპიუტერსა და აიპოდში. დღეიდან სუსანა ჩემია. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს მიმატოვებს თუ ოდესმე, ბევრი წლის შემდეგ, თავად არ მომინდა ასე.

BIAFF–ის პირველი დღე ემოციურად დატვირთულმა და ასე, უგონოდ შეყვარებულმა დავასრულე. გული მიგრძნობს, წინ დიდი/დიადი დღეები მელის…

  1. სუზანას მიმიკები :> <3<3<3

  2. Reblogged this on and commented:
    ბლოგზე Journaliar ბათუმის საავტორო კინოფესტივალის საფესტივალო დღეების მიმოხილვა გამოქვეყნდა

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: