ჯვრები გავთხაროთ პიდარასტებს – წერილი ჩემს დებს

მაპატიეთ დებო! ვიცი, თქვენი მოძღვრები ყველაფერს გირჩევნიათ ამ ქვეყნად, ჩემ თავსაც კი… თქვენი ძმა, უბრალოდ, აზროვნებას არ იხშობს და გულწრფელად თანაგიგრძნობთ, რომ თქვენი ცხოვრება შავოსნების ხელში აღმოჩნდა.

დღეს რაც მოხდა ყველამ კარგად იცით… დიდხნიანი შემოქმედებითი კრიზისის შემდეგ, მმკ და სხვანი ტრიუმფალურად დაუბრუნდნენ ქართულ შოუ-ბიზნესს.

იცით, ყოველთვის მაღიზიანებდნენ გეები. არა, გეები არა… გეების ის ნაწილი, რომლებიც საკუთარი იდენტობის საზოგადოებაში დასამკვიდრებლად აგრესიულ და პროკაციულ გზებს მიმართავდნენ. ხშირად ბევრს ავიწყდება სად ცხოვრობს, ან არც… და უბრალოდ თავი ახალი მარტინ ლუთერ კინგი ჰგონია, საქართველო კი განვითარებადი ქვეყანა. ვერასოდეს თავავუგრძნობდი ადამიანებს, რომლებიც პლაკატებით ხელში გამოდიოდნენ ქუჩაში, სკანდალურ ინტერვიუებს იძლეოდნენ ჟურნალ-გაზეთების რეპორტიორებთან, სოციალურ ქსელში აჭენებდნენ საზოგადოების დიდი ნაწილისათვის გამაღიზიანებელ სტატუსებსა თუ ფოტოებს. არც იმის მჯერა, რომ ადამიანურ დონეზე, ხელისუფლების ბერკეტების ჩარევის გარეშე, შეიძლება გადაწყდეს ჰომოფობის (და კიდევ სხვა ტერმინები როა ბევრი) პრობლემა. შესაბამისად ასეთი ქცევებით ქართველი გეების გარკვეული ნაწილი თვალში ჯოხს ურჭობს დაძინებულ გოლიათს, რომლის გაღვიძებაც კარგის მომტანი საეჭვოა იყოს.

მეორე მხრივ შავოსანი მღვდლები, რომელთა ღვაწლსაც მხოლოდ თანამოქალაქეების თავებზე ჯვრების გადამტვრევასა და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ცემატყეპაში ვხედავ. რა დასამალია და იყო დრო, როდესაც ამ შავოსანთაგან ერთ-ერთი ჩემი მოძღვარი იყო. ადამიანი ვიწრო აზროვნებით, რომელიც საღმრთო სჯულით მოხერხებულად სპეკულირებდა. ვითომ არაფერი. მშვიდობიანი და კანონმორჩილი მრევლი ჰყავს, თუმცა საკმარისია ერთი სიტყვა, რომ ეს ადამიანები მზად არიან ღმერთის სახელითა და მოძღვრის კურთხევით უკიდურესად საშიში ქმედებები ჩაიდინონ. პირველად იყო «ჰელოუინი», მერე «და ვინჩის კოდი», «ქრისტეს ვნებანი», «საიდუმლო სირობა»,”კავკასიის” ინციდენტი და კიდევ სხვა ბევრი გახმაურებული სკანდალი. თითქოს, ასეთი გამოხტომების გარეშე მათ არ შეუძლიათ იღვაწონ და ილოცონ საკუთარი და სხვა ადამიანების სულების გადასარჩენად.

როდის წამოვედი, არ მახსოვს. ეს იყო დიდი ხნის ცოლ-ქმარს შორის განქორწინების მსგავსი. როდესაც არავინ იცის ბოლოს რა მოხდა. უბრალოდ, დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა და ილექებოდა პრობლემები. გულში კვდებოდა სათქმელი, რომელსაც არავინ ამბობდა, რადგან ეს, ოჯახის წესების მიხედვით, მიუღებელი იყო.

მე წამოვედი, მაგრამ ჩემი ორი და, რომლებიც ყველაფერს მირჩევნია ამ ქვეყნად, ისევ «სექტანტი მრევლის» რიგებშია. გული მწყდება, თუმცა არ შემიძლია რაიმე შევცავლო მათ აზროვნებაში, ისევე, როგორც მათ არ შეუძლიათ შეცვალონ რაიმე ჩემსაში.

დღევანდელ ამბებს, ვიცი შეაფასებენ, ამ მღვდელთა გაერთიანების მიერ ჩადენილ კიდევ ერთ გმირობას და ჩემნაირად მოაზროვნე ადამიანების კიდევ ერთ დიდ მარცხს. თუმცა, უნდა ვთქვა, ჩემსა და აქციის ნომაწილეთა აზროვნებებს შორის განსხვავება დიდია. ამ ყველაფერზე მესამე აბზაცში ვისაუბრე და აღარ ღირს გაგრძელებად. მოკლედ რომ ვთქვა, მე არ მინდა, რომ ადამიანების პატარა ჯგუფი საზოგადოებას აღიზიანებდეს. არ მინდა, რომ ერთმა ვარდისფერმაისურიანმა ყველა ვარდისფერმაისურიანის ნაცვლად ისაუბროს. არ მინდა, რომ ერთმა პირსინგიანმა ყველა პირსინგიანის უფლებები მათ დაუკითხავად დაიცვას. თუ საქართველოში ნებისმიერი უმცირესობის უფლებები მასობრივად დაირღვევა, ყველა (!) ქუჩაში უნდა გამოვიდეს და დააფიქსიროს თავისი აზრი. 20-30 ადამიანი კი ნამდვილად ევრ გამოხატავს იმხელა მასშტაბის უმცირესობის აზრს, რომელსაც სექსუალური უმცირესობა ჰქვია. მათ ჩანასახშივე იცოდნენ, რომ ეს აქცია პწკენასავით იქნებოდა საზოგადოებისათვის. მათ იცოდნენ, რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა, იცოდნენ ისიც, რომ ჰომოფობიას ებრძოდნენ ერთ-ერთ ყველაზე ჰომოფობიურად განწყობილ საზოგადოებაში, თუმცა მაინც არ შეიცვალეს აზრი. არ დაფიქრდნენ მოსალოდნელ შედეგებზე და მაინც გამოეფინენ ყველაზე თვალისმომჭრელი დროშებით ხელში.

ყველაზე მეტად დღეს მანდილიანმა ქალმა გამაღიზიანა. მისი გონების სიბნელე იმდენად შესამჩნევი და მიუღებელია ჩემთვის, რომ ბედნიერი ვარ – არ ვიცნობ. როგორც გავარკვიე, სწორედ ის ყოფილა მმკ-სა და სხვა ექსტრემისტების მობილიზების თავოსანი. როგორც ჩანს, ერთი ზარი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ შავ მამებს გადაეძახათ ერთმანეთისთვის, «წამო, ჯვრები გავთხაროთ პიდარასტებსო» და წუთი-წუთზე რუსთაველზე აღმოჩენილიყვნენ. სიძულვილის წინააღმდეგ გამართული აქცია, რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს ჩემთვის, უფრო მიუღებლად, «უცოდველების» ქვების სროლით დაასრულეს.

და საბოლოოდ მოხდა რა?! ოცდაათამდე ადამიანი სახლში დაბრუნდა; Fეისბუკი ერთფეროვანი სტატუსებით აჭრელდა; «საღმრთო საქმის» ჩამდენმა მღვდლებმა უდრტვინველად განაგრძეს მრავალთა სულებისთვის ლოცვა და ჯონ ბასმა თქვა, ეს ყველაფერი სირცხვილიაო. საინფორმაციო გამოშვებებმა ნახევარ წუთიანი სიუჟეტები მიუძღვნეს მომხდარს, ჩემი დები ფიქრობენ, რომ ყველაფერი სამართლიანად დასრულდა.

ყველა საქმეს უნდა ჰქონდეს შედეგიო. ველოდები მომავალ აქციას, სადაც 30-ის ნაცვლად 40 ადამიანი შეიკრიბება და ისევ განაგრძობენ სრულიად სექსუალური უმცირესობის სახელით ფერადი დროშების ფრიალს. დარწმუნებულები იყავით, ისევ გამოჩნდება მანდილიანი ქალი, რომელიც ერთხელ დაურეკავს ვიღაცას და ისევ «გათხრიან ჯვრებს პიდარასტებს»

photo by: http://springator.livejournal.com

  1. gultmisani unda iyo, rom gaigo, mtels am oromtrialshi ra aris simartle — mizezi, shedegi da namdvili mizani. tavgza amebna. myvirala satauria. ara mgonia, jvrebi aset “pativze” datanxmdnen…samwuxaroa, rom aset winadadebebs, saertod, weren.

  2. gultmisani unda iyo, rom mixvde mtelsa am oromtrialshi ra aris simartle —mizezi, shedegi da namdvili mizani.

  3. არ გეწყინოს და სწორად გამიგე მაგრამ ვიღაცების (თუნდაც “სასულიერო პირების”) სამარცხვინო საქციელი შენ არ გაძლევს იმის უფლებას რომ მთელ მართლმადიდებელ მრევლს და ზოგადად მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ასეთი შეურაცხყოფა მიაყენო. რა არის ეს? რა სათაურია? ეს პრობლემები ჩვენ უფრო ფართო ჭრილში უნდა განვიხილოთ, საქმე ისაა რომ არსებობს კარგად ორგანიზებული და სტრუქტურულად საკმაოდ კარგად განვითარებული სისტემა (თუ რა ძალაა ეს, ამაზე შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ), რომელიც ცდილობს გააკეთოს ყველაფერი ქართველი ერის, მისი უმნიშვნელოვანესი ფასეულობების და ყველაფერ ქართულის საწინააღმდეგოდ. ამას აკეთებენ საკმაოდ ორგანიზებულად, მიზანმიმართულად და გეგმაზონიერად. სწორედ ამ სისტემის ნაწილია ეს ე.წ. მმკ_ც, ეგ ხალხიც, რომელიც ვიღაცის “უფლებების დასაცავად” აქტიურობს და ა.შ. დეისაძის საზიზღრობა როცა დაიწერა, ვინ გაუკეთა ყველაზე დიდი რეკლამა მაგას? აბა დაფიქრდი, სწორედ “მმკ_მ”. შავი პიარი სინამდვილეში ყველაზე მძლავრი და ყველაზე დიდი პიარია, ეს ცნობილია. ასევე ცნობილია მარკეტინგული ხერხი (რომელიც გამოიყენება არა მხოლოდ ეკონომიკაში კომერციული მიზნებისათვის), ორი პატრნიორი, ან პარტნიორთა ჯგუფი მოქმედებს ერთობლივად, რაიმე პროდუქტი (ან “პროდუქტი”!) შეიქმნება ერთი ჯგუფის ან პიროვნების მიერ, ხოლო მისი პარტნიორი მეორე ჯგუფი ან პიროვნება გამოდის საჯაროდ და საშინლად აკრიტიკებს მას, “სკანდალს” იწვევს, ერთ ამბავს ტეხს, სინამდვილეში კი რა ხდება? ისინი ერთად მოქმედებენ და ამ “პროდუქტს” უზარმაზარ რეკლამას უკეთებენ, კოლოსალური მასშტაბებით ახდენენ მის პოპულარიზებას და საზოგადოებაში, მასებში იწვევენ მძლავრ ინტერესს. ასეთი რეკლამა გაუკეთეს მმკ_ს ხალხმა სწორედ დეისაძეს და მისთანებს, რასაც ახლაც აგრძელებენ. ბოლოს და ბოლოს ვიღაცამ თუ ვიღაცას თავში ჯვარი ჩაარტყა, ეს პირველ რიგში ჯვრის და სარწმუნოების შეურაცხყოფაა, ამაზე რატომ არავინ ლაპარაკობს? განა ეს ელემენტარული არ არის? საქმე ძალიან სერიოზულადაა და ღრმა გაანალიზება ჭირდება ამ ყველაფერს. რაც შეეხება გეებს (თუ რასაც ეძახით მაგ ხალხს) და მათ უფლებებს, გასაოცარია პირდაპირ, თქვენ განა არ იცით სად ცხოვრობთ? არ იცით რომ ეს განსხვავებული კულტურული სივრცეა და განსხვავებული ცნობიერების სივრცეა? თქვენ აქ მართლა ევროპა ხომ არ გგონიათ? თუ ძალიან მოგწონთ ის კულტურული თუ იდეოლოგიური სივრცე, როგორიც ევროპაშია, ასეთი ხომ უკვე არსებობს და მიბრძანდით იმ ევროპაში ბატონო, აქ რა გნებავთ? თქვენზე მოერგოს ყველა? როდესაც ქართველ ერზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ რა არის ქართველი ერი, უნდა ვიცოდეთ მისი ისტორია, კულტურა, რელიგია, ზნე-ჩვეულებები, სხვადასხვა მახასიათებლები, ეროვნული თავისებურებები (დავაკვირდეთ კარგად!), ფასეულობათა სისტემა და ა.შ. ეს კი საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უბრალოდ არ იცის, ეს ნიშნავს დეგრადაციას, და სწორედ ასეთი დეგრადაციის შედეგია ის რომ დღეს აქ ლაპარაკია გეებზე და მათ “უფლებებზე”. რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ყველა ლაპარაკობს, მაგრამ შესაბამისი ცოდნა ძალიან ცოტას თუ აქვს. დავუკვირდეთ ყველაფერს, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ ვინ ვართ და რა გვინდა. ეს ვერ გაგვიგია და აქედან მოდის ეს ქაოსიც და უბედურებაც. ბოდიში, ბევრი ვწერე, იმედია ვინმეს შეურაცხყოფა არ მივაყენე, ეს ჩემი მიზანი არ ყოფილა და არასდროს იქნება.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: