ჭეშმარიტება ადგილზე მიტანით

მივმართავ ოცდაათ ქართველ ბიჭუნას, რომლებმაც სცემეს ერთი მუსლიმანი თანასკოლელი.
მივმართავ მათ, ვინც ყიდის საკუთარ ჭეშმარიტებას, ადგილზე მიტანით.
მივმართავ მათ, ვინც უპატივცემულოდ ეპყრობა სხვის აზრსა და რწმენას.
მივმართავ ყველას, ვისაც არ ჰყოფნის ერთი სიცოცხლე და ცხოვრობს სხვათა ცხოვრებით.
ნუ იქნევთ თქვენს წიგნებს, ბროშურებს, ხელებსა და ხელჯოხებს.
ნუ ამოეფარებით სიმართლეს, რათა ჩაიდინოთ უსამართლობა.
ნუ ჩაიდენთ ბოროტებას სიკეთის სახელით.
ნუ მოახვევთ თავს თქვენს მრწამსს სხვას, რაოდენ დარწმუნებულიც არ უნდა იყოთ მის ჭეშმარიტებაში.
რადგან ყველას აქვს უფლება, სწამდეს ის, რაც სწამს.
უყვარდეს ის, ვინც უყვარს.

და თუ თქვენ მართლა იპოვეთ ჭეშმარიტება, აცადეთ სხვებს. აცადეთ, მათაც იპოვონ იგი.
იპოვონ თვითონ, დაუხმარებლად.
ნუ წაართმევთ მათ აღმოჩენის სიხარულს.
ნუ დააძალებთ იმ რომანის წაკითხვას, რომელიც ყველა ჩვენგანის ბიბლიოთეკაში დევს; ერთხელაც, მტვერს სულს შევუბერავთ, გადავშლით და აღვფრთოვანდებით საკუთარი ნაპოვნით.
ნუ გგონიათ, რომ პირველმა მიაკვლიეთ საგანძურს და ახლა უპოვარზე მაღლა დგახართ.
სიყვარული ადამიანშია. არა ერთ ჯგუფში ადამიანთა, არამედ მთლიანად – კაცობრიობაში.
ყველა ადამიანშია ღვთის ხმა და მას სინდისი ჰქვია.
აცადეთ ცხოვრება ბუდისტს, ებრაელს, მუსლიმანს, ათეისტს.
მიუტევეთ ტერორისტს, მიუტევეთ მკვლელს.
რადგან თქვენთვის არავის მოუცია განკითხვის უფლება.

და თუ თქვენ მართლა იპოვეთ ჭეშმარიტება, განა არ იცით, რომ მისკენ უამრავი გზა მიდის?
აცადეთ სხვებს სიარული თავ-თავის გზაზე.
დაე ეთაყვანონ სხვები თავის ღმერთებს ან უღმერთოებას.
თუ სამყაროს სილამაზეს არ შეუძლია მათ მიაგნებინოს ჭეშმარიტება, თქვენი მოქნეული მუშტი ნამდვილად ვერაფერს შეცვლის.
იყვნენ ისინი უძღები შვილები.
რადგან დაბრუნებული უძღები შვილის სიყვარული უსაზღვროა.
აცადეთ ეძებონ, რადგან თქვენ მათ ვერ აძლევთ კარგ მაგალითს.
თქვენ ქადაგებთ მიმტევებლობას და ფეხქვეშ იფენთ მიუტევებლად;
ძალადობით სიყვარულს ვერავის ასწავლით. გზასაც მოუჭრით და ვინ იცის, იქნებ ზუსტად სიმართლისკენ მიმავალს
თქვენ არ გიპოვიათ ჭეშმარიტება.
თქვენ არ გიძებნიათ ჭეშმარიტება.
თქვენ იცით, რომ იქ, სადღაც, ჭეშმარიტება არსებობს და გაშმაგებით იცავთ მას, როგორც ძაღლი იცავს მიწაში ჩამარხულ სარჩოსა და საბადელს.
ძიების დაწყება არასდროსაა გვიანი.
ჭეშმარიტება ხომ სიყვარულია? მაშ, გვანახეთ თქვენი სიყვარული.
გვანახეთ თქვენი სითბო;
ძალადობის მაგიერ გამოიჩინეთ ქველმოქმედება;
გაეცით სიკეთე თქვენი ხელით.
გაეცით სიკეთე თქვენი ჯიბიდან.
გაეცით ახლა.
მოექეცით ისე, როგორც თქვენ გინდათ მოგექცნენ.
გიყვარდეთ მოყვასი თქვენი.
მტერი?
მტრები თქვენ არ გყავთ.

გიორგი ჭილაია

  1. გიორგი მიხარია, რომ არსებობენ კიდევ ასეთი ადამიანები”შენნაირები”,ვკითხულობდი და ჩემს ემოციეებს თითქოს ვეღარც ვაკონტროლებდი.
    ძალიან მაგარია ავღრთოვანდი.

  2. ძალიან, ძალიან კარგია.
    გეთანხმები.

  3. სრულიად ვეთანხმები გიორგის!😉

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: