“თბილისის ბოზები” პირწიგნაკზე

2009 წლის 25 ივნისს მაიკლ ჯეკსონი გარდაიცვალა. ამის შესახებ ცნობა მთელ მსოფლიოში სულ რამდენიმე საათში გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ აქტიურ ჟურნალისტიკაში ვმუშაობდი, ამბავი პოპ–ვარსკვლავის იმქვეყნად მივლინების შესახებ არა რომელიმე საინფორმაციო სააგენტოს ან ოფიციალური ვებ–გვერდის საშუალებით, არამედ, Facebook–ით შევიტყე. როგორც შემდგომ გავარკვიე, ამერიკელ ჟურნალისტებს უბრალოდ წყარო არ ჰყავდათ, შესაბამისად ნიუსიც ჩავარდა. საქართველო ხომ არ არის, ასეთი სათაურები წამოეჭიმათ: „დაუდასტურებელი ინფორმაციით ჯეკსონი მოკვდა“ ან „მოკვდა?!“…

ამ რამდენიმე კვირის წინ, თბილისი პანიკანარევმა ჰუმორმა მოიცვა. სადაც ორი ადამიანი იდგა, იქვე ლეღვის ფოთლის ნახარშის აჩრდილი წამოიმართებოდა. ყველა ამაზე საუბრობდა. მოსახლეობის უმეტესობამ ტელევიზიის საშუალებით უკვე იცოდა ამ სითხის მავნებლობის შესახებ. თუმცა ნახარშით დამწვართა რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა. ეს ყველაფერი ტრაგიკომედიას დაემსგავსა. საბოლოოდ კი, როგორც იქნა, თავისი ლოგიკური დასასრული ჰპოვა. როგორც შემდეგ გაირკვა, ე.წ. უკეთ გასარუჯი საცხის რეცეპტი სოციალურ ქსელში გავრცელდა. გამოფეისბუკებულ ახალგაზრდებს კი მეტი რა უნდოდათ. დაკრიფეს ფოთლები…

რა შუაშია ჯეკსონი, ლეღვის ნახარში და ქართული ჟურნალისტიკა. უკმეხად გპასუხობთ – მათ კავშირი არ აქვთ. ამ ამბების მოყოლით უბრალოდ მინდოდა ერთგვარად შემემზადებინა ჩემი პოსტის თემა: „სოც.ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის ხარისხი, მისდამი ნდობის ექვივალენტი და სარგებელი/ზიანი“

როდესაც Facebook–ის ბნელ მხარეს ვიკვლევდი, ბევრ საინტერესო ფაქტს, გვერდს, სტატუსს და ა.შ. წავაწყდი. შეგიძლიათ ეს ბლოგპოსტი თავიდან ან სულაც პირველად წაიკითხოთ. მანამდე კი ახალი ამბავი… საკითხავია ვისთვის ახალი, ვისთვის – უკვე დრომოჭმული.

Tbilisis Bozebi” – ასე ჰქვია იუზერს, რომელსაც დღეს გადავაწყდი. არ იფიქროთ, რომ სოც. ქსელში სექსმუშაკებს დავეძებდი. უბრალოდ, ჩემმა მეგობარმა გამიზიარა ეს გვერდი. თავიდან ხუმრობა ან „გამარჯობა, მე ვარ ბოზი/პიდარასტი/მეშახტე“–ს გაგრძელება მეგონა, მაგრამ როდესაც შიგნეულობა კარგად გამოვიკვლიე, მივხვდი, რომ საქმე ჟამთააღმწერელთან მქონდა.

წარმოგიდგენთ ფოტოების დისქრიფშენებს (შესაბამისი ცენზურის დაცვით):

kacebs rom t#$%vs sipatze ar etyoba? – საუბარია სათვალიანი ბიჭის ფოტოზე

“dadiani” aman vitom babniki varo da exla kacebzec gadavedio. damijeret roca aq vwer utyuari informacia maqvs🙂 vitom kacebs rom t#$%v originaluri xar upro tu ra xdeba – მგონი იგივე სათვალეებიანი ბიჭია

beshqena da burjaliani.yvelaze wyvili.rava begurebivit miyujulan (inlove) – ორი ბიჭის ფოტო

amiko burjaliani.ra sicocxleaaa… prosta tr^&shi t$%^ven kacebi da tviton maxinj gogoebs t$%^vs ai ase shveicariuli saativit aris awyobili misi cxovreba

dudi ziraqashvili. es pedikia tu vinaa jer ver davadgine magram male mogawvdit informaciebs

es darbis indaurivit da clubebshi t%^&vs bozebs

და მრავალი მისთანი…

მივიღე ინფორმაცია: თბილისში არიან ლესბოსელები, გეები, „ბაბნიკები“, „სექსის ხამები“, პროსტუტუტები/კები… ინფორმაციის ხარისხი ჩემთვის განისაზღვრება იმით, თუ როგორი წყარო მაწვდის მას და რამდენად სასარგებლოა მისი მიღება ჩემი გონებისთვის. როგორც გვერდის ინფოში წერია, იუზერი, რომელსაც „Tbilisis Bozebi”-ს სახელით ვიცნობთ, მამრობითი სქესისაა. იმის გათვალისწინებით, რომ ფოტოალბომებში, ძირითადად, ბიჭების, გვერდის ავტორის ინფორმაციით კი – გეი ბიჭების ფოტოებია განთავსებული, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის თავადაც არატრადიციული ორიენტაციისაა. სხვაგვარად ვერ ვხსნი, როგორ შეიძლება „იცოდეს“ ამდენი რამ იმ ადამიანების შესახებ, რომელსაც ფეისბუკ საზოგადოებას აცნობს როგორც „თბილისის ბოზებს“. სავარაუდოდ, საქართველოში გავრცელებული ჰომოფობიური გარემოპირობების გამო, გვერდის ავტორი თავის თავს მალავს. ამ ყველაფის ფონზე მე უკვე მაქვს უნდობლობა მის მიმართ. არა იმიტომ, რომ ჰომოფობი ვარ, არამედ იმიტომ, რომ არ ვიცი, ვინ არის ის, რა მიზეზი ამოძრავებს და რა მიზნისკენ ილტვის. ვინაიდან არ ვენდობი წყაროს – არ ვენდობი არც მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

რაც შეეხება ინფორმაციის სასარგებლოობას ჩემთვის, პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ ინფორმაციამ არაფერი მომცა. პოსტის დაწერის იდეის გარდა. ამ ფოტოალბომებში არცერთი ჩემი ნაცნობი, ნათესავი და, მითუმეტეს, მეგობარი აღმოჩნდა. ზიანი კი, შეიძლება, ბევრს მოუტანოს. იმ შემთხვევაში თუ ვინმე წაიკითხავს ამ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას… იქ აღმოაჩენს თავის ნათესავს, ნაცნობს ან მეგობარს… თუ მისი დაფარული (ან არც) ჰომოფობიური შინაგანი მე მოქმედებას დაიწყებს ბევრ ვინმეს შეიძლება შეექმნას პრობლემა პირადი ცხოვრებიდან დაწყებული – კარიერით დამთავრებული.

ხშირად ადამიანები არ ვაანალიზებთ იმ ინფორმაციას, რასაც ვიღებთ. არ ვფიქრობთ მივიღოთ თუ არა ესა თუ ის სიმართლე. გულზე გვხვდება „სტურუა გადააყენეს“ და არც ვუკვირდებით მიზეზებსა თუ მიზნებს. უბრალოდ, გავრბივართ აქციაზე. ჩემი მასწავლებელი ამბობდა: ადამიანებს ყურებს შორის ერთი დიდი პრესი აქვსო. ყველა სიტყვა, რასაც გაიგებ, ამ პრესში უნდა გაატაროო. თუ შენი გონება მოგცემს იმის უფლებას, რომ ინფორმაცია მიიღო, როგორც ჭეშმარიტი, მხოლოდ შემდეგ იმოქმედეო. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ესაა ჩემი პოსტის „მორალი“.

იმედია ხვალ ჩემი ფოტოც არ აღმოჩნდება „თბილისელ ბოზთა“ შორის.

P.S. როგორც ფოტოებზე კომენტარებიდან გავარკვიე, გვერდის ავტორი უბრალოდ ერთობა. თუ თქვენც შემოგაკლდათ გასართობი შემიძლია გირჩიოთ კარგი ფლეშ თამაშების საიტი. უებარი საშუალებაა დროის მოსაკლავად J

  1. ra borotia es xalxi🙂 amiko var burjaliani🙂 myavs meugle da patara bavshvi da me tu odesme tma shemigebavs da an yuri gamixvretavs es chemi cxovrebaa da aravis aqvs upleba gansajos da is gverdi vinc gaaketa ubralod bogmis ambavia:) an mis sheyvarbultan viceqi an coltan da esaa mizezi sxva araperi🙂 an pidarastia da guli cydeba chvennairi bichebi rom yuradgebas ar aqceven🙂

  2. ახლა ვათვალიერებ მაგ გვერდს :დდ

  3. ”იმის გათვალისწინებით, რომ ფოტოალბომებში, ძირითადად, ბიჭების, გვერდის ავტორის ინფორმაციით კი – გეი ბიჭების ფოტოებია განთავსებული, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის თავადაც არატრადიციული ორიენტაციისაა. სხვაგვარად ვერ ვხსნი, როგორ შეიძლება „იცოდეს“ ამდენი რამ იმ ადამიანების შესახებ”

    ეს ზედმეტია და თან ტყუილი …
    საერთოდ არ დაგეწერა ჯობდა.

    • es chemi azria. tanac dasabutebuli

      • ხოდა ტყუილია თქო მაგას ვამბობ.
        დასაბუთებულიც მაინც და მაინც ვეაა.

        ვარაუდია

  4. ჩემთან hate speech-ს არ აგდებს😦 სხვა რამე მირჩიე🙂

  5. რეფორთში “სიძულვილის ენა” აირჩიე, ან რამე სხვა უფრო შესაბამისი, დასკრინე და დადე. არავის საქმე არაა, ვინ მეძავია და ვინ არა. პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. დავარეპორტოთ იუზერი.

    • ვეცადე ეს პოსტი უფრო სხვა მხრივ წამეყვანა. რამდენიც არ უნდა ვარეფორთოთ და ვბლოკოთ მსგავსი ტიპის იუზერები, არაფერი შეიცვლება. იმდენჯერ გახსნიან და იმდენჯერვე დააწყობენ იგივე ფოტოებსა თუ ინფორმაციას. ჩემი მიზანი, ამ შემთხვევაში, ჩვენი, როგორც მომხმარებლებისთვის მოწოდებაა იმისა, რომ ყველა ინფორმაცია, რასაც მივიღებთ ფეისბუკიდან თუ “ასავალ–დასავალიდან”, გავიაზროთ და მისი ხარისხი შევაფასოთ. მხოლოდ ასე შეგვიძლია დავიცვათ თავი… აი სინქ…

      ისე ლინკი ამოდებული აქვს ქვემოდან ტექსტში. დაე დავარეფორთოთ🙂

      • გასაგებია რა მხრივაც წაიყვანე, ეგ ჩემთვის ნათელია🙂 კომენტარებს გადავხედე იქ და მგონი კარგი იქნება თუ დავარეფორთებთ, იმისდამიუხედავად რომ კიდევ გააკეთებენ. მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია🙂 დასკრივა იმისთვისაა კარგი, რომ ყველა ერთ მიზეზს დავასახელებთ და უფრო მალე გააუქმებენ აკაუნტს.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: