მე სომეხი ვარ – მართლა

ატყდა ვაივიში.

სტურუა გადააყენეს… რა გვეშველება… ბედშავო ქართველო ერო… ლონდონში მიდისო… ქართული თეატრი მოკვდება… ყველაფერი სომხების ბრალია… რურუა იუდა…

ამგვარ სტატუსებს დღეს ყველა წააწყდებოდით სოციალური ქსელის გვერდებზე. ნწ, ნწ, ნწ…

შეკითხვაც კი მომივიდა: „შეუერთდები თუ არა რობერტ სტურუას მხარდამჭერ აქციას?“

ჩემი პასუხია – არა… არა და არა.

–რატომ?

–იმიტომ.

ცხოვრება ჩემთვის ურთიერთობებია. მეგობრობა, სიყვარული, პატივისცემა, მეზობლობა, თანამშრომლობა… ეს ყველაფერი ურთიერთობაა. კიდევ კითხვებია და პასუხები. ნუ, პასუხები ხშირად ყველა კითხვაზე არცაა. კითხვებს ვსვამთ ჩვენ და ჩვენვე ვცემთ პასუხებს. ფეისბუკიც აქტიურად გვეხმარება ამ ამბავში. გამიჩნდა სურვილი დამესვა ერთი შეკითხვა. ჩააბარე რომელიმე უცხოურ კოლეჯში. აი საქართველოში რომ არ არის – ისეთში. სტუდენტური საცხოვრებლებით და ლამაზი დერეფნებით. აღმოჩნდა, რომ დააგვიანე და თავისუფალი ადგილი სულ ორ ოთახშია დარჩენილი. იცი, რომ ერთ მათგანში ცხოვრობს ნიჭიერი ადამიანი, რომლის აიქიუც საკმაოდ მაღალია. ის დაგეხმარება სწავლაში, განვითარებაში, კარიერის მოწყობაში, თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად მუდმივად შეურაცხყოფას მიაყენებს შენს მეგობრებს, ახლობლებს, შესაძლოა წინაპრებსაც კი… მეორე ოთახში კი ცხოვრობს ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც შესაძლოა დიდად ვერაფერში დაგეხმარება, მაგრამ ხელს მაინც არ შეგიშლის და დისკომფორტს არ შეგიქმნის.

მსგავსი საკითხი ჩემს მეგობრებთან არ წამოვჭერი. ეს ყველაფერი უფრო პოზის დაჭერას და რიტორიკული კითხვების ნაკადს უფრო დაემსგავსებოდა, ვიდრე პრობლემაზე რეალურ ფიქრს. მე უკვე ვიცი, რომ ადამიანები, რომლებიც ჩემს მეგობრებად მიიჩნევიან, აუცილებლად მეორე ოთახს აირჩევდნენ.

– და რისი თქმა გინდა ამ ყველაფრით?

– იმის, რომ არ მჭირდება იმის შეხსენება, რომ სტურუა გენიალური რეჟისორია. ისიც ვიცი, რომ ყველა ადამიანს და ქმედებას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. ჩემთვის მთავარია, დისბალანსი მინუსების სასარგებლოდ არ დამყარდეს.

და კიდევ იმის, რომ შეუცვლელი ადამიანი არ არსებობს. არც ხელოვნებაში, არც სამსახურში და არც ცხოვრებაში.

მე სომეხი ვარ.

ეს არც ლიბერალიზმის გამოხატვაა და არც – ჩემი ტოლერანტული ბუნების. ჩემს გენეალოგიურ ხეს თუ დახედავთ, ნახავთ, რომ სისხლში, რომელიც ძარღვებში მომომედინება, სომხური ნაწილაკებიცაა. უფრო ზუსტად კი ერთი მერვედი ნაწილი წმინდად სომხურია.

რამდენიმე დღის წინ დედაჩემს ვეჩხუბე.

მე რომ ადამიანს ვეჩხუბო, ძალიან უნდა მოინდომოს. მითუმეტეს დედაჩემს. პირველად მსგავსი შეხლა–შემოხლა მშობელ დედასთან მაშინ მქონდა, როდესაც ჩემი დამოუკიდებლად ცხოვრების წინააღმდეგი იყო. მსგავსი პოზიცია ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი იყო. დიდი ამბების მერე, მაინც მივაღწიე ჩემსას.

ახლა კი უკვე მეორედ მოგვივიდა კონფლიქტი. მიზეზი ჩემი და და მისი პირადი ცხოვრება გახდა. დედაჩემს უბრალოდ არ მოსწონს, რომ ჩემი და წარმოშობით სომეხ ბიჭს ხვდება. ერთიორჯერ აუკრძალასავით კიდეც შეხვედრა. სამწუხაროდ, ეს ამბავი გვიან გავიგე, მაგრამ მაშინვე ვიმოქმედე. უბრალოდ, ვერ შევეგუე მსგავსი ტიპის პროტესტს. ახლა ჩემი დის პირად ცხოვრებას, ამ კუთხით, არაფერი ემუქრება.

ამ ამბებს იმიტომ მოვყევი, რომ უკეთ აგიხსნათ, უფრო სწორად კი გთხოვოთ: ნუ დამპატიჟებთ ქსენოფობი ადამიანების მხარდამჭერ აქციაზე. ნუღარ მომაყენებთ შეურაცხყოფას ნებსით თუ უნებლიედ. ნუღარ შეიტანთ ჩემს პატრიოტიზმში ეჭვს მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემს პირწიგნაკზე „განუმეორებელი“ რეჟისორის მხარდამჭერი ტექსტების მსგავსი არფერი გამოჩნდა. უბრალოდ, ვცეთ ერთმანეთს პატივი.

P.S. კიდევ, იცით რა მიკვირს? როდესაც სტურუა ქსენოფობიური გამონათქვამებით გაჟღენთილ ინტერვიუებს იძლეოდა, მავანთა „ვოლები“ ამ ტექსტებით ივსებოდა. ხოლო ახლა, როდესაც ამ ყველაფერს სახელმიფო სტრუქტურა წინ აღუდგა, იგივე ადამიანები ამ ნაბიჯის დამღუპველობაზე ალაპარაკდნენ. ხომ კარგად ხართ?!

    • giorgi
    • August 18th, 2011

    რატომ არის სტურუას პირადი ქსენოფობიური განცხადებები (თუმცა ნამდვილად ქსენოფობიური) მისი გათავისუფლების საფუძველი. ის არუმენტი რომ სახელმწიფო არ დააფინანსებს ქსენოფობიას საერთოდ სისულელეა, იმიტომ რომ არა მგონია რომელიმე მის მიერ რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლი იყოს ქსენოფობიური აზრის თუნდაც შეფარვით მატარებელი.

    ის რაც სტურუამ განაცხადა იყო მისი პირადი აზრი და მის სამსახურთან არანაირ კავშირი არ ჰქონდა. და წესით ამ ბლოგის ავტორს ისევე უნდა გაეპროტესტებინა განსხვავებული პირადი (თუნდაც ქსენოფობიური) აზრის გამო ადამიანის სამსახურიდან გაგდება, როგორც მშობლებს გაუპროტესტა ის რომ უკრძალავდნენ მის და სომეხი წარმოშობის ბიჭთან შეხვედრას!!!

    ორივე შემთხვევაში ადამიანის უფლებების დარღვევაა და თუ ერთს ხედავ მეორეც უნდა დაინახო!!!!

    რაც შეეხება რობერტ სტურუას პროფესიონალიზმს ეს აღიარებული ფაქტია თეტრალურ სამყაროში მსოფლიოს მასშტაბით და საქართველი მისი წასვლით რომ ბევრს დაკარგავს აქ სადაო არაფერია. იმედი მაქვს დარჩება და თავის საქმეს გააგრძელებს რომელიმე სხვა თეატრში!!! ანაც სულაც ტავის თეატრს დაარსებს!!!

    • timo
    • August 18th, 2011

    +10 ყოჩაღ…

    • ninuca
    • August 17th, 2011

    avtors +1

    • FunkK
    • August 17th, 2011


    es ra aris mashiiiiin chukli?

    • misha saakshvili
    • August 17th, 2011

    aq somxobaze ki araa laparaki,aramed imazea rom rodesac sazogado mogvawe saxelmwifos politikas ar iziarebs da akritikebs ar unda gadaayeno tanamdebobidan, eg ici ras nishnavs? ras da imas rom tu mogwons misha kai tipi xar ,tu ara shansi ar gaqvs arafris,aranairi normaluri samsaxuris rac tavistavad e imas nishnavs rom mona xar shenive qveyanashi !
    ეს თუ გაუბედეს ბ-ნ რობერტს ჩათვალეთ ეს უკვე დასაწყისია საქართველოში თავისუფალი ქართული არაპოლიტიზირებული ხელოვანების ტერორის და დევნის, დევიზით -ვინც ჩვენთან არ არის ის ჩვენი მტერია!

    • ოო… ეგეთი ბევრი გვყავს საქართველოში, მაგრამ, რატომღაც, დღემდე რჩებიან თავიანთ თანამდებობებზე…

  1. +1 მართალი ხარ ყველაფერში.

  2. შენ შემოგევლე :*

  3. +1

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: