კასტროს იუბილე და პირველი გეი ქორწინება კუბაში

სიგარა, მუსიკა, ფერები, კომუნიზმი, აკრძალული ქმედებების რეკორდული რაოდენობა და რაც/ვინც მთავარია – ფიდელ კასტრო. ამ ყველაფერს ჩემთვის ერთი ქვეყანა – კუბა აერთიანებს.

არ მოვყვები გეოგრაფიული და ისტორიული, ე.წ ვიკიპედიური ცნობების მოყოლას. დაინტერესებულებმა იცით, სად მოიპოვოთ ეს ინფორმაცია. ჩემი ყურადღება დღეს სხვა რამემ მიიპყრო. ქვეყანაში, სადაც მობილური ტელეფონებით სარგებლობის საშუალება მოსახლეობას სულ რაღაც ორი წლის წინ მიეცა, სადაც ინტერნეტი (კონტროლირებადი და ნახევრადაკრძალული) ფუფუნებად ითვლება, გუშინ პირველი გეი ქორწინება შედგა. კუბელი სექუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა, იგნასიო ვესტრადამ და ვენდი ირიეპამ ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონეს.

აღსანიშნავია, რომ სიძე, იგნასიო ესტრადა, შიდსითაა ინფიცირებული, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია წყვილის ურთიერთობისათვის. მათ დაქორწინების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ მიღეს. თუმცა კუბაზე ერთსქესიანთა ქორწინება კანონით აკრძალულია. ვენდი ირიეპამ 2007 წელს, მთავრობის დაფინანსებით (!) სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა და დღეს ის უკვე ოფიციალურად მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. შესაბამისად, კანონი არ დაირღვა, თუმცა გეი ქორწინებაც შედგა. კუბის ისტორიაში პირველ მსგავსი ტიპის ზეიმს, რომელიც ჰავანაში გაიმართა, ქვეყნის ლგბტ საზოგადოების დიდი ნაწილი დაესწრო.

იგნასიო ვესტრადასა და ვენდი ირიეპას ცხოვრების უმნიშვნელოვანესი თარიღი კუბის დიქტატორი მმართველის (აწ უკვე პრეზიდენტის) იუბილეს დაემთხვა (ფიდელ კასტრო გუშინ, 13 აგვისტოს, 85 წლის შეიქნა). როგორც წყვილმა აღნიშნა, ეს არ ყოფილა უბრალო დამთხვევა. კუბის ისტორიაში პირველი გეი ქორწინება ერთგვარი ცინიკური საჩუქარი იყო კასტროსთვის, რომელიც ქვეყნის მართვის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ებრძოდა ჰომოსექსუალებს და არ აღიარებდა მათ უფლებებს.

მას შემდეგ, რაც კუბას სათავეში ფიდელის ძმა, რაული ჩაუდგა, ამ საკითხთან მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკა ერთიორად შერბილდა. უკვე 2010 წელს კი თავად ფიდელ კასტრომ ბოდიში მოიხადა სექსუალური უმცირესობების წინაშე მათ წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ქმედებებისა და უფლებების შემლახველი რეფორმების გამო.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კუბაზე სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვაში უდიდესი წვლილი მიუძღვის რაულ კასტროს შვილს, მარიელას. სწორედ ის ხელმძღვანელობს სექსუალური განათლების ნაციონალურ ცენტრს (National Center for Sexual Education). სწორედ ამ ცენტრის დახმარებით მიიღო ვენდი ირიეპამ სახელმწიფოსგან სქესის შეცვლისათვის საჭირო თანხა. მარიელა კასტრო და მისი ორგანიზაცია ცდილობს დაარწმუნოს კუბის პარლამენტი, ცვლილებები შეიტანოს ოჯახისა და ქორწინების შესახებ კანონში, რათა თავისუფლების კუნძულზე გეი ქორწინებაც ისეთივე თავისუფალი ნების გამოხატვა იყოს, როგორიც განვითარებული მსოფლიოს დიდ ნაწილში.

    • eli melmon
    • August 14th, 2011

    ai namdvili siyvaruli amas qvia gavogndi :Dd:dD:

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: