დღეიდან Facebook–ში დაფეხმძიმებაც შეგვიძლია

Facebook–ის მომხმარებლებს საშუალება მიეცათ, თავის პროფილზე დმიუთითონ, რომ ისინი ბავშვს ელოდებიან. ამის შესახებ სოციალური ქსელის ოფიციალურ ბლოგზე დღეს დაიწერა.

როგორც ფოტოზე ხედავთ, გამოჩნდა გრაფა „ოჯახის მომავალი წევრი“. აქ შეგიძლიათ მიუთითოთ ბავშვის დაბადების სავარაუდო თარიღი და სახელი, რომლის დარქმევასაც აპირებთ. ჯერ–ჯერობით ბავშის დაბადების თარიღად მხოლოდ 2011 და 2012 წლების მითითებაა შესაძლებელი. იმ მომხმარებლებისთვის კი რომლებსაც ზუსტად აქვთ დაგეგმილი თავისი ცხოვრება და იციან, თუ როდის მოიცლიან ბავშვის გასაჩენად, 2012–ს ზემოთ წლები მალე დაემატება.

ახალი სტატუსი ძალაში პირველად რამდენიმე დღის წინ შევიდა, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო მალევე გაქრა. პირწიგნაკის მესვეურები გვპირდებიან, რომ მსგავს პრობლემებს ადგილი აღარ ექნება. ასე რომ, დაფეხმძიმდით ფეისბუკზე და თქვენს მეგობრებთან ერთად აითვალეთ დღეები ახალი სიცოცხლის დაბადებამდე.

  1. :)))))))
    დაფეხმძიმდით ფეისბუკზე და თქვენს მეგობრებთან ერთად :))))))))))
    ”ზოია იზ პრეგნანტ ” გრაფა არ არის?

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: