Facebook-ის ბნელი მხარე (Facebookდამოკიდებულნი)

«ვაიმეე, რამდენი Notification მომსვლიააა…» _ დილის ფრაზა.

არადა კომუნისტების დროს რა კარგი იყო: «Доброе утро дорогие друзья…»

მაშინ, როდესაც Facebook-მა კონტაქტებისა და ურთიერთობების შენარჩუნების მარტივი გზა შემოგვთავაზა, ჩვენი ცხოვრების «გაზიარების» საშუალება მოგვცა და საკუთარი თავის რეკლამირებისთვის დიდი აუდიტორია შემოგვიკრიბა, მეგონა ცხოვრების იდეალურ მოდელს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით. თუმცა, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ პირადად ჩემი ყოფა უფრო უკან, პიროვნებისა და საზოგადოების რიგითი წევრის დასამარებისკენ მიდიოდა. არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. სოციალური ქსელის მანია ნელ-ნელა როგორც ურთიერთობებს, ისე ჩვენს პირად ცხოვრებასა და საზოგადოებრივ სტატუსს ანადგურებს. როგორც ყველაფერს, ისე Facebook-საც აქვს გვერდითი და უკურეაქციები. მგონი უნდა ვიყოთ ინფორმირებულნი, თუ რას შეიძლება ველოდოთ, როდესაც დაუფიქრებლად ვაჭერთ ღილაკს წარწერით Sign up.

დროის უაზროდ ხარჯვა

სოციალურ ქსელში დრო გაცილებით სწრაფად გადის, ვიდრე ჩვეულებრივ ცხოვრებაში. Facebook-ის მომხმარებლისთვის გაცილებით მარტივია დახარჯოს არაერთი საათი «ფერმისა» თუ «ქალაქის» შენებაში, ვიდრე სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმის კეთებაში. ჩვენ ყოველდღიურად გვიგზავნიან Friendები სხვადასხვა, არაფრისმომცემ გამოკითხვებს. მაგალითად ისეთს, როგორიცაა: «რომელია შენი ცხოვრების ფერი», «რა გელის ხვალ», «ზაბლონა მამიდა გვირჩევს» და ა.შ. ჩვენც გაუცნობიერებლად ვსხედვართ და ვავსებთ ამ ყველაფერს მაშინ, როდესაც შეიძლება გაზქურაზე კერძი ქვაბიდან გადმოდიოდეს, ან გვერდით ოთახში ბავშვი ტირილით სკდებოდეს. ფაქტია, რომ Facebook-ში ჩვენ ვხარჯავთ დღის ისეთ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც შეიძლებოდა გამოგვეყენებინა მეგობრების ნახვაში, რაიმეს წაკითხვასა თუ შექმნაში. Facebookდამოკიდებულებისათვის ხშირად Mafia Wars უფრო საინტერესოა, ვიდრე ომი ერაყსა თუ ავღანეთში. ამ «სენისაგან» განკურნება რთული, მაგრამ შესაძლებელია. საჭიროა მხოლოდ საკუთარი თავის მობილიზება, ფასეულობათა გადაფასება და უფრო მნიშვნელოვანი მიზნისკენ სწრაფვა.

ადამიანურ ურთიერთობათა ნაკლებობა

ისევე, როგორც სხვა ინტერნეტ-სოციალური ქსელები ფორუმები თუ სადისკუსიო ოთახები Facebook-იც გვაძლევს საშუალებას მეგობრებთან, ნაცნობებთან თუ უბრალოდ, საერთო ინტერესებისა თუ შეხედულებების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა პირადი შეხვედრის გარეშე გვქონდეს. როგორც ინტერნეტ-გვერდებზე ვკითხულობ, მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგები ამ ფაქტით (ევროკავშირივით🙂 ) შეშფოთებულები არიან. როგორც ჩანს პირადმა ურთიერთობებმა ამ დროში ფასი დაკარგა. ცხადია, უფრო ადვილია დარეგისტრირდე საიტზე და იქ მოძებნო შენი მონატრებული მეგობარი, ვიდრე დაურეკო, ჩაიცვა, ქუჩაში გახვიდე… თანაც ორი ფინჯანი ყავის ფულსაც ზოგავ. ადამიანებს ნელ-ნელა გვავიწყდება ღიმილი და ჩახუტება. რამდენიმე სიმბოლოს აკრეფით ჩვენს ემოციებს გამოვხატავთ, თუმცა, «სმაილიკის» დახატვა თანაბრად მარტივად შეუძლია თემისადმი თუ მოსაუბრისადმი კეთილად განწყობილ პიროვნებას და იმ ადამიანსაც, რომელსაც დიდად გულზე არ ეხატებით.

გაუკონტროლებელი/საშიში ჯგუფები/სტატუსები

Facebook-ის მესვეურები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ სოციალური ქსელი სუფთა იყოს კანონის საწინააღმდეგო, მომხმარებელთა უფლებებისა თუ ინტერესების დამრღვევი ჯგუფებისა თუ სტატუსებისგან. მაგრამ შეუძლებელია გააკონტროლო მილიონობით მომხმარებლის «სტატუსი», დღეში გახსნილი ათასობით ახალი ჯგუფი. სანამ საიტის ადმინისტრაციას თითოეულ კანონდარღვევაზე გარკვეული რაოდენობის შეტყობინება არ მიუვა, ისინი არ არიან ინფორმირებულნი და, შესაბამისად, რეაგირებასაც ვერ ახდენენ.

ამ ყველაფრის ფონზე რამოდენიმე თვის განმავლობაში რჩება გახსნილი ისეთი ჯგუფები, როგორიცაა მაგალითად “ანორექსიის ფან-კლუბი”. აქ იწერებოდა, რომ ეს დაავადება გახდომის საუკეთესო საშუალებაა. რამოდენიმე ათასი «მოწონებით» მცდარი ინფორმაცია მომენტალურად გავრცელდა. მრავლადაა ასევე რასისტული განცხადებები, ჯგუფები, რომელთა არსებობაც კი ადამიანის უფლებათა ცალსახა დარღვევაა. მაგალითად «სიკვდილი ჰომოსექსუალებს», «სკინჰედები სამშობლოს დასაცავად» და ა.შ.

კომპიუტერული ვირუსები

Facebook, როგორც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კომპიუტერული ვირუსების გასავრცელებლად. ალბათ ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც «მეგობრისგან» საინტერესოდ შეფუთული «ლინკი» მოგვსვლია და მასზე გადავსულვართ. ამის შემდეგ კი ან თავის მართლება გვიწევს ჩვენს მეგობრებთან, რომ ვირუსი მათთან ჩვენგან დამოუკიდებლად გავრცელდა, ან რამოდენიმე დღის განმავლობაში პირადი გვერდიდან არასასურველ ინფორმაციებს ვშლით. ვირუსები Facebook-ში რამდენიმე ფორმით ვრცელდება. შესაძლოა ეს იყოს მასობრივი შეტყობინებების დაგზავნა, პორნოგრაფიული მასალის ჩვენდაუნებურად გამოქვეყნება, უცნაური სტატუსების ჩვენზე მომაგრება და სხვა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით საიტის ადმინისტრაცია ძლიერად მუშაობს. შესაბამისად რისკ-ფაქტორი მინიმუმამდე თუ არა საკმაოდ დაბალ ზღვრამდეა დასული.

Facebook-ური ვირუსებისგან თავის დასაცავად რამოდენიმე რჩევა თქვენ: გამოიყენეთ ისეთი Application-ები, რომლებიც ბევრი «მოწონებით» სარგებლობს. ნუ გადახვალთ ლინკზე, რომელსაც თქვენი მეგობრისგან მიიღებთ და მას საეჭვოდ ჩათვლით. მიაქციეთ ყურადღება კომენტარებსა და შთაბეჭდილებებს, ასევე რეიტინგს. ნუ ენდობით უცხო ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა თამაშსა თუ გამოკითხვას გირჩევენ.

პირადი უსაფრთხოების პრობლემა

Facebook-ის ყველაზე ბნელი მხარე ის მომხმარებლები არიან, რომლებსაც დანაშაულებრივი მიზნები ამოძრავებთ. სოციალური ქსელის საშუალებით ძალიან მარტივია თავი უცხო ადამიანს კეთილშობილ ფერიად მოაჩვენო. ჩვენ ყოველდღიურად თუ არა, ხშირად ვიმატებთ მეგობრების სიაში ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობთ. იმის შესახებ კი წარმოდგენაც არ გვაქვს, რა მიზნით დააკლიკა ჩვენს გვერდზე Add As Friend ღილაკს. შესაძლოა, პრაქტიკაში იშვიათად, მაგრამ იდეაში Facebook ერთ-ერთი საუკეთესოა სექსუალური მანიაკებისთვის, თაღლითებისა და სხვა დამნაშავეებისთვის.

ამ საიტის ყველა ასაკის მომხმარებელი კარგად უნდა დაფიქრდეს, თუ ვის ამატებს მისი ვირტუალური მეგობრების რიცხვში. ყოველთვის არსებობს შანსი, რომ ეს «მეგობარი» საშიში უცნობია.

ანუ Facebook-ის უნდა გვეშინოდეს?

როდესაც ტელევიზორს, მობილურს, კომპიუტერს ვყიდულობდი, მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო, ახლობელი ადამიანები ყოველთვის მაფრთხილებდნენ, რომ ყველაფერი ახალი კარგია, თუ მას ისე მოიხმარ, როგორც საჭიროა. Facebook-ის არ უნდა გვეშინოდეს. ისევე, როგორც მანქანის ყიდვის დროს არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ავარიაში მოვყვებით… იარაღის გაფორმების დროს არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ვინმე შემოგვაკვდება… მთავარია სწორად განვსაზღვროთ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფრის ადგილი. თუკი შეამჩნიეთ, რომ ბოლო სამი ღამეა Facebook-ში შესულმა ფერმაში, ან მაფიურ ბრძოლებში ჩართულმა გაათენეთ, მაშინ კი უნდა გეშინოდეთ. ჩემი რჩევა ამ შემთხვევაში ცალსახა იქნება: Deactivate Account…

  1. რა სისულელეა

  2. სულაც არ შევუწუხებივარ რეალური მეგობრების ნაკლებობას, ან საათების დახარჯვას ფერმის შენებაში და ზაბლონა მამიდის რჩვების მიღებაში ^_^
    სხვათაშორის არც ვირუსებს …
    ეტყობა მე ფეისბუქის კეთილგონიერი მომხმარებელი ვარ და სულაც არ მეშინია მისი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: