“პილოტი” – “ჩაწყობილია” თუ არაა “ჩაწყობილი”?!

«ჩაწყობილია თუ არაა ჩაწყობილი?!» – ამ კითხვამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია «პილოტის» გვერდის კომენტარებში. მეორე ტურში გადასული 168 კონკურსანტის ვინაობა უკვე გარკვეულია, პროექტს გამოთიშული ახალგაზრდები კი თავს იმით ინუგეშებენ, რომ ყველაფერი მაინც წინასწარ «ჩაწყობილია» და შემდეგ ტურებში გადასვლა უბრალო დროის კარგვაა. 
«ჩაწყობილია» – ამ სიტყვას ხშირად იყენებენ ნებისმიერ კონკურსსა თუ პროექტს გარეთ დარჩენილი მონაწილეები. თუმცა ხშირად მსგავსი იდეა ისე ებადებათ, რომ არ აანალიზებენ საკუთარ ნაშრომს, საკონკურსო ნომერსა თუ სხვა «პერფორმანსს».

«ჩაწყობილია» – მათთვის ეს აზრი ერთგვარი მალამოა. თუმცა, ამასთან, მომავალი წარუმატებლობისა და ამ სიტყვის კიდევ არაერთხელ გამოყენების გარანტიაცაა. ალბათ ჰგონიათ – საქართველოში ისევ ის დროა ლექტორები ნიშნის სანაცვლოდ მაღალ კუპიურებს რომ ითხოვდნენ. როდესაც რამოდენიმე მეტრის გავლა მძღოლის დაცარიელებული საფულით და «გაიშნიკების» გასქელებული ჯიბეებით რომ სრულდებოდა. როდესაც დასაქმების იმედი მხოლოდ «ბობოლა» ნათესავები თუ მეგობრები იყვნენ.

«ჩაწყობილია» – რატომღაც არასდოს დამბადებია ასეთი აზრი. არც მაშინ, როდესაც სასკოლო სპეკტაკლის მთავარ როლზე სხვა დაამტკიცეს. არც მაშინ, როდესაც მითხრეს, რომ ჩემგან მომღერალი არ დადგებოდა და პოპულარულ სატელევიზიო პროექტში მონაწილეობაზე უარი მითხრეს. არც მაშინ, როდესაც ჩემი კითხვები «ინტელექტ კლუბის» გადაცემებში ვერ ხვდებოდა. ჩემთვის ეს ყველაფერი მეტად მარტივი აღმოჩნდა. როდესაც სასკოლო სპეკტაკლი ვნახე მივხვდი, რომ რეჟისორმა ის აარჩია, ვინც უკეთესი იყო. როდესაც მუსიკალური კონკურსის ფინალისტები ვნახე, მივხვდი, რომ ჩემი მათ გვერდით დგომა სირცხვილი იქნებოდა. როდესაც ინტელექტუალებმა მაყურებლებთან დამარცხდნენ მივხვდი, რომ ჩემი კითხვები მათთვის მზესუმზირის ფცქვნის ტოლფასი იქნებოდა. გავიაზრე, რომ მე არც მსახიობი, არც მომღერალი და არც მაღალი დონის ინტელექტუალი ვარ. ისიც ნათელია, თუ რატომ მაჯობეს სხვებმა. არ მესმის თქვენი, ვინც ამბობთ: «ჩაწყობილია». არ ვიცი, რამდენად მაქვს ამის უფლება, მაგრამ მაინც, რამდენიმე რჩევა თქვენ…

მიმოიხედეთ გარშემო. გაიხსენეთ: ლექტორმა ნიშნის სანაცვლოდ ფული ბოლოს როდის მოგთხოვათ?! პატრულის თანამშრომელს ჯიბეში ეროვნული კუპიურა ბოლოს როდის ჩაუცურეთ?! რომელ კომპანიაში გითხრეს გამოცხადებული ვაკანსიის დაკავებაზე უარი, თუ თქვენ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდით?! ამ ყველაფრის გახსენების შემდეგ კი ენერგია საკუთარ თავში ჩასახედადაც მოიტოვეთ. დაფიქრდით, ნუთუ თქვენი სააპლიკაციო ფორმა იმ 168 კონკურსანტისას ჯობდა, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ?! დახარჯეთ კი იმდენი დრო და ენერგია მის შევსებაზე, რაც სხვებმა?! გაქვთ კი იმდენი სტაჟი, განათლება ან პერსპექტივა ჟურნალისტიკაში, რაც პროექტში დარჩენილ მონაწილეებს?! ეს არ არის რიტორიკული კითხვები. ისინი საკუთარ თავს სრული სერიოზულობით უნდა დაუსვათ.

და ბოლოს… თხოვნა, რჩევა, თუ რაც გინდათ დაარქვით: შეარგეთ მეორე ტურში გადასულ კონკურსანტებს ეს პატარა გამარჯვება. დამიჯერეთ, არც ისე სასიამოვნოა, როდესაც ვიღაც ფიქრობს, რომ ჩვენ ყველაფერი «ჩავაწყვეთ». არ მინდა თქვათ, რომ ამ პროექტში მოსახვედრად ვინმეს რამე მივეცი, ვინმეს რამეს დავპირდი, ვინმე დავაშინე ან მუხლებზე დაჩოქილმა რამე ვთხოვე. შესაძლოა ამ ტურს მეც ვერ გავცდე, მაგრამ, ჩემ თავს არ მივცემ უფლებას, ვთქვა «ჩაწყობილია». დარწმუნებული ვარ პროექტში მონაწილე კონკურსანტები ღირსეული ჟურნალისტები იქნებიან და სწორედ ისინი გახდებიან იმის გარანტია, რომ «პილოტი 2» ყველა გულდაწყვეტილ ახალგაზრდას კიდევ ერთ შანსს მისცემს.

  1. საინტერესო გადაცემა იყო საკმაოდ : )

    • მომავალ წელს იქნება კარგი… წელს პირველი და უცნაური იყო :))

      • ხო და მთლად უკეთესი. მეც ვცდი ბედს მომავალ წელს…: )

  2. “შესაძლოა ამ ტურს მეც ვერ გავცდე” <— ანუ გახვედიი? რა მაგარია გილოცავ მართლა🙂 მე გაგზავნა დამავიწყდა😀 და ახლა მეც პილოტი2-ის იმედი მაქვს 🙂

    • მადლობა…🙂 მეორე ტური ძალიან საინტერესო იყო… იმედი მაქვს მოვხვდები პროექტში, თუარადა მეც ვიტყვი “ჩაწყობილიაა”…🙂🙂

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: