“SEAZONE ” ანუ “ნუ მიქარავ”

“როდესაც ვერ ბრუნდები” – ესაა ისტორია იმაზე, თუ როგორ არ დაბრუნდება ბილეთში გადახდილი 10 ლარი შენს საფულეში…

“სეზონთან” პირველი შეხება ჯერ კიდევ გასულ წელს მქონდა, როდესაც ჩემმა მეგობარმა ფილმის ტრეილერი მანახა. მაშინ მეგონა, რომ ქართულ კინოს ოდესმე რამე ეშველება და გულის ფანცქალით არა, მაგრამ მაინც ველოდებოდი ნორმალური ფილმის კინოთეატრებში გამოსვლას.

თუმცა დღეს ამ სფეროსთან მიმართებით, ისევ პესიმისტური განწყობა შემექმნა. ვეცდები მოკლედ მოგიყვეთ, თუ რატომ.
თვალების ტკივილი მე და ჩემმა მეგობრებმა ფილმის დასაწყისშივე ვიგრძენით. ეს ალბათ იმის ბრალი იყო, რომ ოპერატორი ან პროფესიონალობას ცდილობდა, ან დამატებითი ეფექტისთვის შტატივის გამოყენება აუკრძალეს. ხელით გადაღებული კადრების მიყოლებამ ჩვენს პირველად შთაბეჭდილებაზე ცუდად იმოქმედა, მაგრამ ფილმის ხარისხიანობის იმედი ჯერ კიდევ არ დაგვკარგვოდა. თანაც პირველი პასაჟები საკმაოდ გემოვნებიანი და სასაცილო იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, რომელიმე ფილმიდანაც კი არ იყო გადმოკოპირებული. მაგალითად: ” – იჭერს ბებოო??? -ჰააა??”🙂 სავარძელში კარგად მოვთავსი და სიუჟეტის განვითარებას დაველოდე. თუმცა იგივე პოზიციაში მომლოდინე კიდევ საათნახევარს ვიჯექი.

ჩემი პირველი გაღიზიანება ფილმში სალომე ბეზერაშვილმა გამოიწვია მისი კოლოსალური უნიჭობით. გახსოვთ ალბათ ეს გოგონა, სახეზე რომ 45 ნაკერი დაადეს. თუმცა ეს სხვა ამბავია.

არ ვიცი, საქართველოში რა პრინციპით არჩევენ ფილმებისთვის მსახიობებს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ნებისმიერ საშუალო დონის კინოსტუდიასთან ამ მსახიობს 2 კილომეტრის რადიუსით აუკრძალავდნენ მიახლოებას. ეს ისე, ხუმრობით. მაგრამ სულაც არ უნდა ეხუმრებოდეს სურათის რეჟისორს, როდესაც ფილმში მსგავსი დონის მსახიობი ყავს. თუ გაგიჩნდათ კითხვა – რა პრეტენზია მაქვს ამ გოგოსთან, უყურეთ ზემოთ დადებულ “ნანუკას შოუს” და მიხვდებით, თუ როგორი “ვირტუოზული” მსახიობია.

როდესაც ბათუმისკენ მიმავალ გზაზე 4 მეგობარი ბიჭი გოგონების მანქანის გასწრებას ცდილობს პირველი სიუჟეტი მთავრდება და სიტუაცია უკვე შემდეგ დილით, ბათუმში ვითარდება. ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მომხდარიყო, როგორც პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე ტელევიზიები და სხვადასხვა ვებ-გვერდი გვიყვებოდა. ბიჭებმა “თავზე დაიმხეს” მთელი ბათუმის მაღაზიები, მაგრად “გაიზმანნენ”, კარგი სვევს, კარგი ჭამეს და თბილისში დაბრუნება მოუნდათ, მაგრამ როდესაც ქალაქიდან გამსვლელმა გვირაბმა უკან დააბრუნა მათი “საზარელი თავგადასავალი დაიწყო”. თუმცა რამდენად იყო ეს თავგადასავალი საზარელი ამის შეფასებას ახლა ვცდილობ.

რა აკავშირებს ერთმანეთთან ფილმს, მუსიკალურ ნაწარმოებს, ლიტერატურულ ნაწარმოებს, სატელევიზიო სიუჟეტს, სტატიას და სხვა მსგავს ნაშრომს? პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ ყველგან საჭიროა დაწყება, სიუჟეტის განვითარება, კვანძის შეკვრა, კვანძის გახსნა და დასასრული. კიდევ რამდენიმე თუ არა ერთი კულმინაციური მომენტი მაინც და საინტერესოდ საყურებელი ფილმი, წასაკითხი მოთხრობა თუ მოსასმენი მუსიკალური ნაწარმოები შენს ხელშია.

“სეზონის” სიუჯეტი საკმაოდ დროში გაწელილი ამბავია. ანუ მისტიური თავგადასავალი რამდენიმე დღეს გრძელდება. ყველა ეს დღე ერთმანეთისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ მსახიობებს სხვადასხვა ტანსაცმელი აცვიათ. რაიმე საინტერესო მე იქ ვერ დავინახე, ყველაზე ბანალურიც კი: აი ჰოლივუდურ ფილმებში რომ იციან, ვითომ ვიღაც რომ უყურებთ ბუჩქებიდან, ან პერსონაჟის უკან ჩრდილი რომ გაიელვებს. ერთი კი იყო, კაცის ფიგურამ გადაუარა მთელ ეკრანს, მაგრამ შემდეგ მივხვდით, რომ ეს ჩვეულებრივი მაყურებელი იყო, რომელიც ბოლო რიგში გადაადგილდებოდა და შემთხვევით ჩაუარა პროექტორის სხივებს.

ვაღიაროთ, ფილმში იყო რამდენიმე მომენტი, რომელსაც სიუჟეტის ხაზი შეიძლებოდა გაყოლოდა. მაგალითად: 1) ერთ-ერთმა ბიჭმა გოგონები გაიტაცა და სადღაც სარდაფში დაამწყვდია (სიუჯეტი ერთი პასაჟით შემოიფარგლა – ვნახეთ როგორ ურტყამდა ეს ბიჭი გოგონებს); 2) ერთმა (ამჯერად სხვა) ბიჭმა დანარჩენები დააბა და თვითონ აიღო სიტუაციაზე კონტროლი (გაუგებარი დარჩა როგორ მოახერხა ეს ყველაფერი, მითუმეტეს ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, როდესაც მას თავში რკინის მძიმე საგანი ჩაარტყეს. როგორც ჩანს რეჟისორს შეეშალა და მის მიერ ჩასარტყმელი რკინა სხვას დააჭერინა ხელში🙂 ); 3) მეგობრები სახლში ანთებულ შუქს დაინახავენ – შიგნით შევლენ, თუმცა როდესაც საძინებლის კარს შეაღებენ კადრი ბუნდოვნდება (ყველას გვეგონა, რომ მათ რაღაც დაემართათ, თუმცა 2 წუთში გოგონებთან ერთად საწოლზე წამოკოტრიალებულნი წარმოგვიდგნენ); 4) მობილური ტელეფონი, რომელმაც ერთადერთხელ დარეკა, მის პატრონს წაართვეს და ზღვაში გადააგდეს. (გვეგონა, რომ სხვა დანარჩენები იყვნენ გარეულნი ამ ამბავში, თუმცა ვერაფერი დიდი ხეირი)… და კიდევ სხვა მრავალი…

გარდა სიუჟეტის განუვითარებლობისა და მსახიობების არაპროფესიონალური თამაშისა, ფილმში ლოგიკური შეცდომებიც მრავლად გვხვდებოდა: 1) მეგობრებმა იპოვეს ძველი ვაზ-2105 მარკის მანქანა, გაერთნენ მასზე “კატაობით” და ბოლოს ზღვაში გადააგდეს. რატომ აირჩიეს მაინცდამაინც ეს მანქანა, როდესაც ქალაქი მიტოვებული ნორმალური ავტომობილებით სავსე იყო, ჩვენთვის გაურკვეველი დარჩა. 2) ერთი ბიჭი მეორეს გაურბის და ემალება ჯართის გროვაში რკინის ნაგლეჯის უკან. როდესაც მდევარი ამ ადგილთან მივა იქ აღარავინ დახვდება, მის უკან კი გასასვლელი უბრალოდ არაა. სად წავიდა დამალული ბიჭი – ვერ მივხვდით. 3) ერთმა პერსონაჟმა გადაწყვიტა მაცივრის კარი ჯაჭვით დაება. მარცხენა მხარეს მდებარე სახელურზე ჯაჭვი გამოაბა და მისი მეორე ბოლო მარჯვნივ კედელზე მიამაგრა. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში კარის გაღებაში ეს ჯაჭვი ხელს ვერავის შეუშლიდა. 4) ელექტროენერგია მთელ ქალაქში წავიდა, თუმცა მეგობრებს გენერატორი ჰქონდათ, რომელსაც მხოლოდ ღამით ანთებდნენ. ერთ მომენტში კი პერსონაჟი ავტოფარეხში დღისით შევიდა და შუქი ერთი ხელის ჩამოკვრით აანთო. 5) ბათუმში ზაფხულია, თუმცა სულ წვიმს. ამავდროულად პარალელურ სიტუაციას თბილისში აჩვენებენ: გოგონა ნაქსოვი ქუდითა და თბილი პალტოთი რუსთაველზე დგას და ხელებს პირიდან გამოსული ორთქლით ითბობს. ზამთარი იყო თუ ზაფხული ვერ დავადგინეთ.

განუვითარებელი სიუჟეტი, დინამიურად გადაუბმელი პასაჟები, დარჩენილი კითხვის ნიშნები, ლოგიკური შეცდომები და საბოლოო გაურკვევლობა მიზეზი გახდა იმისა, რომ “სეზონისგან” გაწბილებული დავრჩი.

ფილმის ფინალს შეგნებულად არ მოგიყვებით, რადგან იქნებ ვინმეს საკუთარი თვალით გაინტერესებთ ნახოთ, რა მოხდა ბოლოს, თუმცა ერთ რამეს გირჩევთ: სიუჟეტის დასაწყისი უკვე ყველამ ვიცით, თუ გაინტერესებთ მისი განვითარება, კულმინაცია და დასასრული, სეანსის ბოლო ნახევარ წუთს დაესწარით, დანარჩენი საათნახევარი კი ჯობია უფრო სასარგებლო საქმეს მოახმაროთ.

P/S: თუმცა ერთ კადრს ვერ დავუკარგავ, როდესაც მანქანას სატვირთო ეჯახება… გრრრრრრ… კარგი იყო… მაგრამ მთლიანი ფილმის ხარისხიდან ისეთი ამოვარდნილი მომენტი იყო, რომ მე და ჩემს მეგობრებს გაგვიჩნდა ეჭვი, რომ ეს კადრი რომელიმე ჰოლივუდური ფილმიდან იყო ამოჭრილი…

P.P/S: გემოვნებაზე არ დავობენოოოო… თუმცა მე მაინც შეგახსენებთ ჩემი “ნაშრომის” პირველ წინადადებას: “როდესაც ვერ ბრუნდები” – ესაა ისტორია იმაზე, თუ როგორ არ დაბრუნდება შენს მიერ ბილეთში გადახდილი 10 ლარი შენს საფულეში…

ვინც ნახა და ვისაც მოუყვნენ, ველოდები თქვენს კომენტარებსს… იქნებადა ვცდები🙂

    • nikusha
    • February 7th, 2012

    avoeee raaaa magari azriani filmia chama da seqsi dagevasat begashvilis chinchlaoba dagevasat iasnia sxva xili iqneba es !!!! sacodavi eri vart

    • არადა მართლა სირცხვილია
    • January 3rd, 2012

    ზოგიერთ თქვენგანი სუფრაზე დაჯდება და იტყვის მოყვარეს პირში უძრახე მტერს პირს უკანაო გენიალური სიტყვებიაოოოოო და მიუჭახუნებთ გვერდზე მჯდომს ჭიქას. რეალურად კი რასაც ფიქრობთ აქ ჩანს: ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს ჩვენი მტერია!!!!!

    სირცხვილია!!!

    • guro
    • August 30th, 2011

    xalxo ar mesmis ratom akritikebt statiis avtors? uyuret ucxour filmebis kritikas.. da naxet ra donezea da ra wvrilman shecdomebze amaxvileben yuradgebas.. tkven kidev ambobt ro es shecdomebi araferiao. meti yuradgebaa sachiro da rejisoris axalgazrduli asaki da gamocudeloba gasamartleblad ar gamodgeba.. tumca pilmis shianarsi mainc sainteresoa.. bevri xarvezis miuxedavad.. yochagh am statiis avtors.. kargi kritikaa..

    • un known
    • March 8th, 2011

    ერთი პატარა და უმნიშვნელო კადრი გამოგრჩათ : ) ნიკას მანქანით რომ მიდიან ბიჭები მაგ მანქანის ნომერი WMN-110 -ია,და მერე უკვე ქალაქიდან რომ გადიან რა,იგივე მანქანა QEV-001-ით იჩითება😀😀😀 არა მაინც მიღწევაა არაპროფესიონალებისთვის🙂

    • ბაჩო
    • March 1st, 2011

    ნუ, გუშინ ვნახე.
    გოგო რომ ხელებს ითბობს ეგ გახსენებაა ზამთრის. ხოლო სიუჟეტი ზაფხულში ხდება.

    მოგნი მიხვდი რომ დახოცილები იყვნენ ყველანი და რაღაც მისტიურობები იმიტომ ხდებოდა (ჯართში დამალულის გაქრობა, ლიდერობის ხელში აღება და მსგავსი სისულელეები).

    ოპერატორულ ნამუშევარზე გეთანხმები, თუმცა რეჟისურამაც მოიკოჭლა ბოლოში. საერთო ჯამში კი გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში შეიქმნა ფილმი, რომ რეჟისორი დილეტანტია და არა პროფესიონალი, რომ მსახიობები უბრალო ადამიანები იყვნენ და არა თეატრალურის კურსდამთავრებუნი, ცუდი არ არის. ისწავლიან ყველაფერს და სეზონი 2 უფრო კარგი გამოვა.

    პ.ს. ზღვაში რომ ჩავარდა და ვითომ დაიხრჩო, ამ დროს კომიდან გამოვიდა და გადარჩა, დანარჩენების ცხედრები წაიღეს😦

    • Slayer Player
    • March 1st, 2011

    rato aravis ar camogcdat is, rom filmshi aris arachveulebrivi musika dato evgenidzis dacerili!!! tu musikac sashinlad gacelilia da ganvitareba ar aqvs?!!! <=== untitled sxva xelmosachidi araferi agar dagrcha musikaze gadaxvedi xo?😀 shena da musikas vusminot tu films vuyurot? xo da aq kide vigacam dawera didi gamoxmaureba moyva am films sxvebtan shedarebito,amaze gipasuxeb,imitom moyva didi gamoxmauroba,rom didi reklamac gauketda tavis droze,jer kidev wlebis win maxsovs am filmis gadagebaze,rom daiwyes laparaki,shemdeg ki premieris dro,rom movida ise aqes da adides titqos magat meti filmi aravis gadaugia,bunebrivia amxela reklamebis shemdeg xalxshi gachnda interesi da bolos imedgacrueba,ai ratom moyva didi gamoxmaureba.ai zustad tqvennairi xalxistvisaa es filmi,martla ar xart metis girsi ra😀

    • Slayer Player
    • March 1st, 2011

    imdenad kargia statia,ramdenadac fimia cudi,avtors mivmartav,martla 100%-iani giweria yvelaferi da tan ise,rom gacilebit saxaliso da sasiamovnoa am statiis wakitxva vidre filmis yureba😀 guli ar dagwydes uazro da maazmatikul komentarebs gitovebs zogi,ra shenishvnebic gaqvs yvelaferi logikuria,dzalian bevri faqtori darcha rejisors gautvaliswinebeli,zogadad shinaarss rac sheexeba,am temaze uamravi filmia gadagebuli,magalitad OTHERS (sxvebi),sul sxva donea ra tqma unda..dzalian martivi da primitiuli iyo,dasawyisshive mivxvdi,rom avaria mouvidat.erti momenti iyo filmshi metad saintereso😀 roca bichebi shenobashi shedian da kamerastan axlo kadrit 2 chrdili chaivlis,ise avtorma kargad agnishna chveulebrivma mayurebelma chauarao😀 aba sxva daskvnis gamotana martlac sheudzlebelia,filmi ise dasrulda,rom im chrdilebis asaval-dasavali gaurkveveli darcha,albat rejisorma mag momentshi ‘dagvdzaba an shegvashina’ tavis chkuit😀 simartle,rom vtqvat magaze sashishi martlac araferi momxdara mag filmshi😀 albat ukve gasagebia ra donis filmtanac gvaqvs saqme.mokled imis tqma minda,rom rodesac aset temaze igeb films,imis tavi unda gqondes,rom minimum ar chamouvardebodes sxvadanarchenebs da maximum unda jobdes,amatma ‘programa minimumic’ ver sheasrules,es iyo magali donis plagiatoba shesrulebuli dabal doneze,gamgebi gaigebs.

    • sopi
    • January 10th, 2011

    me dzaan momewona…es sacdeli iyo da darwmunebuli var kidev uketesebsac sheqmnian,tan es iyo axali sityva chvens telesivrceshi…siaxleeebisadm aseti kriitikulebi nu viqnebit

    • —————————–
    • January 10th, 2011

    ici raaa ro tqva ro dzaan magari gadagebuliao ver ityvi imito ro rac zevitaa natqvami 98%simartlea da rodesac amden uzustobas xedav filmshi imdeni interesi agar gichndeba filmis mimart me piradad chanapiqri dzaan momewona kargi iyo magram danarcheni ar vardoda araperi martlaia damwyebebistvis martlac dzaan kargi pilmia magram tu gaxsovt rodesac pirvelad gaisma zesoni gamodiso iseti gamoxmaureba moyva titqos ragac saswauls igebdnen es arc saswaulia da arc cudi chemi azrit kai kino iyo da visac ar moewona sheundlia qartul kinoebs agar uyuros

  1. albat shen gindoda getqva sauketeso komerciuli filmi, radgan qarTul kinomatografias imdeni kargi saavtori namuSevari aqvs rom “sezoni” mat soris pirveli ar iqneboda! ise ubralod minda girchiot rom aleko cabadzis “rene midis holivudshi” naxot! es namdvilad kargi filmia.

    • Mika
    • November 25th, 2010

    Kitxvebis chamonatvalze getyoba rom dzalian inteleqtualuri pirocneba xar da rac mtavaria mixvedrili… yvelafershi cuds rom edzebt magitomac xdeba bevri ram kitxvis nishnis qvesh, imitom uyurebt rom cudi naxot da ara imitom rom gaiazrot filmi da isiamovnot… dzalian mikvirs aseti bogmit rato shexvda xalxi am films. Sxva arcert films ar mohyolia amdeni kritika, miuxedavad imisa rom yvela qartul films Zemodan uyurebs, Scenaritac, musikitac da xarisxitac. da rac sheexeba emocas da shtabechdilebas, umetesobas , vin es filmi naxa, finalis shemdeg mounda tavidan enaxa filmi, me piradad ramodenime dge gamyva am filmze fiqri… da bolos is minda vtqva rom dzalian sawyenia is faqti, rom 23-24 wlisgan shemdgari jgufis mier gadagebul films ( romelic kidev ertxel vimeoreb chemtvis sauketesoa qartul filmebshi, da ara mxolod chemtvis ) eseti kritikit vxvdebit da ar gvixaria is rom qartuli kino nelnela win miiwevs !!!

    • elektra
    • November 20th, 2010

    auu chu ra rogor giyvart am kartvelebs ertmanetis gakritikeba uketesi tkven gadaiget da mere ichoravet |-(

    • untiteld
    • November 19th, 2010

    chemtvis mnishvnelovani saertod ar aris es marazmi komentarebi ubralod texavs egeti ragaceebi😉

  2. shentvis is tu ufro mnishvnelovania rejisori iyoiq tu ara sxva sakitxia magram me sxva rameze gavakete aqcenti memgoni!:) movrchet amaze laparaks mtavari xo is aris rom umravlesobas moewona!;)

    • untiteld
    • November 17th, 2010

    aravis iq araferi ar daubralebia, dzaan kargad ici rac dacere…

  3. tu iq ar iyo eseigi vigacam daibrala rom rejisori varo! ase rom saxeze namdvilad ver vcnob da tu Shevcdi amaze nagdad mapatie! didi madloba yuradgebistvis!🙂

    • gega
    • November 17th, 2010

    kritika yoveltvis aucilebelia, magram eg kritika ar aris! vnaxe filmi da vagiareb rom gacelialia da lafsusebic aris, magram bevri dzalian kargi momentia.mxolod cudit ar unda shemoifarglo, kargis danaxvac unda shedzlo da tu ase ganicdi im 10 laris dakargvas, piradad me mogcem.imedia es mainc dagacynarebs

    • untiteld
    • November 16th, 2010

    dzaan sasacilo xar tako, praim taimis preskonferenciaze rejisori ar yofila, kievshi iyo mag dros filmis ferebs ascorebda :)))))) ra sacodaobas aqvs adgili, gul dasacyvetia…

    • untiteld
    • November 16th, 2010

    azri ar aqvs tqventan laparaks, nu nerviulobt ar girs filmis gamo eseti nrviuloba…

  4. სანამ ჩვენი საზოგადოება კრიტიკას დადებიტად მიიღებს და შენიშვნებს გაითვალისწინებს ძალიან დიდი დრო გავა. კრიტიკის მიღება ჩვენს ხასიათში არ არის. ამიტომ იმ ადამიანს მივმართავ ვინც “იმტელექტი” დაწერა საინტერესოა კინო კრიტიკოსმა კინო სურათს როგორ უნდა უყუროს როგორც ჩვეულებრივმა მაყურებელმა თუ როგორც პროფესიონალმა? და რაც შეეხება ტაშს, ტაში შეიძლება დაუკრა მაშინ,როცა რაგაც ღირებულს შეიძენ იმ ნაწარმოებიდან ან ფილმიდან რასაც უყურებ ან ისმენ. ეს ჩემი აზრია და კიდევ ერთი ეს არ აყო საავტორო კინო ეს იყო პოპულარული ჟანრი, რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარულია და მას ყავს თავისი ოსტატები, ასე რომ მათ ფომზე მაქვს უფლება ვიყო კრიტიკული და კიდევ ერთი როცა კრიტიკოსი კარგზე არ ლაპარაკობს ეს არ ნიშნავს რომ კინო სურათი მთლიანობაში ცუდია.🙂

    • untiteld
    • November 16th, 2010

    maladec! imena mala dec! eseti ambavi tu sheedzlo am natanj sezons aetexa martla ar megona! ram gaaborota ese xalxi an ram dabogma verafrit ver vxvdebi? tu martla bogmit ar skdebit?! tu eseti ketili kritikosebi xart?! rato aravis ar camogcdat is, rom filmshi aris arachveulebrivi musika dato evgenidzis dacerili!!! tu musikac sashinlad gacelilia da ganvitareba ar aqvs?!!! sasaciloa satirali ro ar iyos… sacyali saqatvelo, ra bogma eri vart :((

    P.S. mainc ar girs amdeni nerviuloba filmis gamo, tavs gaufrtxildit da ecadet isiamovnot cxovrebit.

    • რაც უნდა ვეძებოთ ფილმში დადებითი მომენტები, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ კინო ადამიანში რაღაც ემოციას უნდა აღძრავდეს. ან უნდა გაგეცინოს, ან უნდა აგეტიროს, ან უნდა დაგაფიქროს, ან უბრალოდ, ყურებით უნდა ისიამოვნო… რომელი ემოცია გამოიწვია შენში “სეზონმა”???

    • karlo
    • November 15th, 2010

    shen tu egeti damokidebulebit uyureb pilms da imaze ipikre jachvi rogor shekra, shuki rato aanto, visac chaartyes is rogor gadzlierda, rogor gaekca mdevars, tbilad rato ecva, mopsmis dros xeli arascorad rato mokida )))) mashin imistvis arc dro dagrcheba da arc yuradgeba geyopa gaiazro pilmi da siamovneba miigo…. 95 procents vinc naxa es pilmi moecona da isiamovna miuxedavad imisa rom xarvezebi martla iyo, ase rom tu puls ar gixdian aseti marazmebis ceristvis jobia cota sxvanairad uyuro pilmebs da 10 larzec agar mogindeba mere cucuni😉

    • ფილმის საყურებლად ძალიან დიდი ინტერესით წავედი თან პირველივე დღეს… მაგრამ არა იმიტომ, რომ მოვსულიყავი და მსგავსი სტატია დამეწერა, უბრალოდ, გვინდოდა გვესიამოვნა, მაგრამ რაც ვნახეთ ყოველგვარ მოლოდინს გადაჭარბა. ჯერ მარტო ის რად ღირდა, ყველაზე მდიდარი ტიპი რო დახეული “შლოპანცებით” დადის ბათუმის ქუჩებში🙂
      ოღონდ ისიც იცოდეთ, რომ მომავალ პროექტებსაც აუცილებლად პრემიერის დღეს ვნახავ და ტან მხოლოდ 1 სურვილით – ოდესმე ვუყურო ნორმალურ თანამედროვე ქართულ ფილმს…

      p.s რაღა იმ გაუნათლებელ 5%-ში მოვხვდი😦

    • zviadisti
    • November 14th, 2010

    dzaan magari statia:))) etyoba rom zedmetad ganatlebuli da nichieri adamianis datserilia:))))))) agprtowanebas wer vmalav. :)))))))))))))))))))))))))))))

    • უიჰ, მადლობა… რით დავიმსახურე ნეტავ🙂

    • zaxari
    • November 14th, 2010

    tako

    დაბალი იმტელექტი შენ გაქვს იმა ს კი არა ვინ ტაში დაუკვრა.

    • გაბოლდებულ სიტყვებში უფრო კარგად ჩანს მისი დამწერის ინტელექტის დონე🙂

      ზემოთხხსენებული სიტყვები გამუქებულია ჩემს მიერ🙂

    • zaxari
    • November 14th, 2010

    შე იდიოტო, გარაჟის გენერატორზე იიქნებბოდა მიერთებული (სულ ჩართული იყო მაცივრის პონტში), და ზამთარი როა ის ბიჭი იხსენებს ადრინდელ ამბავს პარალელურად კი არ ხვდება ეგ.

    რაღან ქართულია ძნაჩით ნაგავია ასე ფიქრობ სამცუხაროდ შენ. თან ჭკუა თუ არ გყოფნის ასეთ კინოებისთვის წადი სხვა რამეს უყურე.

    ძაან კარგი კინოა სეზონი.

    უცენზურო სიტყვები ამოჭრილია journaliar-ის მიერ.

  5. მინდა გითხრა, რომ მეც მგავსი შენიშვნები მაქვს, როგორც ფილმის რეჟისორთან ისე სცენარისტთან.მე უფრო მეტს გეტყვი სანამ ფილმი კინო თეტრებში გამოვიდოდა მანამდე გადამღებმა ჯგუფმა პრაიმ-ტაიმში პრესკომფერენცია გამართა და მეც დავესწარი.იქ მოსმენილმა იმდენად გამაღიზიანა,რომ მინდოდა რამე კრიტიკული დამეწერა, თუმცა ბოლოს გადავიფიქრე რადგან მივხვდი რომ ქართველი “ხელოვანები” კრიტიკას ვერ იგებენ. რეჟისორის განცხადებით ფილმი იმ ქვეყნების კინო ბაზარზე უნდა გაიტანონ სადაც მისტიური დრამა არაპოპულარულია. საინტერესოა რეჟისორმა რომელი ქვეყნები იგულისხმა? და კიდევ ერთი რაც ბოლო დროს კინოსეანსის დროს ხშირად ხდება ტაში კინოსურათის ჩვენების წინ, მემგონიეს უკვე მაყურებლის დაბალ ინტელექტზეც მიანიშნებს.

    • ჩემი აზრით თავად ტაშის დაკვრა კარგი ტონია… საკითხავია, რას ვუკრავთ ტაშს…

  6. აუუუ, არადა ტრეილერი რომ ვნახე, ისე მომეწონა, რომ ძლივს მეთქი, გავიფიქრე და თურმე სულ ტყუილად. ქართული კინოს იმედი ასე 50 წელი მაინც არ მქონდეს?😦

  7. ვაა, რა ჯანდაბაა. უფრო სწორად, რითი ვერ ისწავლეს ამ სისულელეებს და შეუსაბამობებს გამოსწორება რომ უნდა.
    აღარ წავიდე სანახავად?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: