ბათუმელები ფოტოობიექტივში – ირაკლი ძნელაძე

ახალგაზრდა ფოტოგრაფი ირაკლი ძნელაძე ახალი, მასშტაბური პროექტისთვის ემზადება. 11 ოქტომბერს ფოტოკამერით ხელში ბულვარის კოლონადებთან ყველა ბათუმელს ელის. მის ფირზე მოხვდებიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე სასულიერო პირები და მთავრობის წევრები. ფოტომატიანე მომავალი თაობებისთვის და მათთვის იქმნება, ვისაც თანამედროვე ზღვისპირა ქალაქის მცხოვრებლების რეალური, შეულამაზებელი სახეები აინტერესებთ.

ფოტოგრაფსა და მისი პროექტის შესახებ “თვითმარქვია ჟურნალისტი” თავად ირაკლი ძნელაძეს ესაუბრა. თუმცა, მანამ, სანამ ინტერვიუს შემოგთავაზებთ, ხელოვანის სხვა პროექტებს წრმოგიდგენთ იმისათვის, რათა უკეთ გაეცნოთ მის შემოქმედებას.

– პირველ რიგში მოგვიყევი შენს შესახებ. სად დაიბადე, როგორი იყო შენი პირველი ნაბიჯები ფოტოგრაფიაში და ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ამჟამად?

– დავიბადე ბათუმში 11 ნოემბერს 1986 წელს… სასულიერო გიმნაზიის 9 კლასის დამთავრების შემდეგ ვსწავლობდი პეტერბურგში “მხატვარ-რესტავრატორის” ფაკულტეტზე. იქ სწავლისას მოვხვდი ფოტო-გამოფენაზე, გამოფენილი იყო რუსი ფოტოგრაფების ფოტოები. არ ვიცი რატომ, მაგრამ ზუსტად იმ დღიდან ძალიან დავინტერესდი ფოტოგრაფიით. 2003 წლის მიწურულს დავბრუნდი საქართველოში და ბათუმში ჩავაბარე და დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ამ პერიოდში გავიცანი ამერიკელი ფოტოგრაფი Samuel Wooten, რომელმაც მასწავლა ფოტოგრაფიის ტექნიკური მხარე და უკვე 2004 წლიდან მოყოლებული მხოლოდ ფოტოგრაფიით ვარ დაკავებული…

– გაქვს თუ არა განხორციელებული სხვა, მსგავსი ან გასნხვავებული პროექტები და საიდან გაჩნდა თანამედროვე ბათუმელების ფოტოზე აღბეჭდვის იდეა?

– სხვადასხვა სახის პროექტები გამიკეთებია. კერძოდ, ქართული ტრადიციები. მაქვს ამ თემებთან გადაღებული სერიები, (მაგალითად ქართული დაკრძალვის სერია, რომელიც ჩემს საიტზეც არის წარმოდგენილი). რაც შეეხება ბათუმელების გადაღების იდეას, ის გაჩნდა სპონტანურად. ჩემს დიდ მეგობარს, პაატა მოისწრაფიშვილს, რომელიც არის საქართველოს მშვიდობის დესპანი, ხელოვანი და პილიგრიმი, ჰქონდა ბათუმში გამოფენა… გაჩნდა იდეა გამოფენაზე მოსული ყველა ადამიანის და ბათუმელის ერთად ფოტოს გადაღება, მაგრამ რატომღაც ეს მაშინ არ გამოვიდა… ძალიან დიდი ხანი ერთმანეთი არ გვინახავს და აი სადღაც 5 დღის წინ შევხვდით ერთმანეთს და ისევ გავიხსენეთ ჩვენი იდეა. ორშაბათი დღე იყო. გადაღება შაბათისთვის დავგეგმეთ. რეკლამა მეგობრებმა დამიმზადა და ტელევიზიებიც დამეხმარნენ მათ გაშუქებაში. აქ ძირითადად აქცენტია ძირძველ ბათუმელებზე და, რა თქმა უნდა, ყველა ბათუმელზე. ამ პროექტის მიზანი ძალიან მარტივია: ყველა ის ადამიანი, ყველა ბათუმელი, რომელიც მოვა ამ დღეს გადაღებაზე დარჩება კადრზე. ასეთი რამ არ ყოფილა საქართველოში, რომ რომელიმე ფოტოგრაფს ქალაქის მაცხოვრებლების ერთობლივი ფოტო გადაეღო. ეს იქნება პირველად და იქნება ბათუმში. წარმოიდგინეთ, 50 წლის შემდეგ, როცა ახალი თაობის ბათუმელი ნახავს ამ ფოტოს და იტყვის, აქ მამაჩემიც ყოფილაო და ა.შ… მე ბედნიერი ვარ რომ ეს საქმე წამოვიწყე და შაბათს დღის 2 საათზე დავამთავრებ…

– ჰყავს თუ არა პროექტს სპონსორები და გაქვს თუ არა ფინანსური დაინტერესება გაქვს პირადად შენ?

– სპონსორობას რაც შეეხება, როგორც კი ინფორმაცია გავრცელდა იყო შემოთავაზებები გარკვეული კომპანიებიდან, მაგრამ ყველას უარი ვუთხარი. ეს არ არის კომერცია, ამით ფულს არავინ აკეთებს… ამ პროექტით მინდა რომ ხალხი გავაბედნიერო. დაე უხაროდეთ ამ ფოტოზე ყოფნა.🙂 ( უბრალოდ, შეიძლება რომელიმე ორგანიზაციამ ბათუმური ყავა აჩუქოს ბათუმელებს და ცივი წყალი, ამაზე მოლაპარაკებები მაქვს და ზუსტად არ ვიცი გამოვა თუ არა)

– გაქვს თუ არა სხვა პროექტების იდეები და როდის ელოდოს საზოგადოება მათ?

– სხვა გადაღებებს რაც შეეხება, აუცილებლად გავაკეთებ, მაგრამ ხშირად ვფიქრობ – მინდა ისეთი რამ ვაკეთო და ისე ვაკეთო, რომ არავის არასოდეს მსგავსი რამ არ ჰქონდეს გაკეთებული. ამისათვის ბევრი ფიქრი, კითხვა და ურთიერთობები მჭირდება…

“თვითმარქვია ჟურნალისტის” ბლოგი ირაკლი ძნელაძეს წარმატებებს უსურვებს. შევეცდებით აქტიურად გავაშუქოთ ფოტოხელოვანის მომავალი პროექტების მომდინარეობა. მანამდე კი, მოვუწოდებთ ყველა ბათუმელს 11 სექტემბერს კოლონადებთან მივიდნენ, რათა მათი სახეები მომავალი თაობებისთვის ფირზე აღიბეჭდოს.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: