“მოდერნიზებული” განათლება

ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლებს კი ახალი საზრუნავი გაუჩნდათ: როგორ შეიძინონ სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი, რომელთა საშუალო ფასი 100-დან 150 ლარამდე მერყეობს. მოგეხსენებათ, საქართველოს განათლების სისტემის მუდმივი რეფორმირების გადამკიდე, ქართულ სკოლებში წინა წლების სახელმძღვანელოებით სწავლება თითქმის შეუძლებელი გახდა. ახალი წიგნების ფასები კი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ნანა სესიაშვილი სამი შვილის დედაა, აქედან ორი სასკოლო ასაკისაა. მეექვსე და მეცხრე კლასელ გოგონებს თავისი უფროსი ძმის სახელმძღვანელოები, ცხადია, ვეღარ დაეხმარებიან. ოჯახის მამა ორი წლის წინ გარდაიცვალა. სესიაშვილების ერთადერთი შემოსავალი მცირეოდენი პენსია და ნამცხვრების გაყიდვით მიღებული შემოსავალია. თითო ნამცხვრიდან დაახლოებით 10 ლარის მოგება რჩება – თვეში დაახლოებით 200 – 250 ლარი. იმისათვის, რომ ნანამ ორივე შვილს სახელმძღვანელო ყველა საგნისთვის უყიდოს, საშუალოდ თვენახევარი უნდა იმუშაოს.

«ალბათ ცალკეულ წიგნებს ნელ-ნელა ვუყიდი ბავშვებს. ჯერ ე.წ. აუცილებელი საგნებისთვის, როგორიცაა ქართული, ისტორია, მათემატიკა… თუმცა არ ვიცი საიდან დავიწყო, ყველა საგნის სწავლა ხომ აუცილებელია. ყველა სახელმძღვანელოს ყიდვას ალბათ, ორ თვეს მოვუნდები. ამ პერიოდის განმავლობაში კი ბავშვებს გაკვეთილებზევე მოუწევთ მასალის სწავლა» – თვითმარქვია ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა ნანა სესიაშვილმა.

დღევანდელ დღეს ასეთ მდგომარეობაში თითზე ჩამოსათვლელი ოჯახები არაა. ყოველი სექტემბერი მათთვის «ქამრების შემოჭერის», ისედაც მინიმალური ხარჯის განახევრებისა და ერთჯერად სახელმძღვანელოებში კოლოსალური თანხების გადახდის თვეა.

საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლების სისტემის გაუმჯობესება პრიორიტეტია. პრეზიდენტისგან არაერთხელ გაგვიგია მსგავსი ფრაზები: «უნდა გვესმოდეს, რომ განათლება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტია. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და სტრატეგიული დარგი შეუძლებელია გვქონდეს» ანდა «ევროპული დონის განათლების გარეშე საქართველო დარჩება იმ პოსტსაბჭოურ ქვეყნად, რომელიც, მცდელობების მიუხედავად, ფეხს ვერ უწყობს მსოფლიოს». საინტერესოა თუ როგორ აპირებს ქვეყნის ხელისუფლება ამ სფეროს მოდერნიზებას იმის გათვალისწინებით, რომ ნანა სესიაშვილის შვილები სასკოლო წლის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში სახელმძღვანელოების გარეშე ისწავლიან?!

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: