საქართველო ახალი ვარსკვლავის აღმოსაჩენად ემზადება

ჯეოსტარი 2010 – ახალი სახეები, ახალი სახელები, ახალი ხმები, ახალი შეგრძნებები, ახალი ფავორიტები. მაყურებელი კიდევ ერთი მარათონისთვის ემზადება. ყველას აინტერესებს: ვინ იქნება საუკეთესო იმ 14 ახალბედა მომღერალს შორის, რომელსაც პროექტის მესვეურები მთელი ზაფხულის განმავლობაში არჩევდნენ. თუმცა მანამ, სანამ კონკურსი გადამწყვეტ ფაზაში შევა, «რუსთავი 2» მაყურებელს სახალისო სიუჟეტებით გაართობს და კიდევ უფრო გაუმძაფრებს პროექტისადმი ინტერესს. წინასაკონკურსო გადაცემებში იქნებიან ასეთები

და იქნებიან ასეთებიც.

თუმცა ფილარმონიის სცენაზე მხოლოდ 14-ნი მოხვდებიან და მაშინ კი ყველას შეეშინდება გაიგონოს სიტყვები «ჯეოსელისა და ლაი-ლაის აბონენტების გადაწყვეტილებით, პროექტს ტოვებს…»

პროექტი «ჯეოსტარი» სატელევიზიო ეთერში 2004 წლიდან გადის. თავდაპირველად მას თვალს ტელეკომპანია «მზის» მაყურებელი ადევნებდა. ახლა კი საზოგადოებას კონკურსში აქტიურად ჩართვა «რუსთავი2»-ის ეთერით შეუძლია.

დარწმუნებულები ხართ, რომ კარგად გახსოვთ, როგორი იყო ყველა «ჯეოსტარი»?!გახსოვთ, რომ 2004 წელს კონკურსში მხოლოდ რვა მომღერალი იღებდა მონაწილეობას? პირველი ჯეოსტარის პირველი აუტსაიდერი?! პირველი წამყვანები და ჟიურის წევრები?! თუ არა, მაშინ ერთად გავიხსენოთ.

ჯეოსტარი 2004 – გამარჯვებული აჩიკო ნიჟარაძე

მონაწილეები: ელიზბარ ჩხაიძე, ლიკა შუბითიძე, ნინი შერმადინი, ნუკი ცარელაშვილი, საკო სუხიშვილი, გიორგი არჩვაძე, ნინო ძოწენიძე (რომელმაც პირველმა დატოვა პროექტი, მაგრამ ახლა ალბათ ყველაზე პოპულარულია).
ჟიურის წევრები: ნიკა მემანიშვილი, ნატო მეტონიძე, ნანიკო ხაზარაძე და დუტა სხირტლაძე.
წამყვანები: ხატია შამუგია და სოსო თოლორაია.

ჯეოსტარი 2005 – გამარჯვებული გიორგი შარაბიძე
მონაწილეები: გიორგი ბუშელაშვილი, დათუნა სირბილაძე, ქეთი ტუღუში, ზუზუ (ირაკლი აბულაძე), სოფო კუჭავა, ირინა ონაშვილი (მის საქართველო 2003), გუგა აფციაური, ბოკა კვეკვესკირი, ხატია სახიაშვილი.
ჟიურის წევრები: ნიკა მემანიშვილი, ნატო მეტონიძე, ნანიკო ხაზარაძე, დუტა სხირტლაძე.
წამყვანები: ხატია შამუგია და ნიკა ლომიძე

ჯეოსტარი 2006 – გამარჯვებული თინა ჭულუხაძე
მონაწილეები: ნანა ჩიქავა, ანანო მჟავია, ნათია ყოჩაშვილი, დიტო ქისიშვილი, გიორგი ჭიღლაძე, მარიამ ხუცურაული, ეკა ფანჯავიძე, თორნიკე ციხელაშვილი, პაატა გურგენიძე, სოფო ნანაძე, ნატა ლოლაძე, ნათია აბასაშვილი.
ჟიურის წევრები: ნიკა მემანიშვილი, მარინა ბერიძე, ნატო მეტონიძე
წამყვანები: ნანიკო ხაზარაძე და დუტა სხირტლაძე

ჯეოსტარი 2007 – გამარჯვებული ანი კეკუა
მონაწილეები: ელენე ფოჩხუა, გიორგი მეფისაშვილი, თიკა მახალდიანი, გურამ პაპუაშვილი, მირზა მოდებაძე, ბექა შოშიაშვილი, სალომე ქათამაძე, გიორგი ჯალაღონია, მაია მამსირაშვილი, ია (კახეთი), ლაშა (ბათუმი), სოფო (თბილისი), ნათია (თუშეთი)
l.p.s. ამ ბოლო ოთხის გვარი არ მახსოვს, ალბატ იმიტომ, რომ 2007-ში აბიტურიენტი ვიყავი და ტელევიზორისთვის არ მეცალა 
ჟიურის წევრები: ნიკა მემანიშვილი, ნატო მეტონიძე, მარინა ბერიძე
წამყვანები: დუტა სხირტლაძე და ანანო მჟავია (ჯეოსტარი 2006-ს მონაწილე)

ჯეოსტარი 2008 – გამარჯვებული გიორგი სუხიტაშვილი
მონაწილეები: სალომე ბაკურაძე, ბორის ბედია, ირინა ბაირამაშვილი, ნინი წიკლაური, თამუნა მიქელაძე, გიორგი მახარაშვილი, ეკო ამყოლაძე, რატი ნავაძე, თეონა ნიაზაშვილი, ანა ქურთუბაძე, თორნიკე ბეროშვილი, ნატალია გოგოთიძე.
ჟიურის წევრები: მარინა ბერიძე, ლევან წულაძე, ნანი ბრეგვაძე
წამყვანები: დუტა სხირტლაძე და ანანო მჟავია

ჯეოსტარი 2009 – გამარჯვებული ნოდიკო ტატიშვილი
მონაწილეები: ვაჟა მანია, დათუნა მგელაძე, სოფო ბედია, შოთა ლეგაშვილი, ნინო ბაშარული, მაკა სირბილაძე, მამუკა გორგილაძე, გიორგი ცხვარიაშვილი, მარიამ ლიკლიკაძე, გვანცა კაჭკაჭიშვილი, ნინი სუხიტაშვილი, ირაკლი მარუაშვილი, გიო კობაიძე.
ჟიურის წევრები: მარინა ბერიძე, ლევან წულაძე, ბუბა კიკაბიძე
წამყვანები: დუტა სხირტლაძე და ანანო მჟავია

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას «ჯეოსტარის» მთელი ისტორია ახსოვს (მეტნაკლებად), ეს პროექტი ახალგაზრდა მომღერლებისთვის მხოლოდ იმედისმომცემ ტრამპლინად იქცა. ამ ტრამპლინიდან ატყორცნილი კი ჯერ ვერავინ ვნახე. სად არიან ჯეოსტარის გამარჯვებულები? (უბრალო მონაწილეებზე აღარაფერს ვამბობ). აჩიკო ნიჟარაძე – თუ სწორად ვიცი, რომელიღაც ბანკში მუშაობს. გიორგი შარაბიძე – მგონი გასუქდა და მცხეთაში მოღვაწეობს, როგორც გავიგე სიმღერასთან შეხება მხოლოდ დაბადების დღეებზე უწევს. თინა ჭულუხაძე – დარჩა ისევ ისეთ მორიდებულ, მაგრამ მუდამ მომღიმარ სიფრიფანა გოგოდ, როგორიც იყო. შიგადაშიგ ვხედავ ხოლმე ქალაქში. ანი კეკუა – როგორც ვიცი სტუდენტია. ახალ სიმღერებზე არ მუშაობს, მღერის მხოლოდ იმათ, რაც «ჯეოსტარის» პერიოდში კარგად დაამუშავებინეს მანანიკომ და ჩაჩიმ. გიო სუხიტაშვილი – გამოუშვა არაკომერციული ალბომი, პრინციპულად არ ქმნის მდარე ხარისხის, გაყიდვად მუსიკას. ინტელექტუალური სიმღერა კი მასებისთვის მიუღებელია, ასე რომ, ისიც ჩრდილშია. ნოდიკო ტატიშვილი – მღერის კლუბებში ღამ-ღამობით. თუმცა ეტყობა რომ «კონკურსის მომღერალია». ესტრადა ვერ დაამშვენა.

ამ ყველაფრის ფონზე სტარტს იღებს «ჯეოსტარი 2010». ამბობენ წელს მსურველთა ძალიან ცოტა რაოდენობა იყოო, თუმცა კარგი ნაკადიო. 1200-მდე მსურველი წელსაც იდგა რამდენიმესაათიან რიგში და თავისი სიმღერით ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ჟიურის წევრები, რომ მათი ადგილი დიდ სცენაზეა. თვითმარქვია ჟურნალისტი 2008 წლის კონკურსის გამარჯვებულს, გიორგი სუხიტაშვილს გაესაუბრა იმისათვის, რათა გაეგო – რატომ უნდათ ადამიანებს «ჯეოსტარში» მონაწილეობა; რა იცვლება კონკრეტული პიროვნებების ცხოვრებაში ამ პროექტის შემდეგ და როგორ აისახა პირდად მასზე, რომ ის «საქართველოს ვარსკვლავია».

ცხოვრება არ შეცვლილა, მე ისევ ს სუხიტა ვარ, რაც ადრე ვიყავი. უბრალოდ უფრო დაკავებული ვარ (არც მანამდე ვყოფილვარ უსაქმოდ). რომ არ ყოფილიყო ჯეოსტარი, ალბათ მარტოს მომიწევდა ამ ეტაპამდე მოსვლა, რასაც, დამიჯერეთ, ამაზე ბევრად დიდი დრო დასჭირდებოდა.

გვესმის, რომ მსგავსი პროექტი ხელს უწყობს მომღერლის დახვეწასა და ჩამოყალიბებას, მაგრამ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს «ჯეოსტარმა» გამარჯვებულს? არის თუ არა შენს ფინანსურ მგომარეობაში ცვლილებები?

ჩვენთან ძალიან პატარა ბაზარია და ამ საქმით დიდი ფული არ იშოვება, სამწუხაროდ. ასე რომ, ძალიან დიდი განსხვავება შემოსავლებში არ არის. თუმცა მცირე პროგრესი მაინც შეიმჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ სულ რაღაც გავაკეთო, დიდი კარიერული წინსვლა მაინც არ მაქვს, რადგან ჩვენს ქვეყანაში რთულია გემოვნებიანი მუსიკის გაყიდვა. ქართველი მსმენელის დიდი ნაწილი ძალიან მდარე მუსიკას უსმენს. ასე რომ, ფინანსურ აღმავლობებზე საუბარი ცოტა რთულია.

რას ელოდები, როგორი იქნება «ჯეოსტარი 2010» და რას ურჩევ ახალბედებს?

უსიკალურად სხვა პროექტებთან შედარებით «ჯეოსტარი» ძალიან განსხვავდება თავისი ფორმატით, გემოვნებით, რეპერტუარითა, მიდგომით, ბენდით და ა.შ. 2009-ში ბექ-ვოკალი დაემატა, რაც კიდევ ერთ ფერს სძენს. ახალბედებმა უნდა იცოდნენ, რომ არ არის იოლი ეს საქმე და ფიანდაზებს არავინ დაუგებს. მხოლოდ სწორი სიმღერა არ კმარა იმისათვის, რომ წარმატებებს მიაღწიო. ზოგადად უნდა ერკვეოდე მსოფლიო მუსიკაში. უნდა გრძნობდე ქართულ სიმღერას და შემდეგ იფიქრო სხვა ენასა და მუსიკაზე.

რაც შეეხება წლევანდელი კონკურსისთვის მოსამზადებელ პერიოდს, ამის შესახებ “ჯეოსტარის” ჟიურის თავმჯდომარეს, ქალბატონ მარინა ბერიძეს ვესაუბრეთ.

როგორც ვიცით, პროექტში მონაწილეობის მურველთა რაოდენობა წელს 1200-მდე შემცირდა. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს?

შემცირდა? მე ვერ ვიგრძენი. ძალიან რომ დავიღალე ვიცი, თუმცა ასეთი სტატისტიკა ალბათ წინსაკონკურსო სიუჟეტების პოპულარობამ გამოიწვია, არავის უნდა, მოხვდეს ე.წ. პრიკოლებში.

რამდენად კმაყოფილები ხართ წლევანდელი ნაკადით და როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება “ჯეოსტარი 2010”?

რაც მთავარია, კონკურსში მონაწილეობის მსურველები წელს საკმაოდ მომზადებულები მოვიდნენ და ჩვენ აღარავინ გვთხოვდა, მირჩიეთ, რა ვიმღეროო. განსაკუთრებით თბილისში კარგი ქასთინგი ჩატარდა. ბევრი ახალი და საინტერესო მომღერალი აღმოვაჩინეთ. იმედი მაქვს და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ “ჯეოსტარი 2010” ძალიან წარმატებული იქნება.

პროექტის მეორე ტური 8 სექტემბერს გაიმართება. დაახლოებით ერთ კვირაში ყველა ფინალისტის ვინაობა იქნება გარკვეული. და უკვე ოქტომბრიდან, ვარსკვლავობის მსურველთა შორის ყველაზე ღირსეული 14 მონაწილე ახალ სატელევიზიო მარათონში ჩაერთვება. ახალი სახეები, ახალი სახელები, ახალი ხმები, ახალი შეგრძნებები, ახალი ფავორიტები – ვინ გახდება «ჯეოსტარი 2010». «თვითმარქვია ჟურნალისტი» ამ თემის განახლებებს პერიოდულად შემოგთავაზებთ.

  1. Since the admin of this website is working, no uncertainty very shortly it will be famous, due to its feature contents.

  2. Hello, yup this piece of writing is actually fastidious and I have learned lot of things from it on the topic of blogging.
    thanks.

  3. Hi mates, how is all, and what you wish for to say about
    this post, in my view its truly amazing designed for me.

    • gi_2_gi
    • September 27th, 2010

    auuuu :)) ar vici…. monawileeebis dasaxelebashi memgoni gvatkueb :)) gadavxedav da shegedavebi mere :)) uzustobebshi :))

    rac mtavaria 20 oqtombridan geostari 2010 iwkeba

    • rogor gekadrebat…. yvelaferi zustad maqvs chamocerili. pretenziebit mommartet🙂 magram azri ar aqvs🙂

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: